დღიური-635-18 - უთარიღო
სიმღერა
როს ვუკვირდები თავის თავს
და არ ვემდური მეტადა,
[მარცხს] მადლს დავთვლი ათასობითა,
ცოდვა რამ მრჩება კენტადა -
[იქნება] მხრები მესხმება, ვიზრდები,
ცად ვიწევ ასაფრენადა,
გაჩნდება სადღაც ნათელი,
გულს ჩამეშვება სვეტადა.
...............................................................
თავადაც მომწონს, ვიზრდები...
როს დღეს კრებაა.
მუზეუმიდან მუზეუმამდე...
მარტოს. მატორს.