შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-641-8 - სექტემბერი, 1914 წელი


                                    ჟურნალი „თეატ. და ცხოვრება“ №5

     ეს ჟურნალი, ერთი წელიწადი იქნება, რაც გამოდის, სუფთად, ლამაზად და შნო­იანად... მაგრამ  ჟურნალს აქვს ბევრი ისეთი ცუდი მხარეები, რომლის გა­­მოქ­ვეყ­ნებამაც ადვილად შეიძლება დიდი სარგებლობა მოუტანოს თვითონ ჟურ­ნალს. გა­ზეთებში ჟურნალის ყოველი ნომრის გამოსვლისას აღნიშნავენ ხოლ­მე, გამოვიდა „თ. და ც-ის“ ესა და ეს ნომერი, ჟურნალი ჩვეულებრივათ ში­ნაარსიანათ და ლა­მა­ზად არის გამოცემული“-ო. მაგრამ მარტო ეს არ კმარა: სა­ჭიროა საფუძვლიანი კრი­ტიკა, გულახდილი სიტყვა, საქართველოში უნაკ­ლუ­ლო შინაარსის ჟურნალი ჯერ არ გამოსულა, და არც „თეატ. და ცხოვრება“ იქ­ნება უნაკლულო. მრავალ ნაკ­ლულევანებათა შორის ჩვენ რამდენიმეს აღ­ვნიშ­ნავთ.

     1. ჟურნალს არ აქვს მონახული საკუთარი და გაშუქებული გზა. ეს, ალბად, ხელ­მძღ­ვანელის ბრალია.

     36. ნარგიზი. 36-7.

     ჟურნალში მონაწილეობას მიიღებენ:

     აბაშელი ს., ახოსპირელი ბ., ბაბილინა, ქუჩიშვილი, ჩხიკვაძე, რუხაძე, ტა­­ბი­ძე, ვლ. ბაქრაძე, [მ. წულუკიძე], მ. ოკუჯავა, გრ. გიორგაძე, ი. ნიკოლაი­შვი­ლი, ჩიტო შა­რაშიძის ასული, ვლ. ემუხვარი, ეშმაკი, თაგუნა, გელა, იასამანი, ვ. მალაქიაშვილი.