შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-12 - 1930 წელი


ახალი მანქანების შესახებ.
ელექტრომავალი.
მწერალთა ბრიგადები.
რკინის გზის [მთავარი სახელოსნოებიდან] სარემონტო ქარხნებში.
1930. რკინის გზის მთავარი სახელოსნოები.
ლიტგაზეტა.
ცხრაას ოცი, როცა კბენდა, ღარიბ მოსახლეობას.
მორჩი - ნორჩი.

                                                        *

ლოიდ-ჯორჯი. საბჭოთა კავშირში ძალიან გავრცელებულია მარქსის იდე­ები. [მაგ­რამ] მხოლოდ იქ [არ დაქრიან] ორთქლმავლები არ დადიან [სიტყვა 1920 წ. ინგ­ლისის პარლამენტში] (საერთო სიცილი. აპლოდისმენტები).
ლოიდ-ჯორჯი. [ბოლშ.] საბჭოთა კავშირში ფიქრობენ, რომ ორთქლმავ­ლის გათ­ბობა შეიძლება მარქსის იდეებით, მაგრამ ისინი სცდებიან (საერთო ხარ­ხარი. ცალ­კე დეპუტატები პირდაპირ ჰკვდებიან სიცილით. დარბაზი ხან­გრძლივ ოვა­ცი­ებს უმართავს ენამახვილ ორატორს).
(ეს იყო ზამთარში, 1920 წ. ასე იცინოდა ინგლისის პარლამენტი...).

 ლოიდჯორჯი:
რუსეთს] კავშირს მარქსით
იდეები აქვს მრავალი,
მხოლოდ იქ არა და არასგზის
აღარ დადის ორთქლმავალი.
(სჩქეფს საერთო სიცილია,
ხმაურობენ მისს-მენდები.
ხმა: სწორია! [ო, სწორია!] ნამდვილია,
[და სხვა] მძლავრი აპლოდისმენტები).

ლოიდ-ჯორჯი:
იქ ფიქრობენ! [რომ] - ორთქლმავალი,
წავა მარქსის იდეებით.
მაგრამ დიდი შეცდომაა,
ფიქრი ასეთ რიდეებით.
(ხარხარებენ).

                                                      *
[მანქანები] ორთქლმავალი უნდა სოფელს,
[მანქანები] ორთქლმავალი უნდა ქალაქს.