შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-1 - უთარიღო


მიგნებათა, გამოგონებათა, აღმოჩენათა, ფანტაზიათა, და სხვ. და სხვათა და სხვა­თა. დავუშვათ, რომ...

1. მაგალითად - ვნახოთ შარტი, გავიგოთ მისი ნამდვილი გვარი. ვა­თარგმ­ნი­ნოთ ლექსები და დავბეჭდოთ მისი ნამდვილი გვარის მიხედვით (თუ სო­მე­ხია, რა უშავს. ერთა ძმობაზე არაა დღეს ყველგან ლაპარაკი თუ?).
2. ის უამრავი ქაღალდები რომ ჰყრია - გამოყენება უნდა მას თუ არა?
3. ის უამრავი ლიტოგრაფიული პორტრეტები რომაა, რა ეშველება?
4. მაგალითად, 2.000 დიდი ფურცელი ქაღალდისა გვაქვს, არ გამომდგარი ფო­ტო­თი, ცუდათ დაბეჭდილი, რაციონალიზატორული წინადადება შემო­მაქვს: და­ეკვ­რას ერთმანეთს ეს ფურცლები და დეე, გამოვიდეს ათასი კარგი ფურ­ცელი. გა­ნა არ ივარგებს?
5. ის უამრავი კლიშეები რომ გვაქვს,  უნდა აღირიცხოს და რაიმეში გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნას.

მუსიკის რვეული?
სტრადივარიუსით - „მუსიკა უეცარი“?
სადაა უბის წიგნაკი სტრადივარიუსზე? უნდა შეივსოს და გაკეთდეს.
სია მწერალთა კავშირისა. 70.