შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-1 - უთარიღო


მუშაობა, მუშაობა, გალაკტიონ! [არაფრად არ ღირს შენი ცხოვრება, თუ შენ არ იქმენი მილიარდერი. შენ გიხსნის შენი მომავალი წიგნი, რომელიც ათა­სო­ბით უნ­­და დაიბეჭდოს და გასაღდეს, სხვა მხრით შენი ხსნა წარმოუდგენელია. შენ გიხს­ნის] შეხედე, როგორ სურთ შენი დაღუპვა. არავის არ გამოსჩენია იმ­დე­ნი მტე­რი, რამ­დენიც შენ, [მაგრამ არავინ] რადგან არავინ ისე ძლიერი და ორი­გინალური არ არის, როგორც შენ... ო, ეს საშინელი წლები! უნიჭოთა ხროვამ მრა­ვალჯერ და­გი­პი­რა განადგურება მას შემდეგ, რაც სამშობლოში დაბრუნდი. საბ­რალო მე­ნესტ­რე­ლისთვის, ფლობერისა არ იყოს, დღეს არსად ადგილი არ არის. ამა­ოდ გაიარე შენ ქარიშხლიანი ღამე. შენ მიდიოდი საბრძოლველად და პრო­ჟეკტორის შუქი აპობ­და ღრუბელს. ღამის მოღუშული ჩრდილები იწვენ სა­სახლეებზე, და შორს ის­მო­და გრიალი ზარბაზნებისა. სადღაცა შორს სის­ხლში გასვ­რილმა ჯარისკაცმა თო­ფის ლულაზე ააფრიალა თეთრი ჩვარი, გაის­მა ურა, მარ­სელჲეზა, ინ­ტერ­ნა­ციო­ნალი. ისევ სალჲუტი! და აი, ამ საერთო სი­ხა­რულში...

გალაკტიონი. სრულიადაც არ  მაინტერესებს.