შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-80 - 1933 წელი


1933 г. 8/X.

1 საათიო სახელგამთან.

Я есть лев, а не собака.

*
[მინდვრად ეგდო
      თეთრი ქვა,
დავკარ ხელი -
      თან ამყვა.
ქალო შენი -
      სიყვარული
სადაც წაველ -
      თან წამყვა].

[Хабаровск. კობა ეკალაძე].

[დერჟავინი].

[იზმაილის აღების გამო]
[ვეზუვი ისვრის ალებს.]
[ცეცხლის შადრევნებს] [ალთა ნიაღვრებს ისვრის ვეზუვი,
სვეტი [ელვარე] ცეცხლისა დგას სიბნელეში.]

* * *
[ალთა] ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,
[და] რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი?
[ასე ჩემს გულში], [ო,] ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი...

ეს რა შავბნელი კვამლი [ავარდა] მოედო,
რა ბურუსები [მიდის] მოაქვს რგოლებად?
ეს შენს სიმღერას [შენს] და სისხლს, პოეტო,
თან [მისდევს] სდევდა წყევლა და დაბრკოლება.
 
ეს რა გრიგალმა დაიწყო [ქროლა] ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
ეს [არის] შენი არის სიმღერის ბრძოლა,
[დარტყმაზე დარტყმით] ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს!
 
ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა [წკრიალებამ] ჟრიამულმა გადაიჟღერა?
ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!!

გ. ტაბიძე
12 ოკტომბერი, 1933
 
*
მეც იმ [მწუხარებამ] ჭაპანზიდვამ ადრე დამაბერა,
მუხლი მომიკვეთა, მაგრამ [მიხარია] აწ მახარებს,
ამ გზით გადავხედავ, თუ რა მრავალფერად
[ყვავის ველ-მინდ.] ახალს ეფინება შრომა ველ-ბაღნარებს.

*
ლექსის მრავალფეროვნება აუცილებლად, როგორც თემატიურად, ისე ფორმის მხრივ, მოითხოვს თანამედროვე რუსის პოეტების (მაგ. სელვინსკის, და სხვ.) ღრმა შესწავლას. რა არის სელვინსკიში ახალი? (არც ისეთი ახალი რამ, მაგრამ ის მაინც, რაც განარჩევს ხსენებულ პოეტს დანარჩენებისაგან, ან არსებითად ახასიათებს მას).
 
*
მატარებელი თვალს მიეფარა
და მხოლოდ ეხლა ფიქრობს მზეთავი:
ნეტავი სხვა რა საქმე მებარა,
უზეთოდ როგორ წავა, ნეტავი?!!

* * *
დღევანდელი დღე მიაგავდა ამ კინოსურათს,
რომელსაც ასეთ გულდადებით გვაჩვენებს ტილო.
რა გულდამწყვეტად, უბედურად და უსუსურათ,
მეჩვენები აწ, საოცარო წარსულის ჩრდილო.
 
წინად უკვდავი ძვირფასი და საშვილიშვილო
სიცალიერედ მეჩვენება, უმიზნო შურად, -
არ ღირდა ბრძოლა! თუ წალკოტი გზად უდაბურად
გადიქცეოდა ასე მალე, მზის ქალიშვილო.
 
რა სასაცილო წარსულია იგი წარსული,
ან რატომ იყო, გენაცვალეთ, სულ ფერწასული
ის მზე, რომელიც სიყვარულით არვის დაგავდა,
 
მოგონებებო, და სიმღერავ სევდით ავსილო,
რა სასაცილო იყო ის გზა, რა სასაცილო,
დღევანდელი დღით ამ კინოფირს რომ მიაგავდა!

გ. ტაბიძე
19 ოკტ., 1933