დღიური-520-5 - უთარიღო
არასოდეს. არა სოდეს. დარა ზოდეს. და რა სცოდეს. არ ათოდეს, არასოდეს. შარას ოდეს. დაფასოდეს. დღეის ამასოდეს. არა [და]სწოდეს. გადასოდეს. მ[ი]ამაწოდეს. გადაზოდეს. არ მახსოვდეს. დანაზოდეს.
არაფერი. ანაფერი. შაფერი. დანაბერი. ანაბარი. დანაფარი. დაიფარა ფერი.
*
გარემოცულს მძიმე შხამით, მიმერულა ერთხელ ღამით
ფოლიანტზე, რომლის აზრი ნისლით იყო დანაფერი,
ვთვლემდი, თვლემდა ჩემი ბინა; უცებ კართან დაიგმინა,
ვაღაც უცხომ...
*
რა უნდა გაკეთდეს მეთოდიურად, თვითეულ დღეს.
ორახელაშ., პაოლო იაშ., გალაკტიონი.
ედგარ პოს „ყორანი“.