დღიური-94 - 1935 წელი
გალაკტიონ ტაბიძე. ჟორესის ქ. №4. ქ. ტფილისი.
გერმანიაში.
რატი რატიშვილი. წამებაო!
რატი რატიშვილი. Ясинский. 9. 9. 9.
Таня. Таня. Таня.
და კვირვობდა: ვინ არი!
არ შეჩერდა... ერი..
მიხაკისფერი შეშლილობა.
ლუმანიტეს გაწვდიდა, ვით ამხანაგს.
გრიზეტკა.
24/I - 36.
* * *
ფერი მზესა და ქარს მოჰყავს
გაზაფხულის სადარი...
[ფერი მოჰყავს...] თეთრო ქალო, შენ კი ლოყას,
გადაგკვროდა ზამთარი..
* * *
[ისე ეგდე] შენ მიდიხარ, როგორც მკვდარი,
[ავადმყოფი, სნეული.]
როგორც მკვდარი - სანანი..
ივნისის კი [ქროდა] ქარი..
[ფშვენდა] თრთოდა იასამანი...
* * *
ხალხის ზვავთა და გლეტჩერთა
წინ [იძროდა] მიიწევს მდინარი.
შენთან ზვავი არ შეჩერდა,
არ იკითხა: ვინ არი?
* * *
[შენ კი, როსმე ფეროვნების]
[ეხლა] [ერთად-ერთი, მშვენიერ დღეს]
შეშლილობას მიხაკისფერს, არვინ გისმენს,
წამებაო...
* * *
უნებურად ჩემი თვალი,
ორ ქვეყანას ადარებს:
არის მხარე - სადაც ქალი
ქალის სახეს ატარებს.
გადაწერილია.
25/I - 36.
1. 3 минуты.
*
მუშკი. პუშკი...
[Нина Церетелли].
მოუვლი თავის თავს.
[С. Есенин.]
* * *
1. Англичане говорят: не надо поднимать муху подъемным краном. არამედ ჩაძირული გემები.
2. ხრაშა-ხრუში (Хрустит).
3. რა ძალა მადგია: პურიცა მაქვს, წყალიც...
4. „სპიჩკი“-ს გაკვრაც კი არ იციან ხეირიანად.
5. ფერი მზესა და ქარს მოჰყავს.
6. მარგილი. დამიამდეს. როგორც მკვდარი, ისე ვეგდე დღემდე.
7. ძვალი ჩახეთქილი.
8. ახლა შენცა!
9. ისე გავკერპდი...
10. ნეკნებში მამიჭირა.
11. აქ სიკვდილი... განა შეიძლება. ცოლშვილი. Народ.
ნიქოზის ვეფხის ტყაოსანი.
ცრემლები მომდიოდა.
* * *
მირბახის მკვლელობა მოხდა 6 ივლისს 1918 წელს. სტალინი მაშინ ცარიცინს იყო. მე-V საბჭ. ყრილობა.
*
1. მზესა და ქარს ფერი მოჰყავს. 2. რომანტიული ქნარის წკირაში. 3. აყვავილდა ყაყაჩო. 4. პარიზი მაინც მე არ მესმის. 5. შენ ისვენებდი. 6. ვიცი, დროო გულმავიწყო. 7. მონმარტზე, სადაც ჩვეული. 8. ჟღერს ჩემი ბინა. 9. გახსოვს საღამო. 10. ნუ დამანახვებ ფერადი გემის. 11. საწყალ ვერლენის შხამი უმანკო. 12. ვიყავ სვანეთში. 13. გაზეთი. 14. იმდენს იმეტებს. 15. შუქი დასავლეთიდან. 16. რეიხსტაგის წინ. 17. აგერ შემოდგომებით. 18. მხატვრების, დენდის... 19. ხელს რომ გიშლის ხეობები. 20. ვინც კი პოეტი... 21. პოეტი, ვინაც წრფელია გულით. 22. გაზაფხულია... 23. მე ჩემი საქმე მაქებს. 24. ყრუ მონასტერი იპატიევის. 25. ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი. 26. ეხლა ის დრო არის...
*
ვიადუკი.
თამარა ხახუნაშვილი. თამარა მეცოდება.
აი, როგორია საქართველო!
სალრო. დალრო. ვალრო.
ქოსმენი (პატარა გოჭი).
ანდრე მალრო
მახსოვს ზამთრის შეღამება,
მახსოვს ბინდი ჩქარი,
ძლივს ანათებს სარკმელს ჭრაქი,
გარედ სტირის ქარი.
*
ბერი კაცს ქუდი წარბამდე ხურავს,
ჭაბუკს კი გვერდად,
მაგრამ ახალი სახლის სახურავს
[ადიან] საქართველოში აგებენ ერთად.
და რესპუბლიკის [კაპზე] ხე-ტყეს აბია
[ვით ელვა შუქის] გზა ვიადუკის,
[როგორც მოხუცის] ჯერ არ სმენილი ბიოგრაფია
როგორც მოხუცის, ისე ჭაბუკის.
(ორთავესია მაისის გული,
ეს მზე, ეს სიო,
ეს ხმაურობა და გაზაფხული
ორთავესია).
არავის ეტყვის მისთვის სამდურავს
ეს თებერვალი, ეს სიმაისე,
რომ მოხუცს ქუდი ასე ახურავს,
ჭაბუკს კი - ისე.
გ. ტაბიძე
22/IV-35
[ბერიკაცს] მოხუცს წარბამდე ახურავს ქუდი.
*
7/II-36 წ.
ერთგული ძაღლები, რომლებიც იფარავენ ჩემს ახალს ბინას...
- ძაან არ [არის] ყოფილან ეს ძაღლები? - ვამბობდი მე... (ახალი ბინა... წიგნები) და გამომეღვიძა.
- როგორც საათი, ისე ამოასხა; ანტიკასავით! - ამბობს სიზმარში გურული კაცი - და იშმუშნება (ოპერაციის შემდეგ).
- მოტყუებაო? პა, პა, პა! მაგ კბილები მე ყველა დავიცვალე!!
- დასოლებული (სოველი) პანღური მაგას!
[ქვის გული]
[მე ავდიოდი უდაბურ მთაზე]
[აველ უდაბურ მთაზე, რომელიც]
მხოლოდ მთა იდგა. ეხლა მთა იგი
[ვრუბელის] დემონის ხელით [იყო] არის ნახატი.
[იწვა] წვება კლდე-კლდეზე, [იდგა] დგება ქვა ქვაზე
და იყო [მხოლოდ] ქვათა ღაღადი.
ქვას გული არ აქვს (როგორც შენ არ გაქვს,
ჩემო დემონო, დაუვიწყარო).
უცებ ქვა გასკდა და მის გულიდან
ამოჩუხჩუხდა ანკარა წყარო.
ასე, პოეტის ბედიც: დუმილი -
დიდხანს აწვალებს ქვათა სიმძიმით -
უცებ მოსკდება გრძნობათ ნაკადი
და სიბნელეში შედის ციმციმით!
[აღფრთოვანებავ! მე ისევ გელი.]
1 მაისი, 1935
გადაწერილია.
ასე ფარვანას ალი.
*
[ვნახე ნოტრ-დამი.]
[დღე მზიანია, მაგრამ ნოტრდამი
დემონის ხელით არის ნახატი.]
მაგრამ ნოტრდამი, როგორც კლდე მთაზე,
დემონის ხელით არის ნახატი,
როგორც კლდე კლდეზე, როგორც ქვა ქვაზე...
*
გურული:
- აფერი არაა მაი!
- დასტურ?
1. მოშავო. დროშაო. 2. მიშლა-მოშლა.
*
[სიკვდილს მე როდი შევუშინდები - ]
აქ გაზაფხული მხარეებს ჰკოცნის -
იგი, [ხომ] ძმა, მუდამ [ჩემს] ჩვენს მხარეზეა -
[მე მეშინია] სადღეგრძელოს სმენ იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია!
არ მოგშორდება უბედურების
და მარტოობის მსუსხავი ჩრდილი.
საშინელია ნატვრა სიკვდილის,
და ნეტარება თვითონ სიკვდილი.
1 მაისი, 1935
*
სიკვდილს არ შევუშინდები,
ის მუდამ ჩემს მხარეზეა -
[იმგვარ] სიცოცხლით, რითაც ვწყინდები -
[მასზე რომ] სიკვდილზე უარესია -
არც [იშლებიან] გშორდებიან ბინდები -
არც [რამე] სხვა რამ ასპარეზია.
უბედურება - გადათვრა
და დგეხარ სასო მიხდილი.
საშინელია მის ნატვრა,
თორემ სხვა რაა სიკვდილი.
*
რა არის მასზე უფრო მვნებელი,
როცა ტეტია
მშვენიერების შემფასებელი
და ესტეტია.
[გალაკტიონი. პარიზი. 1935.]
იავნანა. ვარდოვნანა.
ბარველი.
დირეკტორი. [ყოფილი დირეკტორი].
სახალინი. 1935.
*
„ჩვენში ძლიერ მრავლობს
პოეტი - მგოსანი -
ბარველმაც დასწერა
„ვეფხის-ტყაოსანი“.
*
შუა-ქარი - Сквозняк.
თაბაშირი - Гипс.
სიცხის საზომი (თერმომეტრი) - Градусник.
[ჭრელთვალა. შემოგეთვალა. დამეთვალა. შეთვალა.]
40о. [თქ.] ბერალი. პარიზი.
როგორ დაიღუპა საქართველო.
ნერგები. ანდა. ნამატი.
მოუვლი. თოვლი.
Чортово кинто!
მაგრამ, ქა, რა გასცვეთს მიწას, ამ ვერანას.
კი მაგრამ, რა გასცვეთს მიწას, ამ ვერანას.
*
- მე მისი ლექსი წაკითხული არა მქონდა, როდესაც ჩემს ქალიშვილს სახელად ლია დავარქვი. როდესაც პოეტი შემხვდა და გაიგო, რომ ჩემს ქალს ლია ჰქვია, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იგი გადამეხვია...
ლია, ლია, ლია, ლია,
გაზაფხულის შრიალია.
12/I-36
*
[ბერლინში მოხსნეს ჰაინეს ძეგლი,
სომხეთში უგებს ძეგლს ალაზანი.]
[ჰეინე! წადი მწყესად შირაქში,
იქ...]
*
გალაკტიონი:
ამ ორი მოძმის პირად საკითხში
ნურავინ ქვეყნად ნუ ჩაე...
*
9/V-35.
გამოირკვა შემდეგი:
1. წიგნი არის არა ცხრაასი, არამედ 600 გვ.
2. დიდძალი ლექსები ამოღებულია.
3. უკანასკნელი ლექსები არა სჩანს.
4. არა სჩანს ლექსების ორიგინალები, რომელიც სტამბას უნდა ჰქონდეს.
5. თურმე რედაქტორები აძნელებენ საქმეს.
6. რედაქტორებს არც ერთი გვერდი უზარმაზარი წიგნისა ჩემთვის არ მოუციათ წასაკითხავად (გადასათვალიერებლად).
7. ყოველგვარი ღონე აქვთ მიღებული, რომ წიგნი იყოს არა ჩემი, არამედ მათი, რედაქტორების (რომელთაც მოხვდებათ მაგრად).
სტრიქონები
რომანტიული ქნარის წკირაში
ნირ-შეუცვლელი [ისმის] იყო გალობა:
ბედნიერება - არის მირაჟი,
უბედურება კი - რეალობა.
[ბედნიერება] უბედურება - [ამბობს] სწუხდა ჰეინე -
დინჯი, მოხუცი არის ქმნილება.
თუ ერთი გნახა და მოეწონე,
სიკვდილის დღემდე [გულს] ქნარს გეცილება.
[აჰ, ნეტავ ვიყო] [არსებობს მხარე]
[ავდგები, წავალ მწყესად შირაქში]
არსებობს ერთი მხარე, სიზმარში!
[სადაც უბრალო] სიუბრალოე და სიადვილე,
უბედურება - არის მირაჟი,
ბედნიერება კი - სინამდვილე.
*
9/V-35.
გამოსარკვევია:
1. რატომ წავიდა ბ. მოსკოვში? როდის დაბრუნდება? ხომ არა აქვს კავშირი იმ ჩემს წიგნთან, რომელიც ეხლა იბეჭდება?
2. როგორია მდგომარეობა ცისფერთა?
3. როგორია მდგომარეობა „მნათობის“?
4. რას აკეთებს ახალი თავმჯდომარე? „მნათობი“, ბესო.
5. რა არის სიჩუმის მიზეზი? მე მგონია, ჩემთვის ეს უკეთესია.
პასუხი:
*
9/I-36.
ჩელიუსკინელების ხიდზე არის მაღაზია „გასტრონომი“, სადაც მსახურებს არტო. მისმა ძმამ ამასწინად ცოლი შეირთო სენაკში და ეხლა ტფილისში გამოიწერა. სენაკელ ქალს ნებას აძლევენ მხოლოდ ხუთი დღე იცხოვროს ტფილისში. საწყალი ქმარი გაოცებულია:
- ბატონო, ახალი ჯვარდაწერილები ვართ. რას მეყოფა ხუთი დღე - გამწარებით გაიძახის იგი.
*
- ეხლა, ბატონო, ლექსი დავსწერე და უნდა მივაბეჭდო.
- რას მიაბეჭდავ, მეგრელო?
- "ხევსურის ძორხას", პატენი, მივაბეჭდავ!
* * *
აყვავილდა ყაყაჩო,
ვარდი და აკაცია -
ელისეის მინდვრებზე
[ჰყვავის ემიგრაცია].
მშვენიერი დარია,
ჰყვავის პარმის იები,
ჰყვავის ჩაის ვარდები,
მაგრამ ემიგრანტების
გულში იანვარია.
* * *
[ვართ ერთ დღეს სტუმრად პატიომკინთან].
[პატიომკინთან ვიყავით სტუმრად].
იმ დღეს რომ იყო [წვიმა] კოხი და თქეში,
პარიჟზე ქარის რომ [ჰქუხდა] იდგა სვეტი.
მძლავრმა გრიგალმა ბულონის ტყეში
ხე ამოგლიჯა: [ექვსასზე] ათასზე მეტი!
ძირფესვიანად [ხიდეზე] გულაღმა დაწვა
[სულ წაბლისა და ალვის ხეები]
[უუნაზესი] გადალეწილი ალვა და წაბლი,
თანაბრად გრძნობდა [სიტყვას:] <...> თავდაცვა -
[უბრალო] [ჩიორა-] <მიყუჩდა> ჩიტი და დირიჟაბლი.
[ავტომობილის შეწყდა მიმოსვლა].
[მომკელი] ვერსალისაკენ. განადგურების
აზვირთებული [ზღვა] ტბა მიედინა,
[წყალი] შემდეგ ეკვეთა რადიო სადგურს -
და კაბინებს ხმა ჩააწყვეტინა..
როგორც ქალს შიშველს სულით და ხორცით,
[პარიჟს] ბულვარს ცის სეტყვა სცემს ყმაყოფილი,
აცურდა ქუჩა, ნაგები ტორცით,
[და თან წაიღო] ნიაღვარს მიაქვს ავტომობილი.
რა საოცარი ისმოდა მარში,
როს ქარი ჩადგა და გზები მოშრა.
[ამნაირ დღეში] ამგვარ პარიჟში, ამნაირ ქარში
ავაფრიალეთ კონგრესის დროშა.
* * *
პარიზი მაინც მე არ მესმის! ის ვერ გავიგე!
რად - ყველგან იგი უცნაურით მდევს დაჟინებით.
იმ სამურველით, ტრიუმფისთვის რომ ვერ დავიგე,
ბინების ლაქით და ასფალტის შალაშინებით.
ო, მე არ მომწონს თანამგრძნობი შენი თვალები,
ღრმა, უბოლოო, [მაგრამ ხაზთა არა] მშვენიერი, მაგრამ უსახო.
შენს წამწამებზე ცრემლებია. შენ იმალები.
შენ სიკვდილის დროს არავინ გყავს, რომ დაუძახო.
შენ ბევრჯერ სწუხდი: საყვარელი ფიქრით მრავალი
იფანტებოდა უდაბნოში [როგორც] ზნე, [და ვით] უზნეობა.
ვერავინ ჰპოვე მიმავალი, ან მომავალი,
გაუზიარო საოცნებო მოცალეობა.
მე შენ ვერ გიცნობ: შენ ატარებ ნიღაბს და რიდეს
და მაინც [ვიტყვი] გეტყვი: გიპირებენ გამოტარებას..
[რადგანაც] მარადის იცნობს სასიცოცხლო რამე სიმშვიდეს,
იგი, ვინც იცნობს, [ლჲუტეცია] სასიკვდილევ, შენს მშფოთარებას.
5/IX-35
*
ო, მაინც რომ ვერ გავიგე,
რად, ყველგან მდევს დაჟინებით,
ტრიუმფად რომ ვერ დავიგე
ასფალტის შალაშინებით.
არ მომწონს შენი თვალები,
ღრმა, უბოლოო, უსახო,
შენ კვნესი, შენ იმალები,
არც ვინ გყავს, რომ დაუძახო.
ჰანრი ბარბიუსს
ამაოდ სიკვდილს
სურს დაარბიოს -
ის სიცოცხლესთან
(ქარს მიხაკისფერს
სურს დაგვარბიოს,
იგი სტალინთან)
თამაშს ვერ იგებს,
[შეუდარებელ]
ჰანრი ბარბიუსს
(ვერც სხვა ერსა და
ვერც საქართველოს)
ვერ გამოსტაცებს
მებრძოლთა რიგებს!
ამაოდ სიკვდილს
სურს დასცეს გმირი
და ამოგლიჯოს
საგულეს გული -
თვით დაეცემა
[გულ] ის, განაგმირი,
[პოეტის] იცოცხლებს ცეცხლით
[გადაბუგული] შემობუგული.
ამაოდ სიკვდილს
უნდა გამეფდეს:
აქ დინამიტი
ელავს ნაკვერცხლით.
[მსოფლიო ცეცხლით]
უნდა აფეთქდეს
მსოფლიო ცეცხლით!
მსოფლიო ცეცხლით!
6/IX-35
*
ამაოების ღრუბელი
ვერსალის ზეცას ახურავს,
ვერსალის ზეცას ახურავს
ამაოების ღრუბელი.
* * *
[აიღო შუქთა ისრები,
ცად პროჟეკტორი შეჰყურა:
სინჯავდა ჰაეროვნებას
ცეცხლიან შუბით მშუბველი.
ამაოების ღრუბელი
პარიზის ზეცას ეხურა,
პარიზის ზეცას ეხურა
ამაოების ღრუბელი.]
შენ ისვენებდი მრავალის
მომსწრე, სასახლევ, დროების.
ჩემი გული კი იმ ღამეს
[ღელავდა, როგორც ტეხურა.]
ღელვით ტბას გადაეყურა.
[პარიზის] ვერსალის ზეცას ეხურა
ღრუბელი ამაოების,
ამაოების ღრუბელი
[პარიზის] ვერსალის ზეცას ეხურა.
ჩემს რამდენ ლექსში, ვერსალო,
თავგანწირულად, მეხურად
დაგრიალობდა [ეტლები]
რევოლიუციის მგუბველი.
ამაოების ღრუბელი
[პარიზის] ვერსალის ზეცას ეხურა,
[პარიზის] ვერსალის ზეცას ეხურა
ამაოების ღრუბელი!
ოცნებათა შემოწმება
ვიცი, დროო გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება.
არ იქნება, არ დავიწყოთ
ოცნებათა შემოწმება.
წინად ცაზე წეროების
მისცურავდა ფლოტილია.
ეხლა [კი] ის ცა პროჟეკტორის
ისრით გულდაკოდილია.
დიდი ხნიდან [მარტოობით] მალარიით
მოშხამული ატმოსფერა
[ვერავითარ ოცნების ხმით]
ახალ ჩაით, ახალ იით
[ვეღარ] ახლად გააოქროსფერა.
[ო,] ვიცი, [დროვ] დროო, [გულმავიწყო] ფანტომიდან
ზრუნვა ვარ, და შენ ოცნება.
[მსურს იმ ოცნების დავიწყო
შეკრება, თან შემოწმება.]
[არაფერ] მრავალ ახალ კარგს [არ] მომიტანს
ოცნებათა შემოწმება.
*
1. მრავალი ასეული ჟურნალები და გაზეთები მრავალი ათეული ქვეყნისა - ლონდონის „ტაიმსი“-დან - ტოკიოს „ნიცი-ნიცი“-მდე, მადრიდის „დებატე“-დან, კოპენგაგენის „პოლიტიკენ“-ამდე. ვენა.
2. [კაპიტალისტური] იმპერიალისტური ინტერესების შეჯახება.
3. კაპიტალისტური მეურნეობის ნგრევა.
4. ფაშიზმი.
5. რელიგია.
6. თეატრი.
7. კინო და რადიო.
8. სპორტი.
9. მეცნიერება და ტეხნიკა.
10. პრესსა.
11. საზღვარგარეთის ყოფა-ცხოვრება ყოველგვარი გამოსახულებით.
12. გამძაფრებული შეჯიბრება შეიარაღებაში (იარაღშესხმის).
13. მიზეზები იტალო-აბესინიის კონფლიკტის.
14. შკოლა.
15. ანტი ფაშისტური მოძრაობა საფრანგეთში.
16. კომუნისტ. პარტიის საქმიანობა.
17. ბრძოლა მთლიანი ფრონტისათვის.
18. ტელმანი, დიმიტროვი, შარტი, კაბაიასი, მაო-ცზე-დუნი და რაკოში...
19. ბოლდუინი, ჩერჩილი, ტარდიე, კოტი, ვეიგანი, განდი, ჯონსონი და სხვ.
სტავისკის ავანტიურა.
20. მასალები კაპიტ. ჟურნალისტიკის გამყიდველობისა და გახრწნის. დახასიათება იმ ძალების, რომლებიც უკარნახებენ თავიანთ ნებას მოსყიდულ კალმოსნებს.
21. გატაცება ავიაციით.
22. სამხედრო ტეხნიკა.
23. წერილები, ინფორმაცია, ნახატები და კარიკატურები.
24. თეატრალური ხელოვნება: ყოფა და ცხოვრება აკტიორის, იქ (უიდეობა, ტრივიალობა და შტამპი, რომელთაც დაიპყრეს ბურჟუაზიური სცენა, ამასთან ერთად ნერგები ახალი თეატრალური კულტურისა, ახალი რევოლიუციონური ხელოვნების).
25. პანორამა დასავლეთის საზოგადოებრივი ცხოვრების; რთული მრავალფეროვანი სურათი, ერთიმეორეს მოწინააღმდეგე, დახლართული მდგომარეობა კაპიტალისტური საზოგადოების.
26. აგონია კაპ. ქვეყნის, ცხოვრება და ბრძოლა საზღარგარეთის რევოლიუციონური მასსების.
27. მეტი საინტერესო ფაკტები, ეპიზოდები, დაწვრილებითი ფაკტები.
28. მუშაობა ფაშისტური გესტაპოსი.
29. რელიეფური კარტა აბესსინიის.
30. ყოველგვარი სპორტის ტაბლიცები.
31. მასალები გერმანიის [ფაში.] იატაკქვეშ მომუშავე კომ. პარტიისა.
32. მსუბუქი, საომარი (походная) ენციკლოპედია.
33. ფაკტები უკეთესი აგიტაციაა.
34. არმია კაპიტალ. ქვეყნების.
35. ლიტერატურული ცხოვრება (ანდრე ჟიდი, მალრო, პრისტლი, კლიფთარდი, ოდეტს, პერლ ბაკ, ჟორჟეტა-გეგენ-დრეიფუს).
36. ცხოვრება ევროპის დიდი ქალაქების (დ. ევროპის და ამერიკის).
37. ნაწყვეტები უცხოეთის მწერლების მხატვრული ნაწარმოებებიდან.
38. ვინც არ იცის უცხო ენა.
39. მოღვაწეობა უცხო მეცნიერთა.
40. მძიმე მდგომარეობა მეცნიერთა და მოსწავლე ახალგაზრდობის, დაბეჩავებული მდგომარეობა მეცნიერებისა ევროპაში.
41. რღვევა კაპიტალისტური ეკონომიკისა და კულტურის - გამარჯვება სოციალისტური სისტემისა ს. კავშ.-ში.
42. მშრომელთა კავშირი (ბრძოლა მთლიანი ფრონტისათვის. მთლიანი ფრონტი ფაშიზმისა და ომის წინააღმდეგ).
43. ინჟენერები.
44. მხატვრები - კარიკატურისტები (ლოუ, სოგლოუ, დერსო და კელლენი, ბერკი, რეგგი, სენეპი, ეფფელი, კიური). როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ ისინი?
45. არქიტექტორები?
46. გამოფენები: მხატვრების, ქანდაკების და არქიტექტურის (როგორ ცხოვრობენ ისინი?).
47. რას კითხულობენ ტრამვაიში?
48. უნდა აღინიშნოს ერთი ღირსება პრესის თავ-თავის დროზე, შეუჩერებელი გამოსვლა.
49. ჟურნალისტი - საერთაშორისო საკითხების.
50. ანალოგიური: Lu (Лю) და „დაიდჟესტ“.
51. ფერდინანდ დე ბრინონი „ენფორმასიონი“-ს რედაკტორი.
52. 2 დეკემბერი 1805 წ. აუსტერლიცი მორავია (ჩეხოსლოვაკია ეხლა), ომი სამი იმპერატორის: ნაპოლეონის (70.000 კ.), რუსეთისა და ავსტრიის (85.000 კ.). რუსეთმა დაკარგა 21.000 კაცი. ნაპოლეონმა მხოლოდ 800. გაიმარჯვა ნაპოლეონმა.
(გიდი).
[ორ-]სტრიქონები
I
არ გჯერა და იცინი-კი,
როგორც ნამდვილი ცინიკი.
II
რომ გაარჩიო ხალტურა,
რასაც სცემს [გვგვრის] ლიტერატურა.
III
ერთმა მასებთან კავშირი
და მეგობრობა ურჩია,
მეორემ გულდანახშირი,
მარქსის ტომები ურჩია,
რომ არ მიიღო არც ერთი:
ერთხმად იძახეს: ურჩია!
IV
- როგორ? რას ამბობ, მითხარი,
არ გიცნობდა და მოგვარდა?
- არაფერია, დამშვიდდით,
ამგვარი საქმეც მოგვარდა!
- აჰ! ვიცი! ალბად ვერსალის
ია-ვარდებით მოგვარდა!
V
ამბები მოდის ათასი
პირადი ილიადასი.
* * *
ფარეხიდან რომ გამოდიან თეთრი ბატკნები,
ისე მისცურავს ნავთსადგურით ეს იალქნები -
გედების თეთრი ელვარება მათი ლანდია,
რომ მოწიწებით მოგესალმონ შენ, ნორმანდია.
*
ფარეხიდან რომ გამოდიან თეთრი ბატკნები...
ექიმები; მოწყალ. დები.
* * *
[სენაზე, სადაც ჩვეული]
მონმარტრზე, სადაც სნეული
იფერფლებიან ღამენი.
ხელი ხელგადახვეული,
[მიდის თორმეტი]
იმღერის ორი გამენი.
[მღერიან:] „პარიზში ნუ ეძლევი დარდს,
რომ დავაშინოთ სნობები,
ჩვენ ყველა აფრიკაში ვართ,
ყველა ვართ ეფიოპები!“
ულევი, უანგარიშო
შიშის და ჟრჟოლით ამტანი,
შენს არემარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფე-შანტანი.
*
ჟღერს ჩემი ბინა,
ძაგძაგებს მინა.
ხმაურობს რკინა,
ოთახი კვნესის.
ტრამვაის ელვა,
სიბნელის ცელვა,
მუდმივი ღელვა
ზღვის უშორესის.
ცხენების ნალი,
მტირალი ქალი,
ქარი, გრიალი,
სიწყნარე წუთის.
და ისევ შორი
მოტორის თქორი,
რომელსაც სწორი
რიტმები უდის.
*
გვაფრთხილებს ელვა,
გვაგროვებს გრგვინვა.
*
დღეს ჩემი ლექსის
ძაგძაგებს მინა,
ხმაურობს რკინა,
ხარობს და კვნესის.
[ტრამვაის] გვაგროვებს ელვა,
[სიბნელის ცელვა]
არის ერთ ელვა,
[მუდმივი] რომ მოდის ღელვა,
[ზღვის უშორესის]
დღის უსწორესის.
23. XII. 35.
* * *
[საღამო წყნარი] გახსოვს საღამო უღრუბლო სახეთ,
უღრუბლო სახე და [შუმი] ჩვენი ღვინო,
ოცდაათი წლის წინად რომ ვნახეთ,
წინად რომ ვნახეთ პირველად კინო?
ზღვა ხმაურობდა. ეს იყო ქვიშის,
მშვენიერ ქვიშის ხმოვანი ჯადო.
მონტევიდეო, ლურჯი [ჰაშიში] პარიჟი,
ლურჯი პარიჟი და კოლორადო.
[მოგონებაო, რა ვქნა, რა გიყო]
იყო დრო, გული ორად გაიყო,
ძმამ ძმას ხანჯალი (ჩაა...) ამ საწყალ გულში..
ეს ოცდაათი წლის წინად იყო.
ეს წინად იყო და არა გუშინ.
არ გაიარა მას მერე [ხანამ] ჯადომ,
[რაგვარ] ხანა წუხილის,
რომ ისვე განგი და კოლორადო,
ის კოლორადო ვნახე წუხელის.
და ფრანგულის წილ, როგორც ვაებას,
როგორც ვაებას, როგორც სინანულს,
ხმოვანი ფილმი სიტყვებს ისროდა,
ისროდა სიტყვებს: ამერიკანულს.
გემი
[ნუ დამანახვებ] მე ვეუბნები ფერადი გემის,
[შავი ზღვის] ფერადი გემის სილუეტს - ზღვაზე...
განა მე მსურდა ცხოვრების ჩემის,
ჩემი ცხოვრების [მოწყობა] წაყვანა ასე?
რა ბედნიერი არის ის გემი,
რა ბედნიერი!
იგი ქარიშხლით, ტალღების ცემით,
ტალღების ცემით არის ძლიერი!
თუ უნდობლობამ [გააბა ტაში] გაბზარა კაჟი
გემის დიდება,
არა ჭაობში, არამედ ზღვაში,
მშვენიერ ზღვაში [დაიძირება] ჩაეკიდება.
მოწმე მრავალი ხრწნისა და ლპობის,
მაცდური ფიცის,
მე უფერული დღე ვარ ევროპის,
შენ კი... ვინ იცის.
*
24/XII.
ამით გამოირკვა:
1. ისინი ჩემთან არ არიან, როგორც მეგობრები.
2. მოღალატენი არიან.
ამიტომ:
ყოველივე ღონისძიება, რომ დღევანდელი ამბავი იყოს უკანასკნელი! უკანასკნელი! უკანასკნელი!
გასაღების შეცვლა ხვალვე!
*
საავადმყოფოში წევს 92 წლის მოხუცი [ქალი]. მას ჰყავს 12 წლის ქალიშვილი. საავადმყოფოს ქალები ძალიან დაინტერესდენ ამ ამბით, სიცილს ძლივს იკავებენ...
- თქვენ რა გგონიათ, ისე ცხოვრება როგორ შემეძლება, თუ კვირაში სამჯერ ცოლთან არ ვიცხოვრეო, - ამბობს მოხუცი კაცი, [ნამდვილი ქამუშაძე] რომელთანაც ქამუშაძე მკრთალი ლანდია.
*
Борьба из.
Бури вокруг Барсовой кожи.
1. სურათი. 2. კურატი. 3. სურათი.
Пролежи образуются.
თამარა ეგოროვნა ჭყონია. Абесинс. ბულგ.
27/XII-35.
* * *
იგი დღეს შემოიყვანეს: ბრმა წელის ოპერაცია გაუკეთეს.
- ვაა! ვაა! ვააა! - განუწყვეტლივ იძახის იგი..
- როგორც წებო, ისე მიხდება ნერწყვი.
- ჭამით ჭამს, სვამს და თან სტირის.
- ღმერთო, შენ მიშველე!
- გაჭირვების დროს რომ ყველა ღმერთს თხოვს შველას, დალხინების დროს ეშმაკს, - ჩაილაპარაკა ექიმმა.
* * *
[იმ მწუხარების გზნება უმანკო,]
საწყალ ვერლენის შხამი უმანკო,
და [გაზაფხულის ტკბილი] ცივი ზმორება,
არ განმეორდა, [ო, ჩემო] პარიჟის ჩანგო,
არც საჭიროა განმეორება.
ის აღტაცება ერთხელ გშვენოდა..
ბალლადა შელლის, სუნთქვა ვიონის.
უძლო ეპოქამ... და უშენოდა[ც]
[მშვენივრად გასძლებს გალაკტიონიც.]
სძლებს ქარიშხლებში [გალაკტიონიც].
* * *
[ვდგევარ მწერვალზე] ვიყავ სვანეთში... გულით ვერთობი -
ალპიურ [ველის აყვავილებით] ველით, არც თოვს, არც ყინავს,
ქვეშ თოვლიანი [მოდის] მედო ფერდობი,
[და თოვლი ბრწყინავს]
მიდის ფერდობი და თოვლი ბრწყინავს...
[სვანმა მოიხსნა შავი ნაბადი]
[მე მოვიხსენი ჩემი ნაბადი]
[გაჩერდა სვანი, დადო ნაბადი,]
გავშალე ჩემი ნაბადი...
[დააჯდა] დავენდე ნაბადს და [მისრიალებს] დავსრიალდი,
ქვევით უფსკრულის [მღერის] ჩქეფდა ნაკადი,
ზევით [უღრუბლო] ფეთქავდა ზეცა [კრიალებს] კრიალი.
[მიაქვს სვანს თავის] მე თან მომქონდა სარჩო საბადი,
სვანური [ქუდი] გუდა, [სიმღერა -] უშბა და ლილე,
[მღერის] [ხომ მე ვარო და ჩემი ნაბადი]
ვიყავით მე და ჩემი ნაბადი,
[თოვლი], [უშბა] რწმენა, კოშკები და სიყმაწვილე.
ნაბადი ფრინავს, ნაბადი ცურავს,
წინ არ უხდება არარა სამნათ,
[მას] სვანური ქუდით - ცა ქუდათ მხურავს,
[მიწას ეყრდნობა სვანურ ქალამნით]
და დედამიწაც მოჩანს ქალამნათ.
იუმანიტე
მას არაფერი დარჩენია-რა,
თვეზე მეტია. სად არ იარა..
სამუშაო კი ვერსად ვერ ჰპოვა,
გულის [სიმაგრემ] სიმხნევემ ის მიატოვა.
მზადაა ეხლა წყალს მისცეს თავი..
მან გადასწყვიტა... [უეცრად] და უცებ ზვავი,
[მოვარდა, სენის შეზარა კიდე:]
ხმათა მოვარდა: იყიდე
„იუმანიტე! იუმანიტე!
იყიდეთ ყველამ იუმანიტე!“
და შეიცვალა დღე სულ სხვაგვარად,
ახალ იმედთა მძლე ნიაგარად.
[უმუშევარი, მომხრეს მხნების]
და უმუშევარს, ვით ავზნეობის,
რცხვენია თავის სულმოკლეობის.
*
25/I-36.
პოლონეთის არეზე
უცნაური ის არის -
გადაწევა უქმია
[და] რკინისგზების ისარის.
საბარგო მატარებელს
თვალი ვერ დაინახავს,
ალბად [თვით] მათ ინდუსტრიას
საიდუმლოდ ინახავს.
ნიკო ელიოზოვი. „ნიქოზი“.
იმათ სულ გაუნადგურებიათ შიშით.
პუშკინი საქართველოში
1. Шумит Арагва - 1. სად, რა ადგილას უნდა მდგარიყო პუშკინი არაგვთან? - არაგვის აწერა.
2. Холмы Грузии - სად, რა ადგილას?
3. Бывает ли действительно там ночная мгла? როდის, რომელ თვეებში?
4. Навевает ли это место на поэтические размышления (в данном случае - свято элегические).
5. Почему при упоминании Грузии он избрал только это место (Арагвинское ущелье).
6. Лежит ночная мгла...
7. Грустно и светло...
8. Печаль светла.
9. Унынья моего, ничто не мучит, не тревожит.
10. Сердце вновь любит оттого, что не любить оно не может.
*
№1.
რა გვარია ის კაცი?
შეიძლება გაზეთის?..
ნიქოზი.
Позвольте относиться с недоверием..
1. სად არის სოფ. ნიქოზი?
2. ოჯახი - საიდან გაჩნდა ამ ოჯახში ვ. ტ.?
3. ქაღალდები უნახავს თუ არა ვისმეს? რა პირობებში დაიღუპა?
არ დასწვავდენ, შეიძლება დამარხეს მიწაში?
როგორ შეიძლებოდა, რომ დაეწვათ?
წარმოსადგენია ასეთი ვანდალობა?
მაჟრიალა, მაჟრიალა, მაჟრიალა!
*
7/I-36. საავადმყოფოში.
ნიქოზის „ვეფხის ტყაოსანი“
- მითხარით, ისევ არიან ქართლში ძველი ოჯახები? - ვეკითხები ხანში შესულ ქალს, ყოფილ თავადის ქალს (ის 40 წლის განმავლობაში იყო მასწავლებლად გორის მახლობლად. ძალიან კარგი ქართული ენით ლაპარაკობს, შვილი ჰყავს საოპერაციოდ ჩემს პალატაში).
- არიან, როგორ არ არიან, - მიპასუხა მან.
- მაგალითად, ისეთები, რომლებიც ძველ ხელნაწერებს ინახავენ.
- არიან, აი მაგალითად:
გორში არის ერთი ექიმი, ნიკო ელიოზიშვილი. ძალიან განათლებული კაცია: უყვარს მწერლობა. მან იცოდა, რომ სოფ. ნიქოზში, ერთ ოჯახში, სხვა მრავალ ხელნაწერებთან ერთად, ინახებოდა უძველესი ხელნაწერი ვეფხის ტყაოსნისა.
სწორედ ამ ექიმმა ამ დღეებში ტფილისიდან მიიღო წერილი, რომელშიაცა სთხოვდენ, როგორმე ხელთ ეგდო, როგორმე ეშოვნა ეს ხელნაწერი. ექიმი იმ წამშივე ჩაჯდა ავტომობილში და ნიქოზისკენ გაემგზავრა, მივიდა იმ ოჯახში (გვარი ოჯახის პატრონისა არ მახსოვს, ვერ გეტყვით, რომ არ აგერიოსთ). ის კაცი ცოცხალი აღარ იყო. დახვდენ მისი დები. დებმა შეკითხვაზე: აქვთ თუ არა ხელნაწერები, უპასუხეს:
- უი, ჩვენი ბრალი! აღარა გვაქვს. როდესაც ბოლშევიკები შემოდიოდენ, საშინელი ხმები დადიოდა, ქვას ქვაზე არ უშვებენ ხელნაწერების გამო და ჩვენც შიშით გავანადგურეთო.
გაუნადგურებიათ "ვეფხის ტყაოსანიც".
- სულ თონეში ჩაუყრიათ!! - დაუმატა ავადმყოფმა ციციშვილმა, შვილმა იმ ქალისამ, რომელმაც ეს ამბავი მომიყვა.
- თვალაცრემლებული დაბრუნდა ექიმი გორში, - დაამთავრა ამბავი ციციშვილის ქალმა.
- Это сын Элиозова, - სთქვა ქალმა ახალგაზრდა ქირურგის შესახებ, რომელიც ჩვენს ოთახში შემოვიდა.
ნიქოზის ახლო არიან თაქთაქიშვილები (აქ რომ მუსიკოსები არიან, იქიდან არიან). მთელი გვარეულობა (მამაკაცები) ჰიპნოზს უკეთებენ გველებს და ისე იჭერენ. გველის ნაკბენს ფურთხით არჩენენ. ამბობენ, რომ ნერწყვი უშრებათ გველის დანახვაზე. და ძლივს ძლივობით აგროვებენ ნერწყვს.
გველს დიდხანს უყურებენ თვალებში და აშეშებენ. იმუნიტეტია თუ რა?
*
План.
ყარანგოზიშვ. Автомобиль.
გორი. გორიდან ეტლი ან ავტომობილი?
უნდა ჩახვიდე რაიმე დავალებით და იცხოვრო იქ ერთი კვირა (თუ რაიმე ნიშანი არის იმისა, რომ "ვეფხის ტყაოსანი" გადამალულია? და კვალდაკვალ ძებნა. შესწავლა).
ცხინვალის ახლოა. გორიდან ავტომობილები მიდის ცხინვალამდე. ცხინვალიდან ნიქოზი 3 ვერსზე იქნება.. (შინდისის რაიონია). შინდისში იყო ერთი პოეტი ქალი ნინო ყარანგოზიშვილი (წამიკითხავს მისი მშვენიერი ლექსი "შინდისის ჭადრებს").
- როდი ვიცი, ქართს ეკუთვნის თუ ოსეთს?
*
იმედს. გადიგედებს.
პერ-ლა-შეზი.
დღესასწაულის გამო
იმდენს იმეტებს ბედი იმედებს,
რომ ადვილია თავბრუდახვევა,
დღე შადრევნებში ყელს გადიგედებს,
და [მზეა] მათი ყელგადახვევა..
ჩვენ [არაფერი არ ვიცით] ყველაფერი გავიგეთ ხვალის,
[მაზეგ იზრუნებს მცხოვრები ზეგის.]
ჩვენ ყველაფერი გავიგეთ ზეგის.
[რისთვის სწამლავდი, მითხარი, ხალისს,]
არ დავიშურებთ ბრძოლათა ხალისს,
[რად იყავ] რომ მოვკლათ გული წინააღმდეგის!
ხომ მისთვის, რომ ეს გზა [გად]აზრდილია,
და გზაც არ ჰქვია, არამედ გეზი:
[ეს] ის პანთეონი, [ეს] ის ბასტილია,
ეს ობელისკი და პერ-ლა-შეზი.
ბევრი არ დარჩა ცოცხალი მათგან,
არც გულუბრყვილო, არც გულთმისანი -
ჩვენ კი მარადის ვიბრძოლებთ, რადგან
მზეებრ ნათელი [გვიძღვის] გვანთებს მიზანი.
[კარგია,] როცა დაცხრება [ვით] ეს სიმფონია,
აელვარდება ადუღებულ მზით -
მთელი [კონგრესი] მსოფლიო სახე მგონია,
[მიდის] წავა [ჩემ] [ჩვენ] თქვენ მიერ გაკვალული გზით..
8/I-36. საავადმყოფო
*
რომელი დარჩა ცოცხალი მათგან...
ვიყავ პარიზში. გადაზრდილია
ხავსით...
*
„ვეფხის ტყაოსანი“ ხელნაწერი ჰქონია ჩუბინიშვილს სერგოს, ტფილისში გოგოლის ქუჩის კუთხე.
შუქი დასავლეთიდან და შუქი აღმოსავლეთიდან
შუქი დასავლეთიდან,
ალი ცეცხლთა ნათების
იყო ჩვენთვის პარიზი,
ძველი ბარიკადების.
ცეცხლი რევოლიუციის
მსოფლიოზე მთოვარი -
ეხლაც დარჩა საფრანგეთს
ძველი მონაპოვარი.
რამდენ რევოლიუციით
ქუჩა იყო სოველი,
როგორც ფანტასტიური
პენელოპას ქსოვილი.
და იმ დღესაც პარიზი,
სავსე იდუმალებით,
ურცხვად იყურებოდა
დე ლა როკის თვალებით.
მაგრამ კიდევ ინათებს
სიმბოლო თავდადების,
შუქი [დასავლეთიდან] აღმოსავლეთით,
ცეცხლი ბარიკადების.
8/I-36. საავადმყოფო
ნაფარეული ბერლინში
სურიცთან
ერთხელო, იწყებს ასე
მსუბუქად და აზიზად
ლექსი [გასაოცარი] უუძველესი
ანტონ ფურცელაძისა,
ერთხელ ერთ ქართველ კაცსო
შიშით გამოეღვიძა,
საკვირველიც არ არის,
მას ცუდი რამ ესიზმრა.
..........................................
მან ნახა: რაც კი ქვეყნად
სავსე ქვევრები იყო,
რაღაცა მანქანებით
სულყველა დაცლილიყო.
ამ ლექსში უცნაური
ძველებური რიტმია -
მაგრამ აზრის სისწორე
მისი ვერ დამითმია.
სურიცს ჩვენთვის იმ ღამეს
ჰქონდა გარდანახული
ცოტა - ნაფარეული,
ცოტა - კარდანახული.
9/I-36.
* * *
- თქვენს დროს ტფილისში თეატრი იყო?
- როგორ არა, იყო. ჩემს დროს თამაშობდენ აბაშიძე, მესხიშვილი, გუნია, გაბუნია-ცაგარლისა (იგი დეიდაჩემი იყო).
- ასიკო ცაგარელს იცნობდით?
- ჩვენსა ყოველთვის დადიოდა (იყო ქმარი დეიდაჩემისა), ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მხოლოდ სვამდა. ერთხელ ციციშვილებმა კინაღამა სცემეს, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - რად გამოგვიყვანე ასე თავადიშვილებიო. გორში.
- მხოლოდ ლიტერატურულ შრომით ცხოვრობდა?
- არა, მსახურებდა კიდევ. ჯერ ტფილისის რკინისგზის სადგურის უფროსის თანაშემწე იყო, შემდეგ სენაკში. სულ მსახურებდა გარდაცვალების ხანამდე ერთი წლის გამოკლებით. იმ ერთ წელიწადში ძალიან მოდუნდა, მოეშვა, „თავი ვეღარ მუშაობსო“, ამბობდა და მაინცა სომდა. ილია ჭავჭავაძის კარგი მეგობარი იყო. ერთხელ ილიამ უთხრა: ე როგორ არი, ასიკო, ნიჭიერ მწერალს მეძახიან და მე ვერ ვახერხებ, რომ ერთბაშად ამდენი კაცი ერთად ავალაპარაკო და თვითეულს ინდივიდუალობა არ დავუკარგოვო („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“-ში კარგია სადღეგრძელოები). კუკიის სასაფლაოზე მარხია. არც ქვა ადევს, არც მოაჯირი აქვს, ისე როგორც საწყალ ნატოსა. ნატოს იუბილე რომ იყო, შემდეგ ბანკეტზე ცერემონიმეისტერად გუნია იყო. ნატომ ხუმრობით უთხრა გუნიას:
- შენ ისეთი ვინმე ხარ, რომ ალბად ჩემს დასაფლავებაზე ცერემონიმეისტერი იქნებიო. გუნიამ ხუმრობითვე უპასუხა:
- ეგ, მართლაც, აგრე იქნებაო.
არ გასულა ერთი წელიწადი და ნატო გარდაიცვალა. ცერემონიმეისტერის მოვალეობა გუნიას დაეკისრა. მან იუარა:
- არას გზით, არა და არა! სულ ერთი წლის წინად ხუმრობით დავპირდი ნატოს ცერემონიმეისტერობას მის დასაფლავებაზე და აკი...
ძალით დაითანხმეს...
ასიკოს დასაფლავებაზე კი, მართლაც, დიდი ამბავი იყო: არ დარჩენილა ქალაქში არც ერთი მესაზანდრე, მეჭიანურე, მეთარე, მეზურნე, მედუდუკე, რომ მის დასაფლავებაზე არ ყოფილიყო. საწყალი ასიკო.
ნიკო ლომოური ოცზე მეტი წელია, რაც გარდაიცვალა, ეხლახან გორის ქალაქის ბაღში გადმოასვენეს ძველი სასაფლაოდან; ცინკის კუბოში როცა ზედა შუშიდან ჩახედეს, ყველა გაოცდა: არავითარი ცვლილება, როგორიც იყო ლომოური სიცოცხლეში, ისეთივე უცვლელი სახე ჰქონდაო, ამბობენ მნახველები.
ჰიტლერი
რეიჰსტაკის წინ რომ [იდგა ჯარი] ეგდო ჩვარი,
[ეს იყო] ესაა დროის მსუბუქი მტვერი -
გარდამავალი ვით ზენა-ქარი,
[ვით] და შეშლილობა მიხაკისფერი.
[არარა არის [კაცში] მასში მარადი...]
გამარჯვებათა ხეივნის არეს
[ჩარიგებული] [ქანდა]
[მეფეთა ძეგლებს თითქო სწერია:]
მეფეთ ძეგლები მიწის ფერია,
[მარადი ქვეყნად არარა არის,]
რომ მარადისი [აქ] არარა არის,
[უკვდავი] რომ მკვიდრი ქვეყნად არც ჰიტლერია...
[მტრის ტყვიამფრქვევებს გააქვს ჭახჭახი]
ბარიკადების [მოვა] იტყვის ჭახჭახი,
რას ნიშნავს მხეცის დღე და სოფელი,
[შემოაბრუნებს] რომ შეუბრუნოს ჯალათს ნაჯახი,
უფრო მრისხანე და ულმობელი,
რომ მხეცს აწყვეტილს მოაბას თოკი,
რომ კარებს დახშულს მოგლიჯოს რაზა,
არის ჰიტლერი [თუ] და დელა როკი...
[მაგრამ არსებობს მსოფლიო რასსა.]
და არის მებრძოლთ სახალხო ფრონტი.
9/I-36, საავადმყოფო
*
[უკვდავი ქვეყნად [არა-რა] ისიც არ არის,
ქვეყნად ჰიტლერი რომ ჰიტლერია.]
ის ჰიტლერია თუ დელარ.
დღესასწაულის გამო
[ხშირად] აგერ: შემოდგომების
[გენიალურ [წიგნების] ტომების]
ცივი გრძნობა ამდორებს,
უმძიმესი (ესთეტიურ) ტომების
გენიალურ ავტორებს.
[სული დაღალულია
სიჩუმით და წიგნითა,
ვერ პოულობ სამშობლოს
მათთან გადაწიგვნითა.]
ამ დროს, უცხო ბედიდან,
[ბედთან შეურიგალი]
[მოსჩანს] რეკავს ქუჩის ფიქალი.
გისვრის კაბინეტიდან
უცნაური გრიგალი.
[მოდის] გფარავს ქუჩის წიგნები,
ხმაურობა,
ანდრე ჟიდი იქნები...
[უსულგულო,]
გავიწყდება წიგნები
[უსულგულო,]
და ახალ სიცოცხლისთვის
სწრაფად გარდაიქნები.
[როს] და მეოცნებეს, კაბინეტიდან...
* * *
მხატვრების, დენდის, მწერლის, არტისტის
გროვა [რომელიც ეწევა] ართულებს ბრძოლას ხელდახელს,
ყველა პარიზის კარებთან იცდის,
ყველა დაეძებს მსოფლიო სახელს.
რამდენი ქვეყნად წიგნი იცემა,
ღირსი, რომ ეგდოს [ყრუ სოფლის] დარაბის ბოლოდ,
მე კი მეგონა, პატივისცემა
ნიჭს და ღირსებას ეკუთვნის მხოლოდ..
ეს სასწაული [ვის არ] ვისაც სმენია,
ბურჟუაზიულს იყიდის პრესას,
და იმის შემდეგ [შენ ხარ] იგი გენია
[და] ხიბლავს ათას მარის, აგნესას.
კარგია ბედის შეცვლა, გადასმა,
მაგრამ [ჩვენს პოეტს] ბოგემას არა აქვს ბედი.
მითხარი, ლექსმა [ხუთი] ასმა, ათასმა,
რა მოგცა, [მარტო] მწარე დაცინვის მეტი?
10/I-36, საავადმყოფო
* * *
[ჩვენი მხატვარის, მწერლის, არტისტის]
ვინც კი პოეტის, მხატვრის, არტისტის,
ატარებს დიდს და მშვენიერ სახელს,
მე მინდა ვუთხრა: სამშობლო [გვიცდის] გიცდის,
სამშობლო საქმეს ითხოვს ხელდახელს.
*
მეგრელი ჩამოვიდა ტფილისში სასწავლებლად.
- მეგრელო, უუ! მეგრელო, უუ! - ეძახდენ.
ერთხელ მასწავლებელმა გაიძახა. ფანჯარასთან დადგა მეგრელი. მასწავლებელმა ჰკითხა:
- აბა, მითხარი რუსულად, სადა დგეხარ...
- "აკნო", ბატონო.
- უუ, ბიჭო, - შეუძახეს აქედან-იქიდან.
- "აკნო", ბატონო, - იძახის მაინც.
- უუ, უ, - ეუბნებიან.
- უი და ვაი თქვენს თავს, - იძახის მეგრელი.
- უ ოკნა! - განუმარტა მასწავლებელმა.
გაზაფხულის მდინარეები
პოეზია
[შენ ხმაურობ, როგორც თერგი,
როცა გაშრობს კალაპოტი.]
როს ხელს გიშლის ხეობები,
[ხავსის] ცივი კლდე და [სუსტი] [ეკლის] ხმელი ნერგი,
შენ მიდამოს ეომები -
და ხმაურობ, როგორც თერგი!
და [იმ წამსვე] ყოველ წუთს, ყოველ მხრიდან
გამოძახილს [უშვებს] გაწვდის ხევი,
რომ [მონობას] არტახებს შენ ვერ იტან,
და მისთვის ხარ ზიზღის მნთხევი..
მე [ყურს ვუგდებ] ვხარბდები ხმაურს ხმოვანს,
მქუხარებას, ძარღვ-ჩქარობას,
მასში [ვისმენ] მასსის ათასწლოვან[ს]
ნატვრასა (რისხვასა) და უკმარობას..
* * *
ნუ მომაბეზრე თავი დენდობით,
[ვიცი შენი] რადა ხარ აგრე მოუსვენარი.
იმნაირ მხატვარს როგორ ვენდობი,
ვისაც ულვაშში უზის მკბენარი..
ხლაფორთი.
* * *
გამოდგება:
- ჩვენა - ეუბნება სომეხი ვართანა „კნიაზ“ ნიკოს - თქვენ გეძახდით ტუტუც თავადიშვილებს. ხშირად მიფიქრია, ე რა ოხრისფასად ჩამიგდო ხელში მამული კნიაზმა-მეთქი. ვამბობდი, იქეიფებს, ეს სულელი, და მეტი არა შერჩება-მეთქი. ეხლა ტუტუცები ჩვენ გამოვდექით: თქვენ ქეიფი მაინც შეგრჩათ და ჩვენ კი რა? მახლას! ჭკვიანები თქვენ გამოდექით და ტუტუცები ჩვენა!
- მართლაცო, - დაამატა კნეინამ, - არავისთვის იმდენი სარგებლობა არ მოუტანია რევოლიუციას, როგორც თავადიშვილებისათვის.. მუშაობას შეეჩვივნენო. ისე კი ან იწვენ, ან ერთი მეზობლისას გადავიდოდენ და ქეიფობდენ, იმას დატოვებდენ, შემდეგ მეორესთან, ასე მესამესთან და ეხლა კი...
19/I-36
*
ოიროტი.
გაცვლა-გამოცვლის სალონი.
მიყვარს და მეყვარება.
По фотографиям, по фотографиям.
Арагон, Арагон, Арагон, Арагон. Сюреализм.
Азиаты Мы.
გალაკტიონ ტაბიძე. ან ამბოხება.
* * *
გამოდგება:
თედო სახოკიას გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოუცია რუსულ-ქართული ლექსიკონი. ერთი ძველი თავადის ქალი ამბობს:
- მე ვსწავლობდი ფრანგულ პანსიონში ტფილისში, მეცა და ჩემი მეგობარი ქალებიც დაინტერესებულნი ვიყავით ქართული ენით.. ხელთ გვქონდა სახოკიას ლექსიკონი ასეთი სიტყვებით:
Лимон - მჟავე კვერცხი. Сквозной ветер - გახვრეტილი ქარი (Сквозь).
თ. სახოკიას თარგმანი ბოკაჩჩიოს „დეკამერონისა“ გამოსცა ამასწინად სახელგამმა. „კომუნისტი“ აქებდა მთარგმნელის ენას.
აი, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი გულმოდგინეთ მუშაობს.
* * *
თეთრი ალი ყინვისა
მკერდით ჩაისუნთქა[-რა] ღრმადა,
ის მსუბუქად მიფრინავს
თავის სიგრძის გასწრივა.
ისინი მიფრინავენ...
*
ტიჩინა.
Перекличка.
Пантеист Ман.
„მ. ასათიანი“. ცხაკაია.
Луговский. Луговский.
დონორი - რომელიც თანხმდება თავის სისხლის გადასხმაზე ავადმყოფის სხეულში.
Вр. косм. Гвиришиани. თმა, პრიშჩიკი, ელექტრ. ვიბრაცია. კლ. ცეტკინა 65.
*
ლადო ერისთავი შვიდს წელიწადს იყო საზღვარგარედ და ენა ვერ ისწავლა. ფუქსავატობდა, ფულს კი ბევრს უგზავნიდენ. შეძლებული ოჯახის შვილი იყო.
გედევანიშვილმა ექიმთა კონგრესზე ფრანგულ ენაზე გააკეთა მოხსენება. იქ იყვენ ისეთი მსოფლიო სახელები, როგორც პავლოვი.
რომანოვების გვარი პეტრე დიდით გათავდა. პეტრემ თავისი შვილი ალექსი დაახვრეტინა. არის იქ ეხლა „Алексеевский развилок“. შემდეგ სულ ქალები იყვენ გერმანელები.
რომანოვები ტახტზე აიყვანეს იპატიევის მონასტერიდან. უკანასკნელი რომანოვი, ნიკოლოზი დახვრეტილ იქნა ინჟინერ იპატიევის სახლში.
* * *
ეს საზიზღარი ქალი ეუბნება ჩემს პალატაში მყოფ მწოლიარე ავადმყოფს:
- თუ შეიძლება, ჩაიდეთ თქვენი ტერმომეტრი. თუ არ გეზარებათ, მერე ათხოვეთ იმას (მიუთითა ჩემზე). შემდეგ მე სპირტით გავწმენდ და მოგართმევთ.
თითქო, როდესაც ტერმომეტრი ჩემზე გადმოვა, მას არ სჭირდებოდეს სპირტით გაწმენდა.
რამდენი აქვს სხვას სიცხე? როგორ ჰგრძნობს თავს. Выдает себя головой, а меня подымает насмех, унижает в глазах других.
*
სხვადასხვა აფერადება.
ფერადების გამმა.
შერჩევა ფერადების.
წითელ-ყვითელი, წითელი, ყვითელი.
სიბრმავე, რომელიც უშლის ფერადების დანახვას.
წითელი, ყვითელი ფერია ხმაურობის მოყვარული საზოგადოებრივობის, ბაზრის, სახალხო დღესასწაულების (შპენგლერი).
მოცისფერო, მომწვანო ტონები (მსოფლიოს აქვს სიღრმე და სივრცე) ეს ფერებია არა საგნების, არამედ ატმოსფერის. ისინი სპობენ სხეულებას და ბადებენ შთაბეჭდილებას: სივრცის, სიშორის, უსაზღვროების. ისინი არიან ატმოსფერის ფერადები. ისინი ჰქმნიან ჰაეროვან პერსპეკტივას.
აქ საუბარია არა ნოყიერ, ახლობელ, სიხარულიან სიმწვანეზე, არამედ გაურკვეველ მოცისფერო-მწვანე ფერადებზე.
*
დიდი სახალხო დღესასწაული.
ფერი სახალხო დღესასწაულის.
[წითელი ფერი, ძლიერი ფერი]
რომ შესაფერი მონახოს ფერი,
ფერი სახალხო დღესასწაულის.
Мравал-Жамиер.
ალავერდი. [დარი].
* * *
[ვინ არ იცნობს ჯუღაშვილის
მედგარ სწორ-უპოვრებას.]
ჯუღაშვილის...
გაუმარჯოს ცხოვრებასა.
გაუმარჯოს ცხოვრებას.
* * *
[Ночки млели] Волны злились, бури выли,
[Вел нас кормчий Джугашвили]
[Помнишь,] Помним кормчий Джугашвили
[Волны злились] Как степные [бури] выли...
* * *
[1. Грянем Мравал-Жамиер.]
[2. Еще Мравал-Жамиер.]
[Грянем] Тебе Мравал-Жамиер,
Мравал-Мравал-Жамиер.
Здравствуй, Грузия.
Спой, прекрасная Грузинка.
[Вел нас кормчий Джугашвили].
Грузия, к тебе пришли мы.
* * *
რა მშვენიერი ძაფებით ქარგავს!
ჩქეფს. მიდი-მოდის. ხავსს არ იკიდებს -
ღამით საბანში ეშმაკ თავს ჩარგავს
და ჩუმად, ჩუმად, ჩუმად ხითხითებს!
ხა, ხა! გულწრფელი ჰგონია ყველას;
არ გეცინება და იცინი-კი.
*
მე მენდობიან
და ვიცინი-კი.
ვერ მგრძნობენ,
ვერ მგრძნობენ მელას.
*
I. - სიცხე ხომ არა გაქვს?
- გუშინ 37,5; დღეს 35.
ქინაქინა. გაციება ხელად იცის.
ბულიონი.. ერთი ბეწვა...
კამფარა..
პირველი საქმეა მოთმენა...
შეხორცება.
მოვიდეს ხვალა.
- კარგად იყავი - კარგად გნახე.
II. - გამარჯობა. როგორა ხარ ქეიფში..
- რა უშავს, ასე რა, ვცხოვრობთ.
- სიცხე? საჭმლის ნება? ღია ჭრილობა.
*
1. დიდ აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს.
2. წარსდგა მშიერი და არა შიშველი.
3. - რა მიქნეს, როგორ მომატყუეს... „ვეჩორკა“ ვუთხარი და „ტილისკი რაბოჩი“ შემოუჩეჩებიათ.
4. „ნათლიღება დღეს ძველად მტკვარში დაიხრჩო ორიათასამდე კაცი. ვანქიდან მადათოვზე ხიდი ჩაინგრა და ხალხი დაიღრჩო. ვინც წინ იყო, გადარჩა. მინახავს სურათი“. ამჟამად ამ ადგილას წყალი სრულებით არ არის.
ეს.
20/I-36 წ.
გიგა ქიზიყელი
ეხლა მოხუცია გიგა, მაგრამ მძლავრი კაცია. ჰყვება ამბავს, როგორ მოიტაცეს „პარტიული მიზნებისთვის“ არამიანცის ვაჟი, 18 წლის ახალგაზრდა.
- მცხეთაში იგი ეტლში ჩავსვით და ვუთხარი, ა, ხომ ხედავ: წინა ეტლში შენ ზიხარ, მეორეში - ჩვენა. იცოდე, კარგი არ დაგემართება, თუ გაქცევა გისურვებია. იყავი წყნარად. მამაშენს იმდენი ფული კი აქვს, რომ შენს გამოსასყიდათ რაღაც 100,000 მანეთი არ დაიშუროს. „მწირის“ მონასტრიდან ასე ავიყვანეთ სართიჭალაში, ძლიერ კარგად ვებყრობოდით, ჩიტის რძესაც კი არ ვაკლებდით, სულ მწყერებს ვუწვავდით. ნაირ-ნაირებს საჭმელებს ვაწვდიდით. ვუვლიდით, რაც შეგვეძლო და ისიც კმაყოფილი იყო.
მამა მისი, მდიდარი არამიანცი მაშინ საზღვარგარედ იყო და წერილიც იქ გვქონდა გაგზავნილი: შენი შვილი მოტაცებული გვყავ, გამოგვიგზავნი ასიათას მანეთს, გამოვუშვებთ, არა და მოვკლავთ, ჩვენი ბრალი არ იქნება.
მოტაცებული ახალგაზრდა არამიანცი სართიჭალიდანა საგარეჯოში გადვიყვანეთ. იქ კიდენ ჩვენი კაცი ჩამოვიდა ტფილისიდანა, „გაუშვითო, - გვითხრა, - ასი ათასი მანეთი მივიღეთო“. ჩვენაც ჩავსვით ეტლში, შეიარაღებული კაცი გამოვაყოლეთ, რომ არა დამართოდა რა; ტფილისს რომ სამ-ოთხ ვერსზე მივუახლოვდით, გზა მშვიდობისა ვუთხარით - და გავაგზავნეთ სახლში.
კაცებს ბევრს ვიტაცებდით, მხოლოდ მოკვლით არავინ მოგვიკლავსო.
* * *
20/I-36.
- შენა, გიგა, ჩემი ვაჟი რომ გასათხოვარი ქალი იყოს, როგორ უცებ გაათხოვებდი... სულ ყველგან ალბად აგრე აქებ...
- განა მარტო მე ვაქებ? საქმე აქებს, საქმე!
*
„Советская общественность не страдает бессоницей, мало заглядывает в старые дипломатические документы, но она интересуется состоянием умов политиков других держав и будет следить за дальнейшими историческими исследованиями некоторых германских политиков; Мы не придаем им большого значения, но некое симптоматическое значение они имеют. Ухудшение положения фашистской Германии вообще приводит к росту исторических интересов у германской публики. Дешевые издания „Истории падения Римской империи“ Гиббона хорошо расходятся, популярен и Светоний с его образами безумных цезарей. Может притти и пробить час „Мыслей и воспоминаний“ Бисмарка“ (Viator: „Правда“. 14/I-36 г.).
აი, საუკეთესო დახასიათება ისტორიული თემატიზმისათვის. თემატიკის საკითხი - თანამედროვე პოეზიაში ერთი უმთავრეს საკითხთაგანია.
*
20/I-36.
ღრმად პატივცემულო ბ. ნიკო!
[მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა არ მქონია თქვენი პირადათ ნახვის, ნება...]
დიდი სურვილი მქონდა [თქვენთან] თქვენი პირადად [საუბრის] ნახვის, მაგრამ ავადმყოფობა ამის ნებას არ მაძლევს; ამის გამო გადავსწყვიტე თქვენთვის წერილის მოწერა. მე გახლავართ რუსთაველის კომიტეტის წევრი; და [ყველაფერი, რაც ეხება ამ გენიალურ ქმნილებას, ჩემთვის ძვირფასია. მეტის მეტად მაინტერესებს, და გთხოვთ... და ჩემს თავს მოვალედ ვთვლი, მოგცეთ რამდენიმე შეკითხვა, რომელიც] [მე] მინდა რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ „ვეფხის ტყაოსნის“ იმ ხელნაწერზე, რომელიც [ნიქოზში], როგორც გადმომცეს, ნიქოზში გეგულებოდათ თქვენ.. ჩემთვის ამ შემთხვევაში უბრალო რამ, წვრილმანიც კი საინტერესოა; [და იმედი მაქვს] აი, რა მაინტერესებს:
1. საიდან უნდა გაჩენილიყო, თქვენის აზრით, იმ ოჯახში „ვეფხის ტყაოსანი“? შემთხვევით, მემკვიდრეობის წესით. რა ოჯახი იყო ის ოჯახი, სანამ ხელნაწერს დასწვავდენ?
2. ხომ არ გინახავთ წინად ის ეგზემპლიარი „ვ. ტ.“-სა, ხომ არ გახსოვთ მისი ფორმატი, ქაღალდი, ხელი, ილიუსტრაციები, განსაკუთრებული რამ თვისებები, რომელი საუკუნის უნდა ყოფილიყო?
3. საინტერესოა დაწვრილებით: რა პირობებში დაიღუპა ის „ვეფხის ტყაოსანი“. რატომ მაინცა და მაინც თონეში დასწვეს?
4. რას წარმოადგენდენ იმ ხელნაწერთან დაღუპული სხვა ხელნაწერები?
5. შეიძლება არ დაუწვავთ, ინახავენ ეხლაც და არ სურთ გამოჩენა?
6. ხომ არ გახსოვთ, ხომ არ გაგიგონიათ ანალოგიური შემთხვევები ძველი ხელნაწერების განადგურებისა? წინად ან ახლო ხანში.
7. რას წარმოადგენდა ის პიროვნება, რომელიც ინახავდა იმ „ვ. ტ.“-ს?
8. სკივრში, ნოხს ქვეშ თუ სად ინახავდენ ასეთ ხელნაწერებს?
9. ვისი თხოვნით გაემგზავრეთ თქვენ ნიქოზში იმ „ვ. ტ.“-ს ბედის გასაგებად? რომელ წელს, რა თვეში, რამდენი ხანი დაჰყავით იქ?
10. გვარი, სახელი, მამის სახელი იმ პიროვნების, რომელსაც „ვეფხის ტყაოსანი“ ჰქონდა (გლეხი, აზნაური, თავადი, სასულიერო წოდების, მოსამსახურე და სხვ...). ხომ არ გეგულებათ კიდევ სადმე - ჯერ უცნობი ხელნაწერი „ვეფხის ტყაოსნისა“? ან სხვა ხელნაწერები რაიმე?
11. საერთოდ, ერთის შეხედვით სრულიად უბრალო რაიმე, წრილმანი, დიდათ საინტერესოა ჩემთვის და დიდათ დამავალებთ...
P. S. ეს წერილი უნდა გამეგზავნა გორში ექიმ ნიკო ელიოზიშვილისათვის. არ გამიგზავნია...
*
მშვენიერ პარიზზე ოცნება ლირიკით...
ჯან-ქეიფ-უნცეს...
სტრიფონი.
* * *
პოეტი, ვინაც წრფელია გულით,
საკმარისია ხმის ამოღება -
რომ მას თან მოჰყვეს სრული გუგუნით
აღფრთოვანება ან ამბოხება.
გზით, გაკვალულით მის მიერ, მიდის
ხანა, მრავალი დიდის დიდებით,
იზრდება ღელვა კიდითი კიდის
სასწაულების მაგალითებით.
უფრო ძლიერად გაივლის ზოლად,
მეტი ეძლევა ძალა სიმღერებს,
[ეხლა] როცა ცხოვრება ეკუთვნის მხოლოდ
ჩარჩს, დიპლომატებს და გაიძვერებს.
მე შენს ადგილას, პოეტო ფრანგო,
არ დამნანდება ლურჯი კანდელი,
ესროლე სარკე, თითქო უმანკო,
ნამდვილად ზიზღის კორიანტელი.
* * *
იანვ. 1936.
ცხოვრება, ცხოვრება... [ამძოვრება... სწორ-უპოვრება]. ამოვრება... [ესაშოვრება].
[საძოვრება]. ჩაქსოვრება. ესაქსოვრება. გამწყობრება. იპოვრება... ნაპოვრება..
[დროთუხსოვრება]. ძალმომრეობა. უცხოურება. ეუცხოვება. მოოქროვება. იქოურება. ზემოურება. ქვემოურება.
ამთაგოვრება. დაყოვრება. ცხოვნება. მოშორება. აეშორება.. დამდოვრება. სახსოვრება.
ოურება. ოური.
*
გახსოვს შორი გზა, ცდა
მოგების და საშოვრების -
ეს იყო ბნელი გვირაბები
ძველი ცხოვრების.
აიღე ჭიქა - [გაუმარჯოს] ახალი გზა
[სწორუპოვრებას] გვესაშოვრება,
ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,
ახალ ცხოვრებას!
აიღე ჭიქა. გაუმარჯოს
სწორ-უპოვრებას,
ეს გაუმარჯოს
სიხარულით სავსე ცხოვრებას.
ასწიე ჭიქა! არ შეუკრთე
აქაურ ჰავას,
მაშ, გაუმარჯოს პარიზის ცას,
პარიზს მომავალს.
აიღე ჭიქა, მეგობარო,
დასცალე ზოგი.
ეს კომუნარებს გაუმარჯოს,
ძირს დელა-როკი.
ახალ ცხოვრებას
არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,
ო, რა ხანია!
ნამეტანია, მეგობარო,
ნამეტანია!
აიღე ჭიქა, ნუ უყურებ,
დროთ უხსოვრებას..
ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,
ახალ ცხოვრებას.
გახსოვს ავდრები ნათესების
და საძოვრების?
ის იყო სევდა და ბურუსი
ძველი ცხოვრების.
აიღე ჭიქა, ნუ იგონებ
იმ ამძოვრებას...
ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,
ახალ ცხოვრებას!
23/I-36.
Аристотель. Метафизика
Перевод и примечания А. В. Кубицкого. Соцгиз., М.-Л., 1934 г., стр. 347, тир. 10000, ц. 9 р. 25 к.
...Очень ценны примечания к тексту Аристотеля, составленные А. В. Кубицким. В них отразилось многолетнее вдумчивое изучение Аристотеля и превосходное знание огромной коментаторской литературы.
Самый перевод выполнен чрезвычайно тщательно; он точен и в то-же время не страдает педантической дословностью, часто не облегчающей, но наоборот затрудняющей понимание контекста. При передаче особо сжатых и потому невразумительных формул, переводчик удачно применил систему поясняющих дополнений и вводных слов, всегда отделяемых от текста самого Аристотеля особыми - косыми скобками.
Некоторая сухость стиля А. В. Кубицкого, которая могла бы сказаться в работе над автором, превосходящим Аристотеля эстетическими качествами изложения, в данном случае пришлась совершенно кстати и не умаляет достоинств перевода.
Проф. В. Асмус („Известия“, 16/I-36 г., №14.)
24/I-36.
* * *
არა ვარ გადამთიელი,
დღეს ასე გითხრა, ხვალ ისე -
ღამე, ეს [ოხერ-] ღამე ტიელი
ღვინით ვერ გავიხალისე.
[გულგაპობილი] გაშიშვლებული, უდაფნო,
უსულგულობის წამია,
ღამე, ეს ღამე უდაბნო -
თვით[ონ] ღვინისფერი შხამია.
წარსული - მქრალი ცეცხლია,
აწმყო - უსახო ნაცარი..
*
სამურაი. ვინ არის „სირიუსი“?
- კუჭის ოპერაცია გავაკეთე, განა ხიწვი ამოვიღე ფეხიდანა?
[1- მდე ბობოხიძე.]
*
მხოლოდ შენ მაქებ განა!
მე საქმე, საქმე მაქებს!
* * *
24/I- 36.
- იყვნენ გიორგი და დათიკო. გიორგიმ მოიტანა იები, დათიკომ პაპიროსი. გიორგი ამბობდა: ნეტავი მეც საავადმყოფოში ვიწვეო. სახელგამში ბარონი არ არისო: ყველა უარზე სდგასო. ასახელებენ ნ. კიკნაძეს და პ. დ. საყვარელიძეს. ყოფილან შორაპანში. იქ პ. ჭიჭინაძეს სკანდალი მოუხდენია.
იყო ბენიტო. მან ბევრი საინტერესო ამბები მომიტანა: მინსკში მოწვეულია საკავშ. მწერალთა მორიგი ყრილობა. მომხსენებლად ქართულ პოეზიაზე გამოდიან მირსკი და სხვა ცისფერელების მეგობრები. თვით ბენიტო უნდა წავიდეს მინსკში და იქ ბელორუსიის მწერლობაზე გააკეთოს მოხსენება. აქედან დემეტრაძე და სხვ. ყველაფერი ყანწებისთვისო, ამბობს. ჩემი წიგნის რედაკტორობას ანდობენ გაფრინდაშვილს, პატრონი არავინ გამოუჩნდაო, ამბობენ თურმე. გაფრინდაშვილი არ ივარგებს (რადიანი უკეთესია, ამბობს, გასვიანიცო). „კომუნისტში“ იქნებაო ჩემი წერილიო. მომიყვა პოეზიის შესახებ დისკუსიის ამბებს. საინტერესოა მინსკის ამბები.
- იყო ბებუთოვი. მან მთხოვა პუშკინზე წერილი. ჩემზე წერილი მალე იქნებაო „ზარია ვოსტ.“-ში.
- მივიღე ფედიას წერილი.. ოპტიმისტურია, „Да здравствует маршал поэзии“.
- შენს სადღეგრძელოებს ბევრს ვსვამთო, ამბობდა გ.
- შ. რადიანი, ბ. ჟღენტი, დემეტრაძე - ამბობდენ ჩემი წიგნის შესახებ...
2/II-36 წ.
იყო ბენიტო. მომიყვა ამბებს მომავალი თებერვლის დღეებისას.
3/III-36 წ.
იყო ვასო გორგაძე, ღამე... ოპტიმისტი. ლაპარაკობს დღესასწაულებზე...
25/I-36.
ოფორტი
გაზაფხულია. [ტყე] ხე ფოთოლს ისხამს,
ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი..
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
ფეხებს [მისუსხავს] გისუსხავს ეს უხვი ცვარი..
კარგია, როცა რიჟრაჟი მოდებს
სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს,
საკმარისია შეეხო ტოტებს -
და ნამი თავით კოჭამდე გივლის..
შორით [რომ სახლი] ვერსალი მოსჩანს ცისფერი,
როსმე ის ჩემი იყო ზმანება -
გაივლის თვალწინ იგი სიზმარი,
და რაღაც მწარედ დამენანება...
*
ქალაქის ბაღი და
სოფლის ზვარი,
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას
სისხამს
მაცოცხლებელი
ეცემა ცვარი.
სტახანოვური
იარე! ჰნამე
დღეა თუ ღამე,
ყოველი წამი
[შენობას] კომუნიზმს აგებს.
მტერმა რაც აგოს,
პასუხიც აგოს,
ვინ უნდა მაქოს?
მე საქმე მაქებს.
მშფოთარებაში დინჯი,
და გამართული ბიჯი,
მე ჩემი [მკაცრი] შრომის ნიჭი
და ჩემი საქმე მაქებს.
ხან უთეთრესი, ხან კი
შავთ-უშავესი ზანგი,
ჩემი მქუხარე ჩანგი,
მე ჩემი ჩანგი მაქებს.
[შენ კი] რისთვის გეგონა, მერი,
რომ პოეტს არ ყავს მტერი,
კიდევ ბევრია, ბევრი
ჩასაფრებული ჯაგებს.
[მე ჩემი] წრფელი, სპეტაკი გული,
და ჩემი საქმე მაქებს.
25/I-36.
განა მარტო ის? საქმე, მე საქმე მაქებს.
საქმე აქებს. ნაწვავ-ნადაგებს. ქადაგებს. ამ სარკოფაგებს. ქალაქებს. ბაგეებს.
აჩაჩანაგებს. ლაქებს. ნაგებს. ჯაგებს. ამხანაგებს. პასუხ-საგებს. ჩანგებს. გადააგებს.
ტანკებს. განგებს. ივაკებს. უზანგებს.
Рубенса. რუბენსს.
25/I-36.
„Ленин подолгу останавливался перед какою либо картиною и свойственным ему образом восхищался ею, под картиной всегда стояла, и почти без исключения, подпись Рубенса.. Он вероятно, так же и по тем же основаниям любил Рубенса, как он любил Пушкина, Некрасова и Толстого“.
А. Трояновский (Миф. Р. 21 января)
25/I-36.
დღე მიიწევა ვით გასვენება.
ამოვა - საამოა.
დღე იორქშირის კურატის. უზრუნველი.
ნეზვი - ექვსი.
თავზარდაცემა.
ინკვიზიცია.
სარჩული.
აწეული (ხასიათი).
ანსამბლი (წამთა).
განდევნილი სიტყვა „ურია“.
მაგრამ გიყვარდეს ურიის ქალი.
ეპოქის სტილი და ხასიათი.
რაც პოეზიას აძლევს გასაქანს.
დათიკოს - ვანატიკოს.. ტ. ტ.
კარდინალი.
გადატვირთვა.
„ორკესტრი უფრო ხმამაღლა უკრავს,
ბარიტონის კი არ ისმის სოლო“.
და მსმენელამდე ვერ აღწევს სიტყვა.
ცხელი შხაპები (Душ).
ბრინჯაოს ხანის იარაღი.
გზადაგზა.
მესტია.
კიოსკი. ხორგი. როსკიპი.
„ქალაქი მოქალაქეთა თეთრი ჩადრებით აქათქათდება და ათასობით დაიწყებს დენას“.
მაისიდანვე.
გამხდარი, ნაწამები ბავშების გამომეტყველება.
მასალათა - სალათა.
საშენი - თავსაშენი.
ფერფლის ფენობა. ფენი.
მიწისქვეშა - შეშა, ხვნეშა.
საბადო.
მარაგი.
სისქის - კისკისი.
25/I-36.
[იპატიევის მონასტრიდან ინჟენერ იპატიევის სახლამდე]
რუსი ემიგრანტი პარიზში
ყრუ მონასტერი იპატიევის -
მღვრიე სათავე.
მონანიების და პატიების
[მტკიცე] ძველი სადავე..
იმ კედლებიდან რუსეთი ნანობს
შეცდომას მწარეს,
რომ ჩააბარა ტახტი რომანოვს,
[რისხვას] მტერზე უარესს.
სამასზე მეტი წელი [იარა] გატევის;
[იარა] გაჰქრა, ვით მტვერი,
[ყრუ მონასტერი] მათი სამშობლო, იპატიევის
ყრუ მონასტერი..
[როგორც] ადგა აჩრდილი სქელი მტვერიდან,
და უმიზეზოს
დიდი ხნის შემდეგ - მონასტერიდან
მიადგა ეზოს.
ვისია სახლი - კითხულობს [მდგმური] ბევრი
მსხვერპლი ძიების...
[მას] და უპასუხეს [არს] მას: ინჟენერის
იპატიევის...
აქ ყველაფერი თითქო ქანაობს,
როგორც სიმბოლო -
აქ უკანასკნელ მეფეს - რომანოვს
მოეღო ბოლო.
მორჩა: [მაგრამ დღეს] ყველაფერს [ეღება ბოლო] დრომ ხელი ახლოს.
ჰქრება ბურუსი.
მაგრამ დღეს [დიდი] შემხვდა ბულვარის ახლოს,
მოხუცი რუსი..
ლუვრში შევიდა, სახელდახელოდ
იყიდა ხატი..
გვარი არ ვიცი, მაგრამ სახელად -
[ჰქვია] ერქვა იპატიე.
[ეკლესიაში ხატებს შეუნთო,
ალიც მჩატეა.]
სანთლად თავისი დარდი შეუნთო
და აპატია.
[რაც მას ცოდვა აქვს] გენერალს ცოდვა, ზეცავ, შეუნდე
და აპატიე...
*
25/I-36 წ.
კარგია - [ძვირფას] უბის გარღვევა ალით.
ლუვრი - საყვარელს მაგონებს უბეს,
მზად ვარ [არ დამცემს თავბრუდახვევა] ჩემის და ლენინის თვალით
გათენებამდე ვუცქირო [რუბენსს] ღრუბელს.
[იქნება ჩვენი მჭლე საუკუნე...]
უვლის, ლუვრისა.
*
ამოსვლას მზისას
მგზნებარე [ალით] რკალით,
საოცარ ფერებს,
[საყვარელ] მშვენიერ ღრუბელს.
რუბენსს...
*
სა
იდგა. თითქო.
ამ ადგილს ერთი ღრუბელი იდგა.
25/I-36 წ.
* * *
[დავიმახსოვროთ] ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი - ამბობდი შენა,
[ვრცელ უდაბნოში] [როსმე] გუშინ პარიზში, სადაც [ქარის] ქვიშის ისმოდა ქშენა,
როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ.. ჩვენს სწორად, თითქო,
ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა.
*
დავიმახსოვროთ ეს ადგილი, ამბობდი კიდევ,
როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე.
[როგორ გვახსოვდეს: ამ ადგილას]
დავიმახსოვროთ ასეთ ნიშნით, ჩვენს სწორად, ნელი,
[ერთი] იგივ მსუბუქი, მშვენიერი [იდგა] არის ღრუბელი.
*
[ვეძებ იმ ადგილს, ყოველ წამში სანატრელ ადგილს,
და ასე ზუსტად, ასე ნათლად დანიშნულ ადგილს,
[ეხლა დავეძებ..] [ამაოდ ვეძებ..]
ადგილს, დანიშნულს ასე ნათლად და ასე ზუსტად,
ამაოდ ვეძებ.. მახსოვრება შემექნა სუსტად,
თუ გადინაცვლა არე-მარემ.. [მაშინ] გუშინ კი თითქო,
ცაზე ჩვენს [სწორად] ზევით მშვენიერი ღრუბელი იდგა..
*
[ამ უდაბნოზე] მაგრამ პარიზზე ბევრმა ქარმა გადაიარა -
გადაიტანა ბევრი დარდი, ბევრი იარა.
და ის ღრუბელიც, უდარდელად მჭვრეტი ციდანა,
[მსუბუქი, ნაზი ის ღრუბელი თან წარიტანა.]
ო, ის ღრუბელიც ამოებამ თან წარiტანა!
*
კახური „მრავალჟამიერი“-ს, ატანილს მეოთხე და მეხუთე მუხლამდე.
............................................................................................
და კახურს [ქარი] გრიგალი ცვლის მრავალჟამიერს,
მეოთხე, მეხუთე მუხლამდე ატანილს.
საღამო ხანია...
[ვინ ასწერს ამ ] საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს...
მოაწყდა (აშვენებს) [ავდარი] ფოთლები ვაზის და ატამის.
Маяковский. პოემები.
კოლა ფანჯავიძე.
26/I-36.
* * *
გარე-უბნებში, სად [სთვლემდენ ქოხები] ხმა-აწეულს
[და აწვალებდენ] უტრიალებდენ საეჭვო არღნებს -
ეხლა ასეულს და ათასეულს -
გუგუნი გააქვთ ფაბრიკა-ქარხნებს.
უდაბნოებში გაჭრილ არხებით
შეერთებული ზღვების მორევით.
*
ზრდილნი არიან იმერნი.
1. აფხაზი, 2. მეგრელი, სვანი, ქართლელი, კახელი, იმერელი.
Проф. обход. Профессор.
ექიმი გრინოვი მუშაობდა გორში, ყველას უყვარდა. ეხლა გორიდან ბორჯომში გადავიდა იმ მიზეზით, რომ ცოლი გაუშვა და ცოლის და შეირთო.
27/I. 36
*
1. პროფ. მუხაძე... 2. პროფ. ცხაკაია... 3. დოც. ვანო ვეფხვაძე.. 4. ქირ. ჩაჩავა... 5. თამ. ჭყონია... ექ. ფიფია... ქირ. ქურდიანი... ს. ზ. ციციშვილი... გიორგი ციციშვილი... გიგო ქიზიყელი... ლია ციციშვილი... მარო ციციშვილი... კოლა ფანჯავიძე... ჩ. ხითაროვი... ნ. ციციშვილი... სიმა <პოლ...ი>... ფელდ. ხუმარაძე. თამარ მეტრეველი. თამარ ხოსიტაშვილი.
*
27/I-36.
დღეს ჩვენს ოთახში შემოვიდა გორიდან ჩამოსული კოტე ელიოზიშვილი.
„ვეფხის ტყაოსნის“ შესახებ რომ ჩამოვუგდე ლაპარაკი, მან სთქვა:
- მივიღე წერილი პროფ. აკაკი შანიძისაგან. იგი მეკითხებოდა „ვეფხის ტყაოსნის“ ძველი ხელნაწერის შესახებ, ემყარებოდა რა პლატონ იოსელიანის წერილს „კავკაზში“ (სამოცდაათიან წლებში). პლატონ იოსელიანი სწერდა, რომ მან ნახა ვინმე ელიოზიშვილთან „ვეფხის ტყაოსნის“ ხელნაწერი, იშვიათი ეგზემპლიარი, მეთოთხმეტე საუკუნისა, რომელიღაც მეფის ნაქონი.. შანიძე მთხოვდა მეპასუხნა, თუ ვიცოდი რაიმე ამის შესახებ. მე არა ვიცოდი-რა, ამიტომ გავემგზავრე ნიქოზში, დვირისში და სხვ., სადაც კი ელიოზიშვილები მეგულებოდნენ. გამოვიკითხე. ერთგან მითხრეს, რომ დავსწვითო ბევრი ხელნაწერები, ტყავის ყდებში, 21 წელში. შეიძლებაო, - ამბობდა ელიოზიშვილი, - იოსელიანმა რომელიმე ტფილისში მყოფ ელიოზიშვილთან ნახა „ვეფხის ტყაოსანი“. ელიოზიშვილები სამი შტოის არიანო - ელიოზი, გედევანი და... შეიძლება იქ იყვესო. ელიოზიშვილები არიან სურამში, შეიძლება იქ იყვესო. ერთის სიტყვით, "ვეფხის ტყაოსანი" მე ვერ ვიპოვეო...
ერთ ელიოზიშვილს თამარიანი გაულექსავს (გრიშაშვილმა მთხოვაო). მეორე ელიოზიშვილი ოპერის მომღერალია.
მაგრამ „ვეფხის ტყაოსანი“ სად არის?
27/I-36.
* * *
ეხლა ის დრო არი,
როცა [სნეულ] მედგარ მხატვრებს,
[არ] კვლავ უღვიძებს ქნარი
გულში ჩაკლულ ნატვრებს.
ეხლა ის დრო არი,
როცა, [ძლივსა] თუმცა ძლივას,
ბურუსში და ქარში
ხედავ პერსპეკტივას.
*
სწორედ ის დროა, როდესაც მხატვრებს
[ორხიდეები] არ აკლებს თემას -
აღვიძებს გულში ჩამარხულ ნატვრებს,
ნიჭის, [და გმირის] ღირსების პატივისცემას.
სწორედ ის დროა, როცა მშენებელს
[გაჰქრა იგი დრო, როს ძლივას, ძლივას]
მძლე ასპარეზი მიეცა ძლივას,
და მხარე ახალ საქართველოსას
ძველს, ნირშეუცვლელს (და ჰაეროვანს) ცვლის პერსპეკტივას.
*
Хруще. ცოლის და.
მნათობი. ოხ. იხ. ეხ. მნათობინ.
ციციშვილმა 12 დღე ვერ გაიმეტა თავისთავისთვის, რომ ოპერაცია გაეკეთებინა (საქეიფოდ კი 12 წელიწადიც არ დაუნანებია).
Мне бы петь.
ჩვენ ორი შეშქმული.
* * *
2. ჩვენ, როგორც ორი შეთქმული,
1. ვფარავთ სიყვარულს, ხარებას -
4. განძი, კლდეებში შედგმული..
3. გაურბის დღის ელვარებას..
[კრენკებილი]
საწყალი პიერი
ზღაპარი და სინამდვილე პიერის ცხოვრებაში
მინდვრად [ერთი ქალაქია] თითქო [ქოხი არის] სოფელია,
[და ქალაქის] იქ, პარიზის შორე-ახლო,
საცოდავად იყურება
[რატის ძველი] [ფრანსის] იქ პიერის სამოსახლო.
ალიონზე [გამთენიას] ქალაქისკენ
[ქალაქისკენ მიდის [რატი] პიერ]
მიაქვს [სავსე] ძველი მას კალათი,
[გასაყიდი არა აქვს-რა,]
გასაყიდად მსხალი დააქვს -
[შინაც] შინ კი მოდის არარათი.
[რატის] პიერს ეზოს ბოლოს უდგას
ერთად ერთი ძირი მსხალი,
მისი ბედი და ნუგეში,
ერთადერთი მარჩენალი:
[მსხალს საზღაპრო აქვს თვისება]
მსხლის თვისება ზღაპრულია,
ზამთარ-ზაფხულ, ყოველ დილით
მადლიანი ხის ტოტები
[დატვირთული არის] იტვირთება მწიფე ხილით.
[და საზრდოობს იმით რატი,
მსხალს შეჰხარის, როგორც მნათობს,]
მაგრამ ერთხელ, საღამოთი,
ცრემლით ხვდება ხე-მარადი.
ვერა ხედავს მწიფე ნაყოფს,
[წაუღიათ] გაუძარცვავთ მწიფე მსხალი.
ვინ მოვიდა, ვინ გაძარცვა,
რომ არ დარჩა ნატამალი?
[ხედავს რატი, იღუპება]
და ყველაფერს მიხვდა [რატი] პიერ,
[რომ იმის მსხალს] ხედავს [რატი] პიერ, რა ეჭვია,
რომ დღეიდან იღუპება,
რომ მას ქურდი შეეჩვია.
*
[და საზრდოობს მითი პიერ
მსხალი მისთვის არის [მნათი] ხატი.]
საზრდოობს რა, [მსხალი მისთვის] პიერისთვის
სალოცავი არის ხატი.
სანაპიროს, ნაგვის ყუთში
[საცოდავად] გულსაკლავად სძინავს პიერს.
მოკუნტული წვიმით ბავში
სიზმარშია: ერთ მშვენიერ[ს] -
გაიღვიძა [ამ დროს] აქ პიერმა
და წამოხტა ვით შურდული,
ბავში, როგორც სიცხადეში -
სიზმარშიაც გაქურდული..
* * *
საღამოს ბინდმა დაფარა წმინდა
ბურუსით მთები საქართველოსი,
მწირთ სავანესთან...
და უედემო სდგას ანგელოსი.
*
რატი. კუჩხა.
დროგი - ფორანი (საუბ.). ჯაგჯაგა.
* * *
რამდენი წლისაა ეს ჭადარი, რომელიც ცისკრისას დაჰყურებს მტკვარს ჟორესის მარჯვენა მხარეზე და ამ ჟამად ფერმკრთალ ფრაგმენტად გაშლილა ლურჯ განთიადის ცაზე, ნარიყალისა და ფუნიკულიორის ფონზე.
მავთულებს მოაქვთ შორი გუგუნი: ამუშავდა ტრამვაი, მაშასადამე. მავთულები ჰგავან ნოტების ცისფერ ქაღალდზე გავლებულ ხაზებს, რომელზედაც დღევანდელი იშვიათი კომპოზიტორი, დილა, არიგებს უხილავ მუსიკალურ ნიშნებს, რათა გამოვლებულ იქნას ხმა: ტრამვაის გუგუნის.
ტრამვაის ხმა ზღვის ტალღების რიტმიულ მისვლასა და მოსვლას ჰგავს: შორს ისმის, ახლოვდება, იზრდება, ძლიერ ხმაურობს, გვშორდება, ნელდება, აღარ ისმის.
თებერვლის ჩიტები ჟღურტულებენ: ჯერ კიდევ არაა გაზაფხული.
მახლობლად იყივლა მამალმა.
მას მოჰყვა მახლობელი ქარხნის გუგუნი. ორი ხმაა - უზარმაზარი ვოლტორნისა და წვრილი ჭიანურის.
შორით შორიდან მოისმის მატარებლის ორთქლმავლის სტვენა, კიდევ.
საამშენებლოზე ჩამოჰკრეს ზარებს: იწყება მუშაობა.
მამალი კიდევ ჰყივის.
ისმის მეეზოვის ცოცხის ხმა. მეეზოვე ჰგვის ქუჩას. გამოჩნდა პირველი ავტომობილი, იგი მიგრიალებს ვერის ხიდისაკენ.
გაისმა ადამიანის პირველი ხმა.
სადღაც აკაკანდა ქათამი.
გაიგრიალა მეეტლემ და ცხენების ნალების ხმა ჰგავს მქუხარე ოვაციებს, აპლოდისმენტებს.
უფრო და უფრო გუგუნებენ ჩვენი მავთულები.
მიდის, ალბად, „დროგი“. „ჰეეი“ - გაისმის მედროგის ხმა.
მიხრიალებს გრუზოვიკი.
ჩვენს ეზოშიც იყივლა მამალმა: ასე, რვის ნახევარი იქნებაო.
მოისმა კიდევ ქარხნის ხრინწიანი ხმა.
გათენდა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა დღე!
ჩვენს პირდაპირ ჩაჰქრა დიდი ელეკტრონის სვეტი..
გათენდა.
ინგლისელ მეზღვაურების სიმღერა
Плыву, плыву в тумане,
Плыву в кругу ночей,
Британия, Британия,
Владычица морей.
Вокруг земного шара
Британская вода,
Стоят у Гибралтара
Английские суда.
Неисчислимы рейсы,
Широкий путь открыт,
На берегу твой крейсер
На Индию глядит.
И в Африке оставил
Следы от якорей -
Британия, Британия,
Владычица морей.
*
ლერმონტოვი.
ლიმონადი, ვაშლი. პაპიროსი. სადილი.
ალია მოკვდა და ნარი ფლავს აყრიდენო.
მეგრელი მასპინძელი:
- ეს კაკალი ლობიოა.
- ეს ამოლესილი ლობიოა.
- ეს ჭყლინტი ლობიოა.
ვითომ შეხედეთ, რამდენი თავი საჭმელიაო: ნამდვილად კი სულ ლობიო იყო.
- შეხე, რა აღვივებული სახე აქვს.
- მაგ სახემიჭმულმა ეგ რა მიყო.
*
25 დეკემბერი. დიაგნოზი. Fractupa maleolus loberulis (clex).
წითელი მელანი გათავდა 1936 წელს, 12 თებერვალს. დაიღვარა.
*
ნურავინ მცვლის სხვაზედა,
ნურც თავს იცვლის ჩემზედა
და თუ გამცვლის სხვაზედა,
დანას დავსცემ გულზედა.
*
ლექსი - 553. ცალკე სათ. - 114. მე-2 გვ. გადატ. ლექსი - 67. 734 გვ.
გვერდი: 15, 15, 25. 20 дней - в 11 часов.
*
1. პირსახოცები. ბოთლი. ცხვირსახოცი ახალი. სპიჩკები. სარკე. წყლის ბოთლი. 3 შუშა ოდეკოლონის. ფინჯანი, ჩაშკა, კოვზი. ფინჯანის გული.
2. ორი შეკვრა წიგნები. საპნისათვის. სავარცხელი. ჭიქა მურაბით. ფინჯანი კარაქისთვის. პაპიროსი სპიჩკით. მელანი კალამისთვის. ლურჯი საშაქრე.
3. შარვალი ლურჯი. შეკვრა გაზ. და საცვლ. ბამბები. ცხვირს. №2. ოლიას ფართუკი.
4. ორი სალფეტკი. დანა. კამფ. უტკა. სუდნო. პაპკა ქაღალდების. ქაღალდები.
*
[Самтреди.] სამტრედია. რკინისგზის საშუალო სკოლა. პროკლე ვასილის ძე ტაბიძე.
Минск. Союз Советских писателей. Пленум, т. Бенито Б., до 17.
Москва. Проезд Художественного театра, д. №2, кв. 41. ბენიტო.
საშა ანდრონიკაშვილი. სამხედრო.
*
25/III-38.
საღამო. მაგიურმა ხოჭომ გაიარა სიტყვებზე: Черногрив (იელი), Черномазый (ყარაჩი, შავტრუხა, ზანგელა), Чернота (სიშავე). ეს „მაგიური“ ხოჭო აღმოჩნდა რუსულ-ქართულ ლექსიკონის 1118 გვერდზე. მისი ამ გვერდზე მოგზაურობის შემდეგ მე იგი ჩავსვი ასანთის კოლოფში. თუმცა ალბად ეს მას არ სიამოვნებს, მხოლოდ ეს უფრო პატარა, ერთი ნამცეცა ბუზანკალია, ვინემ ხოჭო. იელი, რომელიც მან აღმოაჩინა, ბოტანიკური მცენარე, ყვითელი ყვავილებია, მითი გადაფარული იყო, მახსოვს, ქუთაისის მიდამოები. ყარაჩი, შავტუხა, ზანგელა: ეს ხომ ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი მეა. სიშავე კი - აქ წერტილის დასმა შეიძლება... მაგრამ.. შავებით მოსილი ქალები მთაწმინდაზე, ყველგან? ო! სიშავე თვალთა, სიშავე ღამის, სიშავე ყორნის ფრთების! შავი ზღვა, შავი დღე, შავი აჩრდილი, შავი ბერი, შავი ღრუბელი, შავი ფიქრები!