შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-57 - 1930 წელი


1929/30. 1931.

მისამართები პოეზიის:
რითმები. ასსონანსები. დისსონანსები.
ახალთ-ახალი.
1. საათი - ცხრაათი. ცხრაათი, ათათი, რვვაათი არის ტეხნიკური თვლა, განსხვავებული ჩვეულებრივი თვლისაგან. ცხრაათი - 90.
2. სამათი - კამათი. ტეხნიკური თვლა. სამათი - 30. 1930 - ათას ცხრაას სამ-ათი.
3. შვიდათ ორი - აგიტატორი. 72.
4. ვინაა-ს, რაა-ს - ცხრაას (ოთხხმოცდა ცხრამეტ წლის).
5. დასასასრული - დამპალბაზრული!!! (ევრიკა!).
6. ტაატი - სამოცდაათი.
7. ბეატას - ათას (სხვა გამოხდა).
8. ტუჩები - გაირუჯები!
9. გამოცდა - სამოცდა.
10. ოჰ, უწინ - მოხუცინ!
11. გულზე დაბნევა - ყვავილთა.. ან სხივთაბნევა (Аберация).
12. სფერული (Сферическое) - [ეფემერული, იმერული] კახ-იმერული, ეფემ.
13. ჩაცმა - აბზაცმა!
20. კაკვი (крюк) - თაგვი. არაგვი. ნანაგვი.
21. ან განყენება (Абстракция) - სხვან ჭენება.
22. მარცხით (ავარია) - მარცხნით.
23. ფრენოსს-ანს - უენოს-ანს.
24. ბათქური, ფათქური? ზათქური? - სადგური.
25. გლობუსსი (ჰოჰყ-სი) - ავტობუსსი.
26. აგური - თვითდაგური (Автогенная).
27. ავრალი (საყოვლადო) - ნაყავრალი.
28. ჭრა-შედუღება - ცეცხლ-ბუღებად.
29. შრომათ - ავტომატი (თვითმქქმედი).
30. ავტო - ავტორი. ჩავდო. დავდო. გავდო. წავდო. შავდო.
31. ჩანთა (სუმკა) - ჩანდა?
32. ფრეგატი - აგრეგატი.
33. სურნელს - მეურნეს.
34. მამართვი - მისამართი.
35. ქვა-წვია (Адский камень, Ляпис) - გვაწვია.
36. მჭვირი (Ажурный) - ძვირი.
37. გვარჯილისი (Азотный) - ტფილისი (გვირილისი).
38. შეზტი - აზბესტი! (ქანსელი?).
39. გრეხილი (Крученный) - გულგამეხილი. უღელ-ტეხილი.
40. ეკლის ხე - სიცხე. ლის ხის - ზიზღის.
41. აკვარელი - მთვალელი. ზვარელი.
42. მუნჯი - საუნჯი (Акумилятор).
43. ნარდად (Акорд. раб.) - გიყვარდათ.
44. დასტური - ახალგაზდური.
45. ძალარი (ალკოგოლი) - სპასალარი.
46. თიხისი (ალიუმინი) - დღისით.
47. ამალგამა - გამმა. წამმა..
48. ბეღელი - ტეხელი.
49. დებარკადერი - ნადირი.
50. დოლაბი (Амбразура) - ტოლები.
51. გასაქანი - საკანი.
52. ანგარი (Ангар сарай) - სიანკარე.
53. აზარმაცი - ბარბაცი. Аншпуг.
54. ხელსაწყო - დაცხო. აწყო.
55. კვერთხი - ფერთხი.
56. არბიტრი - ფითრი. მკვიდრი. სიმკვიდრე. ვიდრე.
57. რონოდა - მქონოდა.
58. ყირა (Обратная Арка - თაღი) - ნეირა, ლირა.
59. სართავი - მკვართავი, მწვართავი.
60. მცოცა - როცა (ползучая).
61. ისრებრი - ზებრი.
62. თაღედი - წანახედი.
63. თაღოვანი - ახოვანი.
64. ფარგალი - ბარკალი.
65. საჭურველი - სურვილი.
66. აჩონჩხილი.
67. ჩონჩხობი.
68. მონადე - მონამდე.
69. არტერია...
70. მაჩერი.
[პლეხანოვის (მიხაილოვის) გამზირი №144. <...> გაჩეჩილაძე].

პირველი პოემა
პირველი ფიქრი, რომელმაც გაუელვა თავში ახალგაზრდა პოეტს რედაქციის კარებთან მისვლისთანავე, იყო, რომ ეს სხვანაირი კარებია. მოჰკიდა თუ არა ხელი კარების ცივ რკინას, პირველ მოძრაობისთანავე სურდა ისევ გაეშვა ხელი. მაგრამ თითები გაცივებულნი [ისე] ჰქონდა შემოდგომის ქარში სიარულისაგან, ფეხებიც უარს ამბობდენ გამობრუნებაზე. ახალგაზრდა პოეტს არ ყოფნიდა ძალა, ისევ დაშვებულიყო ქვევით კიბეზე. პოეტი თითქო გაჰყინდა ამ კარებთან, კარების ჩარჩოებთან უღონოდ მიწოლილი. ამ წამში თითქო თვალთ დაუბნელდა. ყველაფერი ნისლმა მოიცვა. პოეტს არც სურდა დაენახა ვინმე ან რაიმე... ქარიან ქუჩაში სიარულისგან დაღალვის გრძნობას (იგი დადიოდა სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში) [მიემატა] ემატებოდა ხანგრძლივი სულიერი [ბრძოლის ღელვით] ღელვა, გამოწვეული გაზეთის რედაკტორის[ადმი] მისდამი სასტიკი გულცივობით, რომელიც არასგზით არ ბეჭდავდა ლუჩიოს პოემას (რედაკტორი მხოლოდ განთქმულ სახელებს ბეჭდავდა, ლუჩიო კი ყველასთვის უცნობი პოეტი იყო... აქ, ამ კარებთან, ლუჩიოს ეხლა ერთად ერთი გრძნობა ჰქონდა: როგორმე თვალები დახუჭოს, შესწყვიტოს მოძრაობა, შესწყვიტოს თავისი თავის ცნობა.. დაეკარგა იმის სურვილიც კი: შეაღოს კარები და შევიდეს რაღა! ამისთვის საჭირო იყო ძალღონის მინიმუმი, ლუჩიოს კი ესეც აღარ გააჩნდა (გებრალებოდესთ, მკითხველებო, საწყალი ლუჩიო). შემოდგომის სინესტემ, რომელიც კიბიდან ამოდიოდა, მიაღწია ლუჩიომდის, მაგრამ მას არ უგრძვნია სიცივე. გარეშემო კი ყველაფერი მოძრაობდა ჩვეულებრივად. უზარმაზარი, მუდამ სავსე, მუდამ მოხმაურე ქალაქი გუგუნებდა, იბრძოდა. კარებს შიგნიდანაც, რედაქციიდან მოისმოდა [ერთობ] ხმამაღალი ლაპარაკი. თან ვიღაცა მძიმედ და მონოტონურად მიდიმოდიოდა.
ლუჩიო კი იდგა კარებთან მიწოლილი, და არ იცოდა, სძინავდა მას თუ ღვიძავდა. უეცრად, როგორც ეს ხდება ხოლმე ძილში ან გალენჩების დროს, რაღაცა ძალამ შიგნიდან შეაკრთო იგი. ლუჩიო შეკრთა, თვალები გაახილა.
 
Дж. Честертон - „Перелетный кабак“
ენტუზისტი პოეტი, როგორც სჩანს, ჩესტერტონის რომანიდან, ბევრი რამის შემძლებელია. მოხეტიალე პოეტი ახდენს აჯანყებას, და იმარჯვებს კიდეც.
რითი მიაღწია გამარჯვებას ჩესტერტონის გმირმა?
- არაჩვეულებრივი ენტუზიაზმით.
- გამბედაობით. არ ეშინია არავითარი მთავრობის, ანგარიშს არ უწევს მის დეკრეტებს, მოქმედებს ფართო მაშტაბით.
- დიდი დაკვირვებით (იგი მოხერხებულად იყენებს მასსის სულიერ განწყობილებას, იგი აგვირგვინებს აღელვებული მასის მისწრაფებებს).
- ხერხით (პლაკატები. ტაქტიკური მანევრები. არდაბნევა - კრიტიკული მდგომარეობის დროს).
- სისწრაფით და დამკვრელი ტემპებით.
- ემოციონალური ენით...
- უმთავრესად მასსის დამორჩილებით, მასსაზე გავლენით...
Комичное т.
ჩესტერტონის „ღვინო“.
Правительство воспрещает продавать вино. А народу нужно вино. Поэт даром раздает это вино. Этим он побеждает правительство.
მთავრობამ რომ აკრძალოს ნამდვილი პოეზია, ხალხს მაინც უნდა ასეთი პოეზია. პოეტი, რომელიც მისცემს ხალხს ასეთ პოეზიის თუნდაც ილიუზიას, იგი გაიმარჯვებს.

ტელეფონი. თინიკო.
ჯონ ჩესტერტონი.
Вольский. С.О.К.

*
ჯ. ჩესტერტონი.
[ხავსმოკიდებული სამიკიტნო]
მფრინავი სამიკიტნო
[მეგობრობა ერთი] ჰეი, ჰეი, ბიჭებო-ჯან!
[მეგობრებო, მტკიცე იყოს]
[ჩვენი წინსვლა]
მტკიცე გვქონდეს - ბიჯი.
ყოველ ნიჭზე - ძლიერია
მეგობრობის ნიჭი.
 
*
[მეგობრებო,] გაიღვიძეთ, მეგობრებო!
მტკიცე გვქონდეს ბიჯი.
ყოველ ნიჭზე [მაღლა იდგეს] ძლიერია
მეგობრობის ნიჭი.
 
როცა აღელვებული ფეთქს
ძარღვი დედამიწის,
ყველა კაცზე ძვირფასია,
ვინც გატანა იცის.
კოწია.

* * *
შენ ყოფილხარ მართლაც ლომი,
მართლაც კარგი ბიჭი:
ყოველ ნიჭზე ძლიერია
მეგობრობის ნიჭი.
ყველა კაცზე ძვირფასია,
ვინც გატანა იცის.
 
[კმარა, მე ხომ დავამტკიცე],
[მაგრამ] განა ყველამ დაამტკიცა,
რომ ვყოფილვარ ბიჭი,
[ყოველ ნიჭზე ძლიერია
მეგობრობის ნიჭი.]
[რომ მაღლა დგას ყველა ნიჭზე
მეგობრობის ნიჭი.
ერთის წამით არ შედრკება
ჩემი მტკიცე ბიჯი.]
რომ მქონია გატანის და
მეგობრობის ნიჭი?
 
[ნუ მაგონებ იმ მეგობრებს]
გავიხსენებ მეგობრობას,
მაგრამ... (სად არ გამოტყვრება
ეს წყეული მაგრამ).

*
1. ამბერკი ჯულაყიძე, 2. აგაბო ადეიშვილი, 3. დომენტი არონიშიძე, 4. ვ. იოსელიანი, 5. ლ. ძიძიგური, 6. გ. ობოლაშვილი, 7. კ. გულიაშვილი, 8. ლ. ღოღობერიძე, 9. გ. მაისურაძე, 10. იპ. ბახტაძე.
სახელგამი, პირველი სტამბა, მეხუთე სტამბა, ხელოვნების სასახლე, თეატრები.
Копия.  
ივ. ჯავახიშვილი.
პირში.
ვაი, სირცხვილო! სირცხვილო!
გაშიშვლდნენ!
Врубель.
 
*
[აღსდეგ ყოველ მხრის, პროლეტარებო,
მტარვალს თავგასულს დაჰკარი.
გაწყდა ძაფი მოთმინების
შევუნთოთ ჩაგვრის სამეფოს
[კუპრი და ცეცხლი თაკარი]
ცეცხლი და კუპრი მივუნთოთ].

[აღსდეგ ყოველმხრით, პროლეტარო.]
[„მე და ონისიმე“.]
 
ინტერნაციონალი. ხანჯალი - აკაკი. მეგობრებს - ევდოშვილი. დღეს მერცხალი შემოფრინდა! ეჟენ პოტიე - ეული. სიმღერა - ნ. ჩხიკვაძე. მჭედელი - ნ. ჩხიკვაძე. რევოლიუცია - გ. ქუჩიშვილი. სტიქია - გ. ქუჩიშვილი. ანდერძი - მიწიშვილი. აღსდეგ მტერზედა. ძველი სიმღერა. ჯორჯიაშვილი. მოვა დრო - სანდრო ყაზბეგი.

*
ხანჯალო, ჩემო ხანჯალო,
[დანამა, დანამა, დანამა,
ჟუჟუნა წვიმამ დანამა.]
- შენ რასა ფიქრობ, [ღალ.] ჯალათო,
[კოლექტივს][თქვენს ძმობას]
მშრომელ ხალხს თუ ვუღალატო,
გული გამიპოს დანამა.
[მოსულა, მოსულა, მოსულა...]
 
უჭი. ჩახრიალა. დახედვა.
Тоска. Респ.