შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-548-5 - უთარიღო


მე კარგად აღარ მახსოვს ეხლა, რამ მოახდინა იმ საღამოს ჩემზე შთაბეჭდილება. მე მგონია, ეს იყო ნაწარმოები შტრაუსის. მაგრამ შეიძლება მე ვსცდები და სასწაულთ მოქმედმა ნიკიშმა გააცოცხლა წინანდელ დროთა ერთერთი შედევრთაგანი.

ჩემს ცხოვრებაში შეიჭრა რაღაც ახალი. მე მომეჩვენა, რომ სადღაცა გაიღო კარი და მე ვიწრო, მოღუშული [ბინიდან] სარდაფიდან განვთავისუფლდი, და ყოველგან, სადაც კი მისწვდება მზერა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე.

რაც არ ყოფილა, ის აღარც არის, ისევე როგორც დედამიწაზე ოდესმე არ იქნება არაფერი, როდესაც დადგება დიდი ქაოსი.

უპირველეს ყოვლისა, შენ უნდა იყო თავისუფალი, როგორც ქარი. ამათგანაა ყველაფერი დამოკიდებული, ნუ იბრიყვებ თავს.

წვიმდა და ქარი ჰქროდა, როგორც ბოროტი, კაპასი ქალი.

ქუჩაზე მიდის [უღირსი] კაცი, ჩვენ პატივსა ვსცემთ უკანასკნელ პატიოსან <ძაღლს>, ვინემ [მას] ასეთ კაცს.

Чтоб вам <пусто было>.

*
გუგუნა. გაიზუზუნა. არგუნა. კბილი და ნუნა. ჰღუნა. წუნად. ჰსუნა. მოადუნა. ჟუჟუნა. ბრუნა. ზრუნა. ჰუნე.
შუქი. „კრუხის პალო“. ბანკრატიონ.
სცოცხლობს კომუნა.
სოლომონ მე-II გაენათს შევსწირე.