შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-505-5 - 1930 წელი


წითელი ნიღაბი, კრუხის პალო და მზიანი დღე
ცბიერად, გველურად მიიფარა რა წითელი ნიღაბი, ღიმილით შესთავაზა ღა¬რიბ გლეხს სამი ფუთი საუკეთესო სათესლე მარცვალი. გლეხს, რომელიც მწუ¬ხარედ გადაჰყურებდა თავის დაუთესავ საყანე მინდორს, გულდაწყვე¬ტი¬ლი თვალებით მიაცილებდა მაძღარ ბობოლას, ბობოლა სადღესასწაულო კმა¬ყოფილებით ავლებდა თვალს თავის დათესილ მინდვრებს.
ხვალ დილით საბჭოების არჩევნებია.
წითელი ნიღაბი მიდის სტუმრად მეორე ღარიბთან. უზარმაზარი ჯიბიდან იღებს წითელ-წითელ ვაშლებს და [ურიგებს] თავაზობს ღარიბის დაუმოსავ ბავ¬¬შებს. ეალერსება მათ, გულში ღრმად დაფარული ზიზღით. მამას ჰპირდება შემ¬წეობას, იცოდებს და თითქოს სავსებით შედის მის მდგომარეობაში.
არჩევნების დროს იგი მათ შორის დასეირნობს, იღიმება, ხუმრობს.
არჩევნებმა მოუტანეს სიხარული ბობოლას: ის ხვდება საბჭოში.
გლეხების ორ ათეულს დიდი ხანია სურდა კოლექტივად ჩამოყალიბება. ისი¬ნი მივიდნენ საბჭოს წევრთან დახმარებისა და რჩევისათვის. მან არ ურჩია კო¬ლექტივ¬ში მოწყობა: სულმთლად დაიღუპებითო. გლეხები თავდახრილი, სა¬ხეებზე უიმედობის დაღით, ბრუნდებიან თავთავიანთ სახლებში.
წითელმა ნიღაბმა სისწრაფით მიხი-მოხია, დაანაწილა თავისი მდიდარი ად¬¬გილ¬-მამული თავის მკვდარ სულთა შორის.
უმწეო ადამიანის სახით გაძვრა ცოცხლად დაარსებულ კოლმეურნეობაში და დაიწყო მისი შიგნიდან ღრღნა, სანამ იგი არ დაიშალა.
გამარჯვებულის იერით, უღარიბესის მოწმობით შეიჭრა წითელი ნიღაბი სა¬მეურნეო ბანკის წევრად.
შეინძრა, ამოძრავდა თესლეულობა, ტრაქტორები, გუთნები [თესლი], ფუ¬ლი - მიიწია წითელი ნიღაბისაკენ, ბობოლა გლეხისაკენ, ააყვავა მისი მინ¬დვრე¬ბი და ბაღები.
ღარიბიცა და კოლმეურნეობაც გაშეშდენ მოლოდინში. უკმაყოფილოდ აბუ¬¬ბუნ¬და, ახმაურდა კოლმეურნეობა, ახმაურდა საშუალო:
საქმე არ ეწყობა: ხელს არ გვიწვდის ჩვენივე ძმა.
ზურგი ვაქციოთ მას.
წამი და წითელი ნიღაბიც აქვეა: აღიზიანებს მათ და ამავე დროს თითქო ამ¬შვი¬დებს.
- არ გვინდა კოლმეურნეობა! - ყვირის [გაცეცხლებული] გაბრაზებული, სა¬ხე¬ები, იდუმალი უკმაყოფილება.
ძლიერდება გაფლანგვები, ძლიერდება მუშკორების დევნა, დევნიან პა¬ტი¬¬ოსან კომუნისტებს. უნდობლობა. წითელი ნიღაბი დღესასწაულობს თავის გა¬მარჯვებას.
აი, პატარა წითელი ნიღაბიც კომკავშირელის ბილეთით, იგი ავიწროებს და დევნის კომკავშირის საშუალო და ღარიბ ნაწილებს.
სასოფლო სამეურნეო გადასახადს 50 წითელი ნიღაბიდან იხდის მხოლოდ 30 და [ნაწილობრივად] ნაწილი სიმდიდრისა სრულიად დაფარულია.
მოჯარდა წითელი ნიღაბთა არმია. [მათ] გადასწყვიტეს დაიძრას ფაბ¬რი¬¬კა-ქარ¬ხნე¬ბისაკენ, [სოფლებისაკენ], ქალაქებისაკენ, გამოაცხადა პურის გა¬ფიც¬ვა. აგუ¬გუნ¬და თვითონ გიგანტი - პროლეტარიატი: რაშიაო საქმე? დაზ¬გებ¬მა მოძრაობა შეანელეს. ელვის სისწრაფით გაჩერდა მოფუსფუსე რიგები...
წინანდელი ამბავია - ეს.
დიდი გადატეხის წლამდე.
და, აი, სცენაზე გამოდის კრუხის პალო.