შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-514-3 - უთარიღო


2 ч. без 15 м.
1. ქალს არასდროს არ უნდა წაეჩხუბო. ქალს ვერავინ ვერაფერში ვერ აჯობებს...
2. ღვინოს ვერავის მოატანინებ? არავინა გყავს ეზოში? - უნდა ყოველთვის ეზოში უნდა გვყავდეს მოცეთი, გასაგზავნ-გამოსაგზავნად...
3. ეს ერთჯერ კარგია, დიდებულია, ეფეკტურია, - მაგრამ განმეორებული - არაფრად არ ივარგებს...
4. აი, სახლს თუ ააგებ, იმნაირ ადგილას უნდა ააგო, მთაზე (მიუთითა მთაწმინდაზე), ყოველი კაცი იკითხავს, ნეტავი ვისია ის სახლიო?

Радио - 58, Кварт. - 8.20, Свет - 76.20.

*
„ჩემმა ახალგაზრდობამ,
ჟამმა პირმომცინარემ,
განვლო ვით გაზაფხულის
შფოთიანმა მდინარემ“.