შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-13 - უთარიღო


„მეფე დოლლარებისა“.
არჩევამდე. ვერცხლის კალამი.
რომ მეფე ვარ და პოეტი.
Король ледяной дорожки. Королева Долларов.

 რომ მეფე ვარ და პოეტი - მქონდა ასეთი ფრაზა „მთაწმინდის მთვა­რე­ში“. ეს ლექსი (მთაწმინდის მთვარე) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პო­პუ­ლიარულია, საკ­მარისად შესწავლილი არ არის როგორც ერთ-ერთი გა­სა­ღებ­თაგანი ჩემის შე­მოქ­მედებისა; ამ ლექსში, უსათუოდ სჩანს პოეტი, რო­მე­ლიც თავის შემოქმედებას უკავ­შირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კო­რიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის [შემო] პოეზიის მემკ­ვიდ­რეთ. აქედან მთვარის შუქში გახ­­ვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მე­ტე­ხი.. აქ, ახალ­გაზ­რდა პოეტის ახლო სძინავს მოხუცი პოეტის ლანდს, აკაკი წე­რეთ­ლის ლანდს; ბა­რათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­საც, დი­მიტ­რი ყიფიანსაც და აქ პოეტი ამბობს: „და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევ­დიან გედად“ (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში რო­გორ ჩაი­ხედა (კავშირი ბუნებასა და ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ცი­დან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზ­მის) და გაშალა ოც­ნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი, ლურჯის, „ცის­ფე­რი“ ოცნების). იალქ­ნე­ბი ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვ­რე­ბის ზღვაზე, „სიცოცხლის“ ზღვა­ზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მი­დის, თვით სიკვდილის გზაც კი არა­ფერია მასთან შედარებით, ამ სიცოც­ხლეს­თან შედარებით, და თვით იმ სიკვ­დი­ლის გზაც კი ვარდისფერია, და არა სა­შინელი, საშიშარი (სწორედ იგივე, ჰანრი დე რენიეს თქმით, „მოულოდნელი [შეხ­ვედრა, შეთავსება] განცვიფრება ვარ­დის­ფე­რისა და შავი ფერის შეხვედ­რი­საგან“), რომ ამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე მგო­სანთა სითამამე, გა­ბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლი­უ­რი, ზღაპრული. „რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები“.