შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-27 - უთარიღო


ღრუბლები
[1. ღრუბლები მიდიან ლბილი, როგორც უხერხემლო გედები თუ...]
1. რბილი, უხერხემლო, უძვლო გედებივით გაშლილან ღრუბლები.
2. ზოგი მათგანი გველებივით გრძლად იკლაკნებიან, მსუბუქი ცისფერი ბლონდის მსგავსად..
3. ღრუბლები გაშლილან, როგორც წლევანდელი ბამბის პლანტაციები.
4. ღრუბლები რაღაცას ყურს უგდებენ.
5. მთვარე მიდის მათზე იერიშით; როგორც ერთი მხედარი, ასი მხედრის წინააღმდეგ.
6. აკვანივით ლბილი.

ფერადი კრავებივით გაშლილი ღრუბელი.
„ვარსკვლავები ჰქრებიან, როდესაც ამოდის მზე“.