შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-11 - უთარიღო


იალქანი დაუცხრომლ.
„სხვაგან ჰქრის მისი გონება“.

არგონავთები.
„ოქრო, თვალი, მარგალიტი
შვენიერი სანახავად,
ყველგან იდვის, ვითა გორი“.

„ბოსტნიდან“...
გულსა რამე საიმედო
ია მორგე... ვარდი ყარე.

აკაკი წერ.
1. მარტოობა ვერას მიზამს,
მცავს თუ...

2. ვითა ვერხვი ქარისაგან
ირხევის და იკეცების.

მოვიდაო იგი მოყმე,
რომე ერთი ბევრსა...

ლომისა მსგავსი ძალგულად,
მზეო...

აზრნი შენნი შენა გგვანან.

3. არ დაცდომია ერთიცა,
რაც ოდენ შეუტყორცნია.

ქარის პირდაპირ.
ხმა ძახილისა მათისა
ჰგავდა ჰაერთა ქუხილსა.

ტალღებთან შებმა.
„ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა
მისვე ჩალისა წონითა“.

ისტორიული გემი.
„მზე მოიყვანეს ნავითა“.

ქალაქი წყალზე.
ქალაქი გავლეს, მივიდეს,
პირსა დიდისა ზღვისასა.

ზღვა და პოეზია.
1. იგია საქმე საზეო
მომცემი აღმაფრენათა.

ჯინჭარაძე.
1. „მეომარი გულოვნობდეს“.
2. „უჩვენე საქმენი საგმირონია“.

ოქროს ნავს მიესაჭა-რა.
„ვით მარგალიტი ობოლი
ხელი-ხელ საგოგმანები“.

ღია არ დაგრჩეს.
„ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა
ცნობითა ზე-მხედველითა“.

სიმფ. მცენ.
„მისივე მეტობს ყოველთა
სული და ტურფა ფერობა“.

1. ძლეული სენი.
„მზე სწორად მოეფინების“.

ბუნება მოქანდაკე.
„...უჭვრეტდეს
წყალსა და პირსა ტყეთასა“.

შედუღება ოცნ. და სინ.
"მისმა შუქმა გაანათლა
სამყარო და ხმელთა კიდე".

სიმფონია ფესვ.
„იგია ლხინი სოფლისა,
იგია ნივთი და ვალი“.

ბათუმი.
„სანაპირო გაამაგრე,
მტერმან ახლოს ვერ იბარგა“.

1. „თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს
ანუ რაცა გეკურნების“.
2. „სენი მე მჭირს რაცა ჭირად“.

შესავალი.
„თვით ვიქმ ხელითა ჩემითა
ამა წიგნისა წერასა“.

კაშკაშა მზის მხურვალების.
„მართებს მართ ვითა მზეობა“.

„საამურია ჭაბუკობის დროს“.
„აწ ტირილი ვერას მარგებს,
ცუდათ ცრემლნი რათა მდიან“.

„ოცნება იქცა სინამდვილედ“.
„...მიჰყვების
ტყის პირსა შამბნარ-წყალისა“.

40 წლის წინ.
[კაცსა მიხვდეს საწადელი,
რას ეძებდეს უნდა პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს
გარდასულთა ჭირთა ხსოვნა].

ზღვას საღამო ედებოდა მუქი.
„...ასმათ!
ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს!..“

მოსკ. გამოფ.
1. მაგა საქმისა ვერა იქმს
ვერცა კალამი წერასა.

2. რომე ჰგავდა სიუხვითა
ბუქსა ზეცით ნაბუქალსა.

რა არის დღევანდ.
„აწ მათი ჯავრი ჩვენზედა
ჩვენგან არ დასათმობია“.

„დალანდი“.
„გამოვლნა ზღვანი“.

მოადგა ნაპირს ათასი ნავი.
„მათ ბაღთა პირსა დააბეს
ნავი...“

„ნავი იყო. გარს ეფარა
სამოსელი მრავალკეცი“.

მაისმა ისევ გაიტანა.
„...ძებნეთ ყოველაგან,
რაცა ვის მის გსმენოდეს...“

„ეძებს, უძახის, უყივის
დღეებრ ღამეთა მთესველი“.

ხალხი-ამირანი.
1. „კლდესა შიგან ქვაბი იყვნეს
ძირსა წყალი ჩანადენი.
ხე დიდრონი, თვალუწვდენი
მაღლა კლდემდის ანაყრდენი“.

2. „მან ყმამან ქვაბსა მიმართა“.

3. „ქვაბისა კარსა გამოდგა
ქალი...“

4. „იზახდიან, მოთქმიდიან,
მოსცემდიან კლდენი ხმასა“.

5. „ქვაბი დახვდა კარ-განხმული“.

6. „მიჰმართა ზახილით კლდესა და ხევსა“.


[ჩემს ხასანს]

* * *
[ხასან,] მხარევ, გეთაყვა, ცა გაქვს ისეთი –
თითქო ლაჟვარდებს მისტირის ზეთი,
ერთი ღრუბელი ცაზე არა სჩანს,
სახეზე კი გცემს წვიმების წვეთი.

[ისმაილ,] მხარეო, გმადლობთ... გასაკვირველი
ჩვენ შავი ზღვა გვაქვს პირველთ-პირველი.
აქ ყველა მღერის: არაგვის, თერგის,
ენგურის, მტკვრის და ფაზისპირელი.

[რა ბედმა შემოაჯარა]
* * *
[რა ბედმა შემოაჯარა]
ოქროს ნავს მიესაჭა-რა
ლაჟვარდი, ნამის მწოვარე,
შენს მთებზე, ჩემო აჭარა,
ცაა და მისი მთოვარე.

მივდივარ ზღვის პირს, თვალი რბის.
და აღტაცებას ვერ ვფარავ,
აჭარავ, [თვალო ქვეყნისავ] ცხადი ოცნების,
[ზურმუხტოვანო] თვალ-მარგალიტთა აჭარავ!

[არ დაგავიწყდეს]
* * *
არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო,
არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე,
მიზეზის სხვისა და სხვისა გამო,
გთხოვ, არ იფიქრო [არასდროს სხვაზე] მხოლოდ ღელვაზე.

არ დაგავიწყდეს პალმა, [და თანა] ლიანა,
გეტყვი, თუნდ გული ჩემი დამიწდეს.
არ დაგავიწყდეს [ჩვენი] შუქთა ქვეყანა,
[ჩვენი სამშობლო არ] ყველაფერი რომ დაგავიწყდეს!