შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-3 - უთარიღო


Воспоминание о Ленинграде
[В те дни, когда сражался Ленин
[И с Ленином в своих рядах]
Послушался в борьбе его –
Непокорный гений
Сопротивленья моего.

В те дни, как лава клокотала
Мир обжигающий огнем,
День раскаленного метала
Все возвращала день за днем.

Забуду-ль я вечерный Смольный
Рабочих первое ядро].]

*
მკურნალობა ვერ დავამთავრე, აი, რატომ:
ეს ეს არის გამოვეწერე საქ. ჯანსახკომის სპეცსამკურნალოს რესპუბლიკანური საავადმყოფოდან, სადაც სტაციონალურად ვექიმობდი მთელი თვის განმავლობაში. გამოვეწერე აი რატომ: [გამოვეწერე იმიტომ, რომ გარედან არ მომცეს საშუალება განმეგრძო ექიმობა.] საავადმყოფოს ნერვიულ განყოფილებაში, სადაც მე ვიწევი, მოვიდა სტალინის რაისაბჭოს წარმომადგენელი და გამომიცხადა, რომ ჩემს ბინის ერთ-ერთ ოთახზე გაცემულია ორდერი – სხვის ჩასასახლებლად.
[უნდა მოგახსენოთ] საქმე იმაშია, რომ ჩემი ბინა ისეთია – სამი პატარა ოთახი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ სხვისი იქ ჩასახლების შემდეგ, მე იმ ბინაში აღარ მეცხოვრება.
არც ჩემი მდგომარეობა (ნერვიული ავადმყოფობა) არ მაძლევს საშუალებას. გარდა ამისა, ჩემი ლიტერატურული მუშაობა მოითხოვს მეტ ინტენსივობას, განსაკუთრებით აწინდელ სამამულო ომის დღეებში, [და არც მგონია, ისეთი გაჭირვება იყოს თბილისში, რომ პირველად სახალხო პოეტს მიადგნენ და აურდაურიონ ცხოვრება].
როგორც სახალხო პოეტის, ლენინის ორდენით დაჯილდოებულის...
ამიტომ გთხოვთ სასწრაფო განკარგულებას, [თუმცა ყოველთვის ჩასახლება ნებაყოფლობით ხდება] [რათა ჩემს ბინაში არავინ არ ჩაასახლონ] [ნუ მაწუხებენ] რათა ჩემი ბინა მოხსნილი იქნას და მომეცეს საშუალება შემდგომი მუშაობისათვის.
გალაკტიონ ტაბიძე

*
ეტამპიდან არც ისე შორს – პარიზის გზაზე – ეხლაც შეგიძლიანთ დაინახოთ – დიდი, სწორკუთხიანი შენობა – ისრისებური ფანჯრებით, [და მათ გარშემო] რომლებიც უბრალო ქანდაკებებითაა შემკული. შესავალს ზევით გამოკვეთილია სიღრმე, რომელშიაც ოდესღაც იდგა ქვის მადონნა, მაგრამ რევოლიუციის დღეებში, მას წილათა ხვდა ორთავე სქესის ყველა წმინდანის ბედი: [იგი] მადონნა იგი ლარსიის რევოლიუციური კლუბის თავმჯდომარის მიერ დიდის ზეიმით ნამსხვრევებად იქნა გადაქცეული. წარვიდნენ წლები, და მის ადგილას დასდგეს მეორე ქალწული; თუმცა თიხისგან ჩამოკვეთილი, მაგრამ ეს ღვთისმშობელიც, შემოსილი აბრეშუმის ნახევებით და შუშის ღიკილებით, სავსებით კეთილშობილი სახისაა, და მედიდურ იერს აძლევს კლოდ ჟიროს სამიკიტნოს.
[ორს საუკუნეზე მეტის წინად] ორზე მეტი საუკუნის წინად, სახელდობრ, 1572 წ.

*
„ვარაზის ხევის ლექსები“.
ვარაზისხევის ლექსები.

* * *
ტფილისიდან არც ისე შორს,
ვარაზიანთხევის [გზაზე] შარით
თუ მარცხნიდან გახედავ გორს...