შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-509-4 - უთარიღო


უნდა გადავაქციოთ რუსთაველის პროსპეკტი დედაქალაქის სანიმუშო ქუჩად.
1. დავიწყოთ თვითონ რუსთაველის ძეგლიდან. [დაჩქარებით უნდა] ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს ეს საქმე? რა უშლის ხელს?
2. უნდა გასწორდეს სახლი, რომელიც წინ წასაწევია (№ სახლის).
3. ასფალტის მაგიერ დაგებული იქნას ხის „კუბოები“. ეს კარგია სილამაზისათვის და ხმაურის დასაყრუებლად. საქართველოში ამისთვის საკმარისი ხე-ტყე მოიპოება.
4. რამენაირად უნდა გალამაზდეს პატარა მოედანი, რომელიც მოჭადრაკეთა სახლის წინაა.
5. სრულიად არ შვენის „კადეტების კორპუსს“, რომ ის საცხოვრებელი სახლია, გარდა ამისა სახლის ფართი რემონტს საჭიროებს.
6. ყურადღება მიექცეს სახლებს: ახალ მოჭადრაკეების სახლის გასწვრივ.
7. ოპერის გვერდით დადგმულ იქნეს სარაჯიშვილის, ფალიაშვილსა და მარჯანიშვილის ჯგუფური, სამივენი ხშირად გამოდიოდნენ ერთად, აკავშირებდათ ერთი დიდი იდეა ქართული ხელოვნებისა. მეორე მხრით, იქნება დიდი, აკაკის ძეგლი, რომლის პოსტამენტი შეიცვლება, მაგრამ მაინც არ ვარგა: აკაკი მარმარილოსაგან უნდა იქნეს.
8. „ჰიგიენა“ აღებულ უნდა იქნას და მოთავსებული იქ, სადაც უფრო შეეფერება (სასტუმრო „ტფილისის“ ან „ორიანტი“-ს ქვეშ. ამით უფრო გამოჩნდება ქაშვეთის ორნამენტი, წინამო თუ შეკეთდება. ქვევითკენ დაეშვება მარმარილოს კიბე, წინ ექნება ლამაზი ღობე.
9. პატარა ბაღი, რომელშიაც ნინოშვილის ძეგლია, უნდა გადაიქცეს ქართველ მწერალთა ბაღად [ილია ჭავჭავაძიდან - მთელი XIX საუკუნე და].
10. პიონერთა სასახლის წინ აღებული იქნება კედელი (ლენინგრადს აშვენებს...).
11. ახალი ღობე შემოევლება ალექსანდროვის ბაღს.
12. მემორიალური დაფა „ფრანცია“-ზე, აქ ცხოვრობდა აკაკი წერეთელი.

მწერალთა და მხატვართა სია.
ავტობიოგრაფია.
Правда.