შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-569-7 - უთარიღო


...თითქოს რაღაც პოლიტიკურ‚ რაღაც საზოგადოებრივს ამბობენ, თითქოს მე ვუღალატე დიდ იდეას ჩვენს ლიტერატურაში. დავადექი რაღაც მეორე გზას‚ შევიქენი გასარიცხი, ყველასაგან ათვალწუნებული პიროვნება‚ ადგილი არ უნდა მქონდეს საზოგადოებაში‚ მუხლი უნდა მოვიყარო მე მასხარების და გაიძვერების წინაშე. ეს არ მოხდება. მე ვლაპარაკობ სრული შეგნებით. ამდენი ხნის მუშაობის შემდეგ. მე ვიცი, რა უნდათ ამგ.‚ რა აინტერესებთ მათ. მე მშვენიერად ვიცი, რა უნდათ ჩემგან. რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჯვარზედ ვარ გაკრული. მე ვიცი, რა ლაპარაკი არის ამ დარბაზში‚ მაგრამ იმ უდიდეს გზიდან, რომელსაც მე დავადექი, არასოდეს არ დავიხევ და წავალ წინ. ყოველგვარი დაცინვა... რომელიც სჩვევია ლილიპუტ ადამიანებს‚ რომ წინ გადაგეღობოს ეს პიროვნებები სცდილობენ‚ მაგრამ‚ მე ვლაპარაკობ სრული შეგნებით‚ ვერ შესძლებენ ამას. მე ბოდიშს ვიხდი. ერთი პიროვნება ბრძანებდა: გიოტემ დასწერა უდიდესი ლექსი (კითხულობს ლექსს)‚ მაგრამ იქ პოლიტიკური არაფერი არის. რა გასაოცარი ამბავია. ამას აჯობა მეორე თემამ‚ როგორ არ აჯობა მარსელიეზამ: „ვსტავაი პროკლიატიემ ზაკლეიმიონი“ (კითხულობს).
ამას აჯობა გიოტეს ლექსმა? ვერა‚ ვერ აჯობა. მაშასადამე, მიჰქარავს და მეტი არაფერი...
თავმჯდომარე - შემდეგი სიტყვა აქვს ამხ. გამსახურდიას.

? ? ?
ეს არის სტენოგრაფია?