დღიური-12 - 1922 წელი
1. მიქაძე. 2. დადიანი. 3. ელისაბედაშვ. 4. ჩუბინაშვილი. 5. ტიციან ტაბიძე. 6. ლ. ქიაჩელი. დ. ჩხეიძეს. პაოლო იაშვილ.; კონსტ.; ილია. აბაშელი.
საფეიქრო ქარხანა.
ნარკომპროსი.
სადარაბო სექცია №353.
24 ოკტ.
*
მეცხრე საუკუნეში - <გასტო მისლისა> და რიურიკის ეპოქაში საქართველოს ჰქონდა უმშვენიერესი პოეზია.
რემბრანდტი.
- თქვენ თამაშობთ პიანინოზე?
- არა.
„Чорт с тобой“.
არაა სიხარული, იგი მაინც იქნება.
Смерть новатора.
გრამოონი.
Наркомфин. Вторн., 21 ноября, 1922.
პროეკტი „სოვპროსში“ შესვლისა. ალექსანდრე რუხაძე (გამგეობაში).
დუქანი, საიდანაც გამყიდველი ეპატიჟება მუშტრებს.
11 ლეოსო.
მალე საღამო უნდა მოეწყოს კონსერვატორიაში ან სადმე.
საშა რუხაძეს
[ყრუდ რონინებდა ველი,
სამშაბათობით გული,
დაგავიწყდება ძველი
მშვენიერების სული.
ოჰ, რა კარგია, კარგი...]
*
მანჩესტერი.
იხტიოზავრი მოდერნის შუქით.
თავადი ძველი.
იქ: ამერიკა! როგორც მორგანი
და როკფელლერი.
ევროპასა და აზიას შორის არის რასსიული განსხვავება, „ყვითელი საფრთხე“.
*
ბიკტორ ანაგელი (პროვიზ.).
Межевая 5. ს. წერეთელი.
გრიბოედოვის 28. კახიძე.
წიგნი - სტამბა. მეტრანპაჟე. ასოთამწყობები. მემანქანე.
Материальная 16. დემნა შენგელაია.
19 სეკტემბერს, სამშაბათს - ვასო შარაშიძის საღამო.
*
- სერგო, გაგვაცინე.
- დაუკვირდი: რა იყავი, რა გახდი და გაგეცინება.
- როგორა ხარ?
- გავწითლდი რედისკასავით. რედისკა გარედ წითელია და შიგნით თეთრი.
- სულ გულში ვატარებ ამ წერილს.
და მიაქვს წერილი <ტ...თან>.
*
ბიბლიოგრაფია. ლომისი №4. ეკუთვნის ტერენტი გრანელს. რატომ მიაწერა მან გ. ტ. არ ვიცი. იყო რედაქცია - <...>.
ეს იყო რედაკტორის უყურადღებობა, რომ შეცდომით ტ. გ. მაგივრად მიაწერა გ. ტ.
ლომისის სარედაქციო კოლეგიის წევრი: კონსტანტინე გამსახურდია.
P. S. გ. ტაბიძეს გაუმხილე პსევდონიმი, როგორც საბჭოს წევრს.
კ. გამსახურდია
*
ველური - როკфელლერი. მორგანი.
კვირა. 17 ენკენ.
მგონია, დამინიშნეს პენსია.
17-32. დ. პავლიაშვილი.
რაჟდენ სვანიძე. 2 ტეხნიკუმი. 7 კლ. მოწაფე.
დღეს ტელეფ. 6-54. არტემ გაბუნია. სოვნარკომი.
*
1. სალიტერატურო წრე - შალვა იმედაშვილი.
2. კაфე - თეო კეკელიძე.
3. გაზეთი „შიკრიკი“ - ნაპოლეონ (სამ საათზე).
გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ქუჩიშვილი, პოლიო ირეთელი, დავით პავლიაშვილი, თ. კეკელიძე.
საღამო.
წერილები: თელავი - საშა რუხაძეს. მუკუზანი - კოტე ნაკაშიძეს.
არაფერი არ გამოდის.
*
დღეს: 1. რევკომში. 2. ნარკომპროსში. 3. ოლიასთან. 4. სასახლეში. 5. ნაპოლეონ. 6. შალვასთან. 7. ორახელაშვილი. 8. შარვალი.
სამშაბათს, 26 - ზომლეთელის საღამო.
სამშაბათს უნდა შევიარო ჩომიშკრიანთან გორისპოლკომში.
„ნოე“-ში საღამოობით იასონ გაბილაჲამ მთხოვა შევლა.
ვარდისუბანის ქ. №18. დიღმელი.
Милютинская 13. Вашакидзе. საღამოობით.
ქარმა აფიშა მოხია.
- იყოს გენაცვალე, მაინც ქარი ანგრევს მწერლების ცხოვრებას.
ერევნის მოედანი №3. <ტ...> შაბათს - საღამოთი.
პოეტი ხელს ხვევს:
- წამიკითხეთ, თუ შეიძლება, безплатно.
რუსთაველის პორტრეტი.
შალიკო ბუაჩიძე замგამგე მუნიც. სახლების (განცხადება).
ხვალ, ოთხშაბათს 27, ბინისათვის ბუაჩიძესთან. კანტორა.
*
ტერენტი გრანელს შეუძლია დასწეროს კარგი წერილები.
საშა რუხაძე ჩამოსულია. ეხლა გავივლი მასთან.
Цхнетская 2. კოტე ნაკაშიძესთან ქალები.
დღეს: 1. ს. რუხაძე. 2. ნარკომპროსი ან რევკომი. 3. ფული. 4. საღამოს კრებაა.
Динамо прерывает свой шепот, катодные лампы гаснут, но никогда не погаснут надежды и вера в человеческий гений и его способность претворять в явь самые смелые сны и мечтания.
მწერალთა კავშირიდან 1 მილიონის მიღება.
1-70 ნარკომპრ. კომენდანტ.
Католическая 18. გრიშა და ლადო ჯაფარიძეები.
*
დღეს 29 სექტემბერს დღით, პარასკევს, სახელმწიფო გამომცემლობის გამგემ, ზუმბაძემ დამპირდა, რომ ნოემბრის დამლევს იგი მომცემს ქაღალდს - წიგნის გამოსაცემად, 40 ფუთს - კარგ ქაღალდს. ვნახოთ, შეასრულებს თუ არა დაპირებას (უსათუოდ უნდა შეასრულოს).
ზუმბაძის სახელი?
*
დროა შევუდგე წიგნის გადაწერას.
კონფერენცია არ იქნება დიდხანს.
დღეს:
11-69 [სოვნარკომის საქმეთა მმართველი] ცენტ. აღმ. კომ.
საისტ. და საეთნ. საზ. მუზეუმი (უნივერსიტეტი) 10-2 საათამდე.
უიარაღო.
ხუთშაბათები დაიწყება მალე.
რკინისგზის სამმართველო. ალექსანდრე იოსელიანი.
*
ვიღაც ქართველ პოეტს ყურულაშვილს გაუხსნია კლუბი, შესაერთებლად - ქართ., პოლონ. და რუსები. ვინაა იგი? ვინ კითხავს რამეს?
„ქართველი პოეტები ვარშავაში“.
ოთხის ნახევარზე სანდრო ეულთან. ხუთზე ხელოვანთა სასახლეში.
ტროცკის წერილი. როგორ გადაიხადეს იუჟინის იუბილეჲ.
ყველა აქტიორების ამ სეზონის პორტრეტები („Заря Востока“. 14 სეკტ. 1922. №2).
ქართული დრამა
ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ეფემია მესხი, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ტასო ამირაჯიბი, აბელიშვილი ნ., ბეჟანიშვილი, ვასაძე აკაკი, გამრეკელი ვ., გომელაური ზ., გამყრელიძე ვ., ღამბაშიძე შ., გოცირიძე ნიკო, დავითაშვილი ნინა, ჯავახიშვილი ნატალია, დონაური ელ., დადიანი შ., ჯიქია ვ., ჟორჟოლიანი ალ., მჟავია დ., ქიქოძე ანეტა, კორიშელი პლატონ, ლოლუა ან., ლორთქიფანიძე მ., იმედაშვილი ალექსანდრე, ფრონისპირელი, როველი ვ., სარაული მ., სარჩიმელიძე გ., ხონელი შ., ჩხეიძე ნინა, ჭავჭავაძე თამარა, ჩხეიძე უშანგი, შოთაძე ანეტა, შავიშვილი ვ., ციმაკურიძე ა., ციციშვილი ნ., წუწუნავა ც.
რეჟისსორები: ქორელი, ანდრონიკაშვილი, ახმეტელი, ფაღავა.
სუფლ.: მგალობლიშვილი, სანდალა.
სცენარ.: იორდანიშვილი, ანთაძე.
გუნიბის ქუჩა 51. თამარ შავერზაშვილი (ჩემი რომანსი).
*
რაღაც იმსხვრევა სასტიკად და დაუბრუნებლად. შესაძლებელია სულიერმა კატასტროფამ დაამსგავსოს ყველაფერი უდაბნოს. ოლია!
*
„მატიანე“. გორდელაძე, პავლიაშვილი, აღლაძე, არონიშიძე, კეშელავა, ბოჭორიშვილი,ზუმბაძე.
კოტე ნაკაშიძე მალე ჩამოვა.
დღეს: სანდრო ეულთან ნარკომპროსში.
ოლიას ამბავი. ფული.
დემნა შენგელაჲას შეუძლია შესანიშნავი წერილი დასწეროს მესამე ტომზე.
ირაკლი ტოფაძეს.
ხარიტონ ვარდოშვილს უნდა აგრძნობინო თავისი შეცდომები. ეს აუცილებელია მანამ, სანამ...
გრანელი, შენგელაია, ტოფაძე, ს. ურუშაძე, გ. აგარელი.
ანდრია ბალანჩივაძეს დაუწერია მელოდეკლამაცია ჩემი ლექსებისა.
*
Николаевск. 84. ტასია.
ვერის დაღმართი №29. ს. ურუშაძე.
ვახტანგთან 3 სთ-ზე. №16.
Курск. пер. №12. იოსებ ჭარელიშვილი.
ელისაბ. და <ჭ...ძის> ქუჩის კუთხე. აფთიაქი.
*
ჩემთვის ძვირფასია ყველაფერი, რაც აღელვებს სულს: მკვლელობა, ჯალათობა, უეცარი სიყვარული, თვითმკვლელობა და სხვ.
Возобновляться или умереть - всегдашний девиз Д’анунцио - с молодости он остался этому девизу верен до сих пор.
„ხომალდში“ მიმიწვიეს თანამშრომლად.
ნ. ჩხიკვაძის წიგნი წინ წერილით.
*
Крыловская ул. №10, военный летчик (სიკო) С. Давидашвили. ავტომობილისთვის <ბუბ...>. Тел. 20-47.
*
არარა არს დჲაცისა.
ადამიანი, რომელიც პროფესიონალია: წიგნებზე ხაზის გასმაში. იგი სულ მალე კითხულობს. იგი ეემერაა.
შალვამ წაიღო სერგო <გ...> ნებართვა.
<М...> 12. კოპლატაძე. განცხადებები.
ჯაჯუ ჯორჯიკიამ მთხოვა მომავალი ჟურნალი და აღმითქვა თანამშრომლობა.
ქუთაისი - სამეურნეო ტეხნიკუმი. ჯაჯუ ჯორჯიკია. გამგე.
*
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები...
„ფერადი ქარები“.
მწვანე ნიავი.
ელელეცი. მელელეცი.
ნინო რიმანელი.
*
კვირა. 15 ოკტომბერი.
დღეს ცხენთა შეჯიბრებაზე.
1. სანაძლეო (ტოტალიზატორი. საჯირითო მოედანი).
მაქვს უპირველესი რიგი. თუმცა მიპატიჟებული არა ვარ.
*
უნდა დავწერო წერილი: „მე როგორც პიროვნება“. იქ შიგა და შიგ ნახსენები იქნება მხოლოდ ნერვები: მერი შერვაშიძე. შერვაშიძეთა ხაზიდან...
იყო: მარიამ ორახელაშვილი; მთავრობა. არ. რუხაძე, ტიციანი და სხვები.
*
Как ты представляешь себя как художника? - კითხვა ირაკლის.
გობრონ აგარელი.
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
საპიორი №3. მესამე.
„არაფერს არ აკლდება“.
ჟურნალში განცხადება იქნება. „სოლეილდორ“.
გიგლა მებუკე. 5 საათზე.
მორჩილი. ყელგამოჭრილი.
Выпис. 3.
სოლომონ ადანაია. ნარკ. საქ. მმართვ.
*
ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობის გამგეს
გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, ნება დამრთოთ, გამოვსცე სამხატვრო-სალიტერატურო ყოველკვირეული ჟურნალი სახელწოდებით: „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. ჟურნალი იქნება ყოველკვირეული, გამოიცემა წინასწარი ცენზურით: დაიბეჭდება ლექსები, მოთხრობები, ნოველები, წერილები და სხვ.
ეს განცხადება გოსიზდატში მივიტანე 17 ოკტ. №2191.
ხვალ, 18 - 6 საათზე კრება.
ზუმბაძემ მითხრა, რომ შესაძლებელი იქნება სახელის გამოცვლა, თუ მოვისურვებ.
გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი №1.
*
საპიორის ქუჩა 11.
განცხ. „რაუდი“. სასახლის სასტუმრო. „ინტერნაციონალი“ - ჯაში. „ორიანტი“ - მიშა აბაშიძეს.
„მრეწველი“. „წარმოკავშირი“. „კახეთი“. „კავშირ. კავშირი“.
„ცენტრალი“ - რესტორანი ინტერ. ქვევით.
„ორიოლი“ - რესტორანი.
„ტურანი“. „შამპანი“.
„უმაღ. სოვნარხოზი“ - ლორთქიფანიძე. „ნარკომპროსის მაღაზია“.
კოოპერატივი „აღორძინება“ - განცხადება.
*
რაღაც კარგი სამუდამოდ დავკარგე,
ვერც ქალაქთა შფოთი და სიავკარგე...
Журнал
ორი განცხადება მზადაა: „ქიმერიონი“-სა და „სასახლის ნომრების“.
კუკური კალანდარიშვილი. ვასო ასლანიშვილი.
25 ოკტ. მ. ბოჭორიშვილმა უარი მითხრა 20 მან. 1922.
ვთქვათ № - 10 მილ. 30 მილ. 20 მილ.
ნომერზე თვეში 80 მილიონი.
*
როდესაც ლეისტის იუბილეზე ვიყავი, მარიჯანმა ჩაილაპარაკა სიტყვა „მთვრალი“.
ლოიდ-ჯორჯის გადადგომის გამო.
პულემიოტი გააბრუებდა ყველას.
რესტორანი „სხივი“ - განცხადება.
არც სწავლა [არსად], არც არაფერია, ვაჭრობამ ყველაფერს გადააჭარბა.
გაზეთს უსათუოდ ერქმევა...
Ресторан над Курою. Фотография Козак.
Наркомпрос. Бюро сборов Горисполкома.
*
არტურ ლეისტს.
ტიციან ტაბიძემ დამპირდა.
10 საათზე სამეურნეო ბანკში, 11 - აღორძინებაში.
Военная 3. გიგლა მებუკე.
Давидовская 22. გრიშა და ტიტე კუნჭულია.
Грибоедовская 18. Кротков.
ილო მაჩაბელი საღამოს.
მელაანი.
*
რრარრარრარრარა.
ქარი ქრის,
ქარი ქრის,
ქარი ქრის.
არარა ბედს ჩემთვის არა არა რა,
უნაპირო მწუხარება სევდას მგვრის
მატარებლის: რა-რარარა, რარარა.
არა-რაა..
არარა..
არა რა.
ვარსკვლავების გუნდი შელეკია,
მესმის რულში ყრუ ელეგია,
რა-რა-რა-რა-რა-რა.
ქარი ქრის, ქარი ქრის.
რარარარარარარა.
ლ. რიმანელი
*
კვირას. კვირას. 2-3 სთ. შალიკო იმედ.
Приютская улица 29.
ხვალ: В.С.Н.Х.Г. ( იაშვილი).
სასტამბო შაბათი.
ცეკავშირი. სახალხო ბანკი (იასონ ლორთქიფანიძე).
*
Начальнику 2 исправдома:
- Прошу разрешить мне свидание <...> заключенным.
*
მიწადმოქმ.
სატყეო განყოფილება - ბაქრაძე ან ბრეგვაძე.
საძოვრების განყოფ. - (იუსტ. კომ.) კოკაშვილი.
სახალხო მამულების - ავალიშვილი ან ანდრონიკაშვილი.
სავაჭრო განყოფილება - სიმონ ხუნდაძე (ვ. გუნია).
გერონტი ქიქოძე.
მახარაძესთან - ორშაბათს განცხადებები.
ახობაძესთან ხოშტარიას კანტორაში სამშაბათს.
სიმონიშვილი.
გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი №2.
მოსე თოიძის სტუდია.
ტელეფონი - მანია. დღეს.
ისეთი ციგანი, როგორც ლეო ქიაჩელი.
სახელმწიფო გამომცემლობის ნებართვა №1947. 1922 წ.
„მთარგმნელთა ინსტიტუტი“ - იგივე ავტორი.
კონფერენცია.
ზესტაფონი. მ. მელიტონ კელენჯერიძეს.
ამაშუკელი უგ. არტ.
შინაგან საქმეთა კომისარიატის მდივანი.
ხვალ სიმონ ხუნდაძესთან.
დღეს 7 საათზე აკადემიაში შარლემანთან.
ღვინის ტრესტი, განცხადება! 1 მილიონი. „ილიონის“ ტექსტი.
Дворцовая <...> пер. №1 იოსებ ჭარელიშვილი.
არწრუნის ქ. №7. სიმონიშვილი.
ანგელიამინოვის ქ. №7. მოქალაქეობრივ მდგომარეობის აქტების მაგიდის გამგე.
*
გულწრფელი, კეთილშობილი, მოუსყიდველი, ძლიერი ნება.
მე, გალაკტიონ ტაბიძე, პოეტების მეფე, 1921 წ. 25 იანვარს მოვუწოდებ ყოველ კეთილშობილს, გულწრფელს, მოუსყიდველს და ძლიერი ნების...
*
გადასახადთა ბიურო. თაყაიშვილი. განცხადებები. წერა-კითხვის განცხადება.
ორშაბათს В.С.С.Н.Х.
შაბათს. 2 დეკემბ. 100 ცალი „ჟურნალი“ სერგო შავგულიძეს.
ბაღდადში - 20 ც. ჭიათურაში - ლადო ახობაძე.
*
ტელეფონის ქსელის გამგეს
[პოეტის გალაკტიონ]
გთხოვთ დასდგათ ტელეფონი რედაქციისთვის „ჟურნალი“, რომელიც გამოდის ჩემის რედაქტორობით. რედაქციის მისამართია: სასახლის ქუჩა №5. ყოფილი ბინა „წარმოკავშირი“.
*
ბახტრიონი 17. ფინანსთა კომ. წარმოკავშირი. Табачный трест Бахтрион.
Гоголевская 48. кв. <Мен> Сулиашвили.
გოგოლის ქ. №48. ბინა 42. ჯუღელი პავლე. კვირას 9-11. 58.
სურათები პოეტის.
*
მე მინდა [ხმამაღლა] ვუთხრა ჩემს უსინდისო მტრებს: წყნარად, გაიძვერებო. თქვენ [არავის] არავითარი უფლება არ გაქვთ, დიახ, არ გაქვთ ხმამაღლა მელაპარაკოთ. მე ყოველთვის მზადა ვარ სიკვდილისათვის.
*
ილო მაჩაბელი.
ვალოდია ნუცუბიძე. „აღმასკომი“. „საინფორმაციო განყოფილება“.
1. ხუთშაბათობით მთელი რიგი განც.
2. როგორია ფულის მიღების წესი.
*
აი რა მზის სიზმარია
აი დროშა აშორდია
ჰაერების სიბერეა.
გალაკტ.
*
ჩვენი გზები სავსეა წვიმითა და ქარით,
ჩვენი სული იცოცხლებს [როგორ] ალით,
[არეულად შებ.]
ენით ერთი <...> <...>
არასდროს არ შეაკვდება ერთმანეთს
იყოს ეს <...> ძვ. მარ.
როგორც ჩვენი...
*
მატინოვის ქ. №7. სონა ეპიტაშვილი.
შენიშვნა უნდა დაიწეროს.
Святополк-Мирская №6. სვიმონიშვილი. Кв. проф. <Миш...>.
პეტრე ნუგეშიძე.
Католическая 6. ფედია.
პროლეტარული ბრძოლა. გრ. ნუცუბიძის წერილი. ფრაგმენტი.
რკინისგზის ცხრილი. „ორიანტი“. „Централь“. სამშაბათს.
ხუთშაბათს ვეჩვ. ჯიქიას 5-6 საათზე.
*
В центре города, отель „Дворцовая“.
Электричество, чистота, порядок. Сто номеров. Номера сдаются посуточно и помесячно. В районе Эриванск. пл.; Пушкинская 4.
ტელ. 14-23.
*
შმერლინგის შვილი ცინკოგრაფიაში.
9 მარტს მე და ი. რუხაძე. 1922.
გ. ტაბიძის ჟურნალი 2.
ოცნება.
უნდა ნაჩვენები იქნას სივრცე ზევით და ქვევით დატოვებული ადგილებისა.
ქვევით და ზევით თანაბარი ადგილები. გვერდებზე არც იმდენი. უფრო ნაკლები.
რედაქციისაგან: ლექსები, მოთხრობები, პიესები, წერილები, ბიბლიოგრაფია, მხატვრული ცხოვრება, მატიანე.
*
Киричная 7. ერკოპა.
<... ლის>14-9 საათზე. [ფეხზე.]
შეშვება-გამოშვება.
მანია დამპირდა ტელეფონს.
Пикадили.
Николаевская 84. ტუსია.
სერენადა.
ხუციშვილი - ქართ. კლუბი.
ზუგდიდი. „განათლების“ განყ. ილია გოგიას.
მე-10 ტეხნიკუმი. საუფლისწულო ქ. №3. გიორგი სვანიძესთან.
Чавчавадзевская №11. Кв. 1. Сергей Захарыч Завриев. 10 ч. утр. დიღომი.
ვახტანგი სარდიამინის ძე სირბილაძე.
რაბისის მიერ მოცემული მოწმობა 14/X-1922, №609.
საჯევახო. სამკითხველოს. ნახევარი მილით.
*
არ ვიცი, ისევ შემიყვარებენ თუ არა, ვიქნები მე საქართველოსათვის იგივე გალაკტიონი - [თუ არა] როგორიც ვიყავი ოდესმე? ჩემი ტრიუმფები, ყვავილები სცენაზე, გულწრფელი სიყვარული მეგობრების.
მოქალაქენო, ამ ჟურნალის გამოსვლისთანავე ასისინდება ათასი [გველი. დაარწმუნეთ ყველა ისინი] პროვოკატორი, ისინი ისე დაიჭერენ თავს, როგორც...
*
6-30 სტამბა.
1. ჯაგრიანი და იაკშირი.
2. ღალატის სურ.
Багратионовская 6. იასონ ნიკოლაიშვილი.
სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 1922.
მე, საშა აბაშელი და ქუჩიშვილი ამოგვშალეს პენსიონრებიდან (სასიამოვნოა). პენსია დაენიშნა პირველი კატეგორიის გრ. რობაქიძეს. ესეც სასიამოვნოა.
გიგლა მებუკემ სთქვა, რომ გამოსცემს ხუთ ნომერს ჩემი ჟურნალისას.
ეს <ღონიერი> მწერალია იმიტომ, რომ...
რეცენზიები: 1. თოდრია. „ცრემლით სიცილი“. უნიჭობა. მეშჩანობა. კარიერიზმი. ქამის სიცილი. მთხლე. სიბინძურე.
<Пе…> граничит с невежеством.
არა ერთსა და ორს მოვუგრეხთ კისერს.
სტუდენტების ჯგუფი ამზადებს მოწაფეებს.
ბაბილინამ კვირას სადილად...
პროფესორი ჩუბინაშვილი. ანდრეევის ქუჩა 20. მეორე სართული.
რაუდ - თანამშრომლობა და განცხად.
ოკტომბერი.
იყო ქარიშხლიანი ღამე.
ჩვენ მივდიოდით საბრძოლველად.
პროჟეკტორის შუქი აპობდა ღრუბელს.
ღამის მოღუშული ჩრდილები იწვენ სასახლეზე და შორს ისმოდა გრიალი ზარბაზნებისა.
სადღაცა შორს სისხლში მოსვრილმა ჯარისკაცმა თოფის ლულაზე ააფრიალა ჩვარი. გაისმა „ურა“. სალჲუტი.
მარსელიეზა, ინტერნაციონალი.
დირიჟაბლი, ორკესტრი.
რაღაცა სამუდამოდ დავკარგეთ (ავკარგად). ამაოდ ვეძებთ მას ქალაქებში, სახლებში, ქუჩებში. არსად არაა სიმშვიდე. ქალაქებმა, სახლებმა და ქუჩებმა სულ სხვა ფერი მიიღეს. არაა მოსვენება არც მშობლიური ხეების ჩრდილებში.
დაბებში და სოფლებშიაც არ არის საყვარელი დუმილი. ძველებურად არ შრიალებენ ჩვენი ჭადრები.
დაათვალიერეთ: ყველგან იპოვით ნაშთს წარსულისას, მხოლოდ სიმშვიდესა და მოსვენებას ვერ იპოვით ვერსად.
გათავდა ბრძოლები, მხოლოდ ჩვენ შორის არ არის საწყალი გიონ საგანელი.
*
№1424.
დ. ბ. დღდჟ და ამხანაგობა.
По случаю отъезда конт. закрыта.
გერგესელს ჩემზე წერილი ჰქონდა.
Саперн. 12. როსტომაშვილი ბაბო.
*
პირველხარისხოვანი სასტუმრო „ორიანტი“.
ქალაქის ცენტრში, რუსთაველის (გოლოვინის) პროსპ. №9.
კომфორტაბელურად მოწყობილი ნომრები, ელეკტრონით განათება, ტელეფონები, ვანნები, საპარიკმახერო, ავტომობილი, კომისსიონერი, სავაჭრო მინდობილებათათვის. სასტუმროსთან არსებობს რესტორანი. სამზარეულო ევროპული და აზიური საჭმელებით, საუკეთესო სპეციალისტი კულინარებისა.
საუზმე, სადილი, ვახშამი, სასმელები. სადილი ყველასთვის 21/2-დან 51/2 საათამდე.
ფასები ხელმისაწვდომია.
*
ნება დამრთეს გაზეთის გამოცემის.
გერონტი ქიქოძე. კომისარიატი.
ნდობით მიცქერის მე ახალგაზრდობის თვალები. იზრდება ახალი თაობა. მომავალში ისინი გააკეთებენ იმას, რის გაკეთებასაც მე ვერ ვასწრებ და ვერ ვახერხებ. მე მინდა მივსცე მათ გზა თავისუფალი ხელოვნებისაკენ.
*
2 ოკტომბერს დაიბადა მამა, 2 ოკტომბერს - დედა, 2 ოკტომბერს დავიბადე მე.
В ней давило его одиночество, которое так остро чувствовалось среди гробовой тишины.
მე ვუშვერ ხელს ფრთიან გენიას სიხარულისას და ღვთაებას თავისუფლებისას.
ამას მოყვა უდიდესი რევოლჲუცია.
Жизнь людей будет полна гармонии и кипучей радости.
Буря кипела в душе художника.
Вместо них явились сытые, самодовольные люди с мещанской душой, в образе аристократов, фабрикантов, биржевиков, купцов, музыкантов, концертных завсегдатаев, мечтательных дам, критиков…
*
პასუხები: გაზელის შესახებ.
წერილები უცნობ ქალს.
მელაძეს გაეგზავ. ჟურ.
ყვითელა. დეკ.
*
იყო არჩევა პოეტთა მეფის,
იქ საგანელი გახლდათ - გიონი,
ვინ გინდათ მეფედ? - იკითხავს გიონ,
და ხმა გუგუნებს: გალაკტიონი.
რა საჭიროა, იყოს ოცნება,
მეტეხს - მეტეხი, სიონს - სიონი,
იყოს ვედრება?
გენიალური გალაკტიონი.
*
ქაღალდი და სტამბა.
ჟურნალი პოეტების მეფისა.
იაკობ ნიკოლაძეს ვულოცავ 25 წლის მო...