შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-620-8 - უთარიღო


დღეს შალვა რადიანთან ორ საათზე. რა უნდა გამოვარკვიოთ?

1. დაუკავშირდენ თუ არა ოპერის თეატრის დირექტორს... მე შევცდი, რომ შალვა რადიანთან დავიჭირე საქმე... ის ხომ თავისით არასდროს არაფერს არ აკეთებს. და რომ დაიწყოს რაიმე, უსათუოდ ვინმეს უნდა დაეყრდნოს. მან, ჩემთვის მოულოდნელად, წარმადგინა ვიღაც ქოჩორაძესთან, ე. ი. ისეთ პიროვნებასთან, რომელთანაც არავითარი კავშირი მე არა მაქვს, არც ვიცნობ, არც მივიდოდი მასთან და არც მითხოვია მე შალვასათვის, რომ როგორმე დავეკავშირებინე ქოჩორაძესთან... პირდაპირ სკანდალი გამოვიდა. ქოჩორაძემ, ჩვეულებრივად, დაიწყო: ამ ქაღალდს წავიღებ - დახე. მე კი ქაღალდის წაღებ-წამოღებისა არა ვიცი რა. საქმეს რომ მოკიდებ ხელს, უნდა სწრაფად და...

აპარატიცაა. ხაზიცაა. მხოლოდ ნომერი გვინდა.
ვიყავი ქოჩორაძესთან 17 იანვარს. მითხრა, რომ მჭედლიშვილმა უნდა [იცოდესო].
ჩემი ყველა პოემები სიუჟეტურია.