შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-26 - უთარიღო


არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალი­ან გძულს: არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ, საჩქა­როდ წახ­ვი­დე, რადგან გეშინია... გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მე­ტი: გეშინია, გე­შინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი.
და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი...
მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არა­­ვინ არ გეზიზღება, და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თა­ვი და თა­ვი...