შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-19 - უთარიღო


[საღამო] ღამე ზღვაზე.
ქალი მღეროდა.
ეს იყო მომხიბვლელი სიმღერა.
„გედის სიმღერა“.
განსაკუთრებული თვისებები გედის სიმღერისა:
იწყება ნელა.
შემდეგ ხმა მაღლდება თანდათან.
მე დავსწერე ლექსი „გედის სიმღერა“.
ძირითადად ამ ლექსში ჩემზე გავლენას ახდენადა ის მომაკვდავი გედი[ს] [ამბები]. იწყება ნელა, მაღლდება ხმა, და ისევ მშვიდდება.
საღამო ქუთაისში (აკაკი წერეთელი ესწრება – აბაშელი, ცახელი).
ვკითხულობ ლექსს „გედის სიმღერა“.
აქ დაწერილ ლექსს..
აკაკი მეუბნება: „ყმაწვილო, თქვენ მე დიდი ხანია გიცნობთ, მაგრამ არ მიკითხავს ერთი რამ, ეხლა უნდა გკითხოთ: თქვენ, ახალგაზრდავ, რაჭველი ხომ არა ხართ?“
- არა, ბატონო აკაკი, მე ძველი ვანიდან. აქვე, ქუთაისის ახლოა ეს რაიონი. მაინც, ბ. აკაკი, რატომ გგონიათ, რომ რაჭველი ვარ.
- რაჭველი... და სხვ.
დამამახსოვნდა აკაკის ის [ლექსები] სიტყვები. მაგრამ ხელნაწერი ლექსისა სადღაც სამუდამოდ დაიკარგა, გაჰქრა. სულ ერთი წლის შემდეგ აკაკიც გარდაიცვალა, ლექსი „გედის სიმღერა“ მაინც ვეღარ აღმოჩნდა და მე იმ პრინციპზე დავწერე მეორე ლექსი, რომელიც თითქმის იგივე „გედის სიმღერაა“. იწყება წყნარად... და სხვა, მაგრამ მე ასე ეხლა ვეღარ ვკითხულობ, მაინც ვბედავ წავიკითხო ის ლექსი „გედის სიმღერა“ - გადაკეთებული „მთაწმინდის მთვარედ“.