შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-632-14 - უთარიღო


ამბები, რომლებიც ახლა მსოფლიოში ხდება.
შეშფოთებას გვაგრძნობინებენ კაცობრიობის მომავლისათვის, მისი მშვი­დო­ბია­ნი განვითარებისათვის.
თბომავალს.

[რაც მსოფლიოში [ამბები] დღეს ხდება, განცდებს გვიშფოთებს [გვაწვდის] დრო მრა­ვალს
[რა] ნუ ეომება, [რა] ნუ ახშობს კაცობრიობის მომავალს
თერმოატომგულს, სად აქრობს მზეს ამომავალს].
შთამომავლობა.
ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი წლის პირველი იანვარი.

კაცია-ადამიანი? [რა უგავთ] ხომ უყვართ ადამიანებს!
წრფელი სიმღერა მშვიდობის, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის.

რაც მსოფლიოში დღეს ხდება, განცდებს აღელვებს დრომრავალს,
ბნელი [ედება და ახშობს] დარაჯობს მზენათელ კაცობრიობის მომავალს...
ვუმღეროთ [ძმებო, ვუმღეროთ] ამონათებას, ვუმღეროთ მზეს ამომავალს
ჩვენ გვსურს სიმღერა მშვიდობის, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის.

მშვიდობით და მეგობრულად ვიცხოვროთ ყველა ქვეყანასთან.
1000.
თერმოატომგულის იარაღით შეიარაღებული საავიაციო, საზღვაო და სახ­მე­ლე­თო ნაწილების იტალიაში განლაგება სერიოზულ საფრთხეს უქმნის იტა­ლი­ის ხალ­ხის უშიშროებას.

კალეიდოსკოპი. Калэ и доскоп.

 

ავიაციის, საზღვაო და სახმელეთო ნაწილებს
და ხალხთა უშიშროებას აცილებს.
[ბაცილებს.]
[აცინებს.]
რაც საფრთხეს უქმნის.................... აძინებს???

რწმენადიდობის.
არა ატომის სისხლის ღვრის.
1600. 800.
1957. 16 დეკემბერი. [ქ. თბილისი] ქ. ტფილისი.
სამ ეგზემპლიარად.