შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-2 - უთარიღო


სიარული. პროვინციალური.
ალიონის. ნაპოლეონის.
შოპენის. გარდამოფენის. შემოფენის.
უცდის. ავგუსტის.
ამოაჭენა. გამოჩენა.
არავის. გადარევის.
ჩურჩული. გადალურჯული.

                                       [პოეტის პორტრეტი]

                                                  უცნობი

იგი არ ეკუთვნის არავის - [მას არაფერი მართებს არავის.
მისი სახე - მხატვარისთვის [სახეა ახალგაზრდა ავგუსტის.
მისი სიარული - [სიარულია აგასფერის.
[მისი გამოხედვა - [გამოხედვაა ნაპოლეონის.
მისი გამოჩენა ხალხში - [არის ყველასი თვალები და ჩურჩული.
ხმა მისი - [მუსიკაა მხოლოდ შოპენის.
ყოფაქცევა - [ძველი დინჯი ქართველისა. დაქცევა.
[მიმიკა მისი - არის როსსინის. არტისტის]. იცდის.
მის თვალებში კრთის - [მარადი მკვლელობის სურვილი.
მის თვალებში კრთის - [მარადი ზიზღი ყველასადმი. დასათმი.
მან იცის - [რომ იგი უცხოა ყველასთვის. არა თვისი.
ყველაზე მეტად - [ეზიზღება პოეტს ქალები. მუზიკალები.
ყველაზე მეტად - [უყვარდა ერთ დროს ისინი. სიხალისენი.
არავინ იცის - [პოეტის სამშობლო. გამშობო.
არავინ იცის - [პოეტის სახლკარი - დაჰკარი.
იგი ასულია - [მაღალ ეშაფოტზე -
ყველას უფლება [აქვს დაინახოს. ინახოს.
(როცა არ უნდა - ჰქონდეთ უფლება).
მისი სიამაყე არის [რევოლვერი.
რომელთანაც გვამი [საუბრობს მარტო.
მარტოობაში [იგი მყინვარია.
და უდაბნოში - [სილუეტია ბედუინისა.