შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-12 - უთარიღო


შაშხანა 1891 წლ. ტიპის.

სამხედრო კუთხე – მწერალთა სახლში

ეგნ. ნინოშვილის სახ. მწერალთა სახლში ამჟამად მწერალთა გასამხედროების მიზნით მოწყობილია სამხედრო კუთხე, [რომლის შევსება და გაფართოება მოკლე ხანში მოხდება. ამჟამად, თანდათანობით] [შემდეგში უფრო გაფართოვდება და შეივსება] რომელშიც წარმოდგენილია თავდაცვისა და მოგერიების სხვადასხვა ექსპონანტები: შაშხანა (დაშლილი), ჯავშან-გამვლელი ყუმბარები, [საჩვენებელი მომწამვლელი ნივთიერებანი] აგრეთვე სააგიტაციო, და ფუგასის გრანატები, გარტცის შრაპნელი, შრაპნელი 76 მილიმ. ზარბაზნისა; გამოფენილია აგრეთვე საჩვენებელი მომშხამველი ნივთიერებანი: მაღრჩობელა გაზები, იპრიტი, ცრემლების მომგვრელი, ბალონი ტიპისა E-75, ფოსგენი, [ცხვირის დაცემინებისა] და სხვა. ყოველგვარი ახსნა-განმარტებითი წარწერებით. იქვეა ნიღაბები გაზებისაგან თავდასაცავად (ოსოავიოქიმის) და მრავალი პლაკატები. სამხედრო კომისიის მიერ განზრახულია ამ გამოფენის შემდეგში მეტი ექსპონანტებით შევსება და გაფართოება.