შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-489-17 - უთარიღო


(თელავის მაზრა).
ჩვენში ორი კომუნაა. [ერთს] პირველს ხელმძღვანელობს ახალმოსულაშვილი, მეორეს - დაღონდარიძე. ორივე კომუნა მევენახეობასა და მეღვინეობას მისდევს.
კომუნებში შედის ორმოცდა ორი კომლი [და] ას სამოცი წევრით.
[წევრთა რიცხვი უდრის ას სამოც კაცს].
ორივე კომუნის მთელი ქონება გაერთიანებულია.

*
სანდრო ფეშლაშვილი.
გაზეთის  ტექსტში 16 სტრიქონია, ჩვენს ტექსტში - 12 სტრიქონი. ეკონომია 4 სტრიქონისა.
თუ მხედვ. მივიღებთ, რომ სვეტში დაახლ. 86 სტრიქონია, მაშინ სვეტზე ეკონომია (5 X 4) მოდის 20 სტრიქ.
მთელ გაზეთში 32 სვეტია (32 X 20) = 640 სტრ., ე. ი. დაახლ. 6 სვეტი - მაშასადამე, მთელი გვერდ-ნახევარი!
თუ სვეტში დავატევთ 6 კორესპ., გვერდნახევარზე კიდევ დაეტევა 36 კორესპონდენცია. 36 სოფელს საშუალება ექნება, მოკლეთ გაგვაცნონ სოფლის ვითარება.
ამ ეკონომიას იძლევა წერილის გადასინჯვა, ზედმეტი სიტყვების ამოგდება, მხოლოდ ფაკტებზე ლაპარაკი.

რა საჭიროა მსხვილი შრიფტი?
აიღეთ: სიტყვა - ურიათუბანი [წვრი.] ჩვეულებრივი კორპუსით იძლევა 2 ანბანის ეკონომიას.
დიდ სტრიქონში 24 ანბანია, პატარაში - 32. ეკონომია 8 ანბანის სტრიქონში!
სვეტში 85 სტრიქ. (დიდი შრიფტით).
ეკონომიაა დაახლოვებით 8 სვეტზე მეტი - ე. ი. მთელი ორი გვერდი.
ვიანგარიშოთ გვერდ-ნახევარი, ეს დაიტევს 36 კორესპონდენციას.
36 + 36 = 72 კორესპ.
85 X 24 = 340 + 170 = 2040 ანბანი (დიდი შრიფტით).
85 X 32 = 170 +  255 = 2,720 პატარა შრიფტით.
მაშასადამე, ეკონომია სვეტზე 2720 - 2040 = 680 სტრიქ.
68,0 : 85 = 9 დაახლოვებით.
520 + 85 = [2600] 605.