შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-620-2 - უთარიღო


Piccolo, რა არის შკოლა?

ყველაზე უფრო ეს შესაძლებელი იყო გარკვეულიყო ბაჩანას საღამოზე;
Piccolo, შენ იქ იგრძნობდი, რა არის წინანდელი შკოლა. ძველი ქალამანი. კითხვა ისეთი, როგორსაც ასწავლიან შკოლაში მასწავლებლები პატარა ბავშვებს:
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა.
ამას ასწავლიან შკოლაში...
Piccolo, ეხლა შენ იცი, რა არის შკოლა.
შკოლა უვარგისი სასწავლებელია. შკოლას თავს აფარებს ყველა. შკოლიდან არაფერს არ ღებულობენ სამარადისოს. შკოლიდან რიცხავენ, კლასიდან კლასში გადაყავთ. შკოლაში ინსპეკტორი, ზედამხედველი, ეკონომია. შკოლაში პარტებია და ცარიელ დაფაზე:
a + b = ab
a2 + b2 = W
შკოლა, Piccolo, იდიოტიზმია, შკოლა არავისთვის არაფერს არ წარმოადგენს.
Piccolo, ასეთია თანამედროვე ლიტერატურული შკოლა. ფუტურიზმი... იზმია.
შკოლაში, პიკკოლო, ყველას 1 და 2 ეკუთვნის.