შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-461 - უთარიღო


„ქვანახშირი“. ლექსი დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს. ესაა ლირიკული ლექსი, უფრო უახლოვდება ტყვარჩელის, ტყიბულის და სხვა თემებს. საჭიროა მალე გადაიბეჭდოს.
„ქებათა-ქება რუსთავს“ - ანუ, უბრალოდ „რუსთავს“. ლექსი გამოხატავს ჩვენი მეტალურგიული გიგანტის მნიშვნელობას. დაწერილია გულმოდგინებით. აქ არაა - იაფი ეფეკტებისადმი მისწრაფება.
„სდუმს ძველის ძველი ცხუმი“ - ლექსი გამოხატავს ომის შემდგომ პერიოდს. მიემატა ოთხი სტრიქონი "მწვანით მოსილი თხემი" და სხვ.
„გახსოვს, როგორ შეხვდნენ, მეგი“ - დაიბეჭდა „მნათობში“, მაგრამ არ შესულა არც IV ტომში, არც აფხაზეთის წიგნში. შესაძლებელია დაიბეჭდოს.
„კალამთან გუთნის კვალია“ - აკლია ერთი ტაეპი და ერთი სიტყვა. - სხვაფრივ - მზადაა (განყოფილებაში „Ars longa, vita brevis“). Ars.
„გეტყვიან უცხო სიტყვას რომელნი?“ - დატყდება. იშვიათი ლექსია. გამგები გაიგებს. Ars (Ars longa).
„შვენოდა ჰაერს ფოთლების ბნევა“ - როდესაც უკანასკნელი ტაეპი მიემატა - უფრო გამახვილდა. მე მგონია - მზადაა. Ars.
„ჰყვაოდა დაფნა, ჩრდილავდა ვაზი“ - აწერილია სხვა და სხვა ქართული მუსიკალური ინსტრუმენტები. „ჩონგურს უკრავდა ქალი აფხაზი“. Ars.
„არც ერთი ომი არ წაგვიგია“ - მამია გურიელისადმი მიძღვნილი ლექსია. დაწერილია 1945 წ. მაისში. გენიალური ლექსია. Ars.
„დილა ბზიფის პირად“ - შეკეთდა. გამოვიდა მშვენიერი თანამედროვე ლექსი.
„ცხენის ჭიხვინი“ - შედევრია. იგი მთლიანად დასრულებულია. ცხენი მოსამსახურე, ცხენი მეომარი, ცხენი გამარჯვებით დაბრუნებული.
„მედეა“ - განგრძობაა წინა ლექსის: ცხენი სახალხო მეურნეობაში.
„ჩემთა გრძნობათ წმინდათ-წმინდავ“  - საპროგრამო ლექსის მსგავსი ნაწარმოებია.