შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-3 - უთარიღო


გალაკტიონი.
დრო, რომელიც ყოვლად [უწყინარ] უსუსურ ადამიანსაც [გადააქცევს] კი ას­წავლის დინამიტის ხმარებას (ბაევი).
რა თქმა უნდა, ასეთი დრო, ასეთი ყოველდღიურობა ცოტათი უკან დას­წევს ჰო­მიროსს (რუსთაველს).
გენიალური ადამიანები იზრდებიან ქოხებში, მაგრამ ჰკვდებიან სასახლე­ებ­ში.
მაშინ  ვიყავ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და გონიერი.
სიღარიბე, ლიტერატურული კატორღა.
ნუ იყურებით ასე, [თქვენ მიიღებთ აპოპლექსიურ] თორემ დამბლა დაგე­ცე­მათ.
უკეთესია ყაჩაღი იყვე, ვინემ პოეტი.
ფოლადივით განათებული თვალებით.
და იგი ისე ხარხარებდა, [ხარხარებდა, სანამ] რომ ცრემლები მოადგა თვალს.
დაფარული, მაგრამ მტკიცე და მაგარი ძალაუფლება ყოველდღიურობის.
ტანადი და სუსტი ქალი, ნამდვილი მუზა ალფრედ-დე-მიუსესი (შოთა რუს­თა­ველისა).
ეს იყო შთაბეჭდილება კატასტროფისა და რღვევის.
ბოლიდი, აეროლიტი ან მთვარის ნატეხი რომ დაეცემა სახლს, როგორც სა­ში­ნელი უბედურება.
ადამიანი და გორილა - ერთად.
მას ჰქონდა ასი თვალი, ასი პირი და ხელები კი, ხელები ყოველგან.
წინანდელ ხანებში ადამიანები უფრო ნაკლებ იყვნენ სანტიმენ­ტა­ლიზმით აღ­სავ­სენი. თვითეული  თვლიდა თავის საკუთარ ცხოვრებას, რო­გორც რაიმე უბო­ლო­ოდ ფასდაუდებელს, მაგრამ არავითარ პატივისცემას [არ გრძნობდა], არა­ვითარ ან­გარიშს არ უწევდა სხვის სიცოცხლეს.

ავტომობილები მოდიოდენ სამხედრო გზაზე, წვიმითა და ქარით. უზარმა­ზა­რი კლდე­ები, ტყეები, ვიწრო ბილიკები, თერგი დაუსრულებლად მისდევდენ [მათ ორივე მხრით] ხან ერთი, ხან მეორე მხრით.
ყაზბეგში ვიდექით დიდხანს, და ვუცქერდით, როგორც მიღელავდა [მტკვა­რი] მდი­ნარე.
ხეები მთის მწერვალებისა აჩენდენ ნისლში თავიანთ მსუბუქ ჩონჩხებს.
ჯონსი, ნეგრი, თავის უზარმაზარი კონტურებით მოგაგონებდათ სწორედ იმ აფ­რიკას, რომელიც გამოხატულია გეოგრაფიულ ატლასებში: ადამიანი და გო­რი­ლა - ერთად.
მათი ზნეობა - ურთიერთი შეთანხმებაა, დაიცვას ის, რაც კი მოეპოებათ: თა­ვი­სი მიწა, თავისი სახლი, თავიანთი ქალები და სიცოცხლე.
ეხლა რომ ევროპა უცებ გადაბრუნდეს, როგორც ხელთათმანი... და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მისი შინაგანი ცხოვრების დანახვა. ჩვენ დავკარგავდით გრძნო­ბას ზიზ­ღი­სა და საშინელებისაგან!!!