შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-11 - 1922 წელი


*
ყველა შანდალში ჩაქრა სანთელი
[დადგა სიბნელე] ბინდის დაეშვა შავი ზეწარი -
[მოვიდა შიში და] შემოეხვია სულს ჟრუანტელი,
დაუნდობელი და უეცარი.

*
შეღამებამ დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართენ კოშკები
[მზისა] ცისა და ნესტანისა.

*
4 აგვისტო.
მესმოდა ქება და დიდება. მე ეხლა ძალიან სახელგანთქმული ვარ.
კონფერენცია ახლოვდება.

სიზმარი. ნათილისმარი.
იერიში. სიმშვენიერეში.

*
[და მიყვარს] ღამეა, მთვარის ქსოვილი
ვით ლოენგრინეს სიზმარი,
ლაჟვარდით გადათოვლილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

*
პოეზია. ინტიმი. ბრაზმორეული. პათოსი.
[რითმა.] რითმე. ვრითმე.
სალიტერატურო საზოგადოება.


Nocturne

ეს [მშობლიური] შუაღამის ქარია,
ეს სოფელია მძინარე,
არ ვიცი, რად მიხარია
[მიძინებული] [ვაზი,] მთები, ყანები, მდინარე.

[ეს ძველისძველი ციხეა,]
[იქ კიდევ [ძველი] თქვენი სახლები.]
[მთამ ნისლი] ტყემ შუქი შემოიხვია -
გზაც სიარულმა დალია,
ის ძველისძველი ციხეა -
იქ კიდევ წინანდალია.

წინანდალს ვაზი აშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი,
მორთავს და შემოაშენებს
აკიდოების მკითელი.

[ღამეა, მთვარით...]
იქ ტყეა სხივით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმარი,
ლაჟვარდით გადათოვლილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

*
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი -
სიზმარივით მდევარი,
ასე ტირის საზანდარი,
უქმი, შემაქცევარი.
გამაგონეთ საÁათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, მპირდები,
დამანებე ფიროსმანას
დაჟანგული ტივები.
ოცნებაო ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი...

*
ბარდია. კორდია.
იგი ალაზანია.


[საღამო კახეთში]

[შორი მღვრიე ბინდებით
იბურება ყვარელი -
სადაც ვაზ-სიმინდებით -
მახსოვს დღე საყვარელი.]
 
საღამო კახეთში
საღამო

[ჩამავალი სხივებით]
გამჭვირვალე ბინდებით
იბურება ყვარელი -
ვაზით და სიმინდებით
მიდის დღე საყვარელი -

სჩანს [ჩამავალ] სანთლიან ჩრდილების
მწერვალებზე მონთება
და [ომ] დრო-გადახდილების -
ლანდი მომაგონდება.

არის რაღაც [კახეთის] ალაზნის
[ბუნებაში - ზვიადი,]
[საღამოში - წარსული,]
[ბუნებაში - ისეთი,]
ვედრებაში - გვიანი,
[რასაც ვერ დაივიწყებს
ვერსად ადამიანი..]
მას ვერასდროს ვერ ახსნის
[ვერსად ადამიანი]
[გული] თვალი ოცნებიანი.

ირაკლის [სასახლეში] სასახლიდან

[ოცნებიანმა ფერმა დანისლა -
შორი ქედები დაღესტანისა.]

დენდიზმი.
            
*
მაისის ცამ დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართენ კოშკები
მზისა და ნესტანისა.

გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა...
ნეტა ეხლა სადა ხარ,
და რომელსა მხარესა?

[ნეტა თუ გაგონდება
გულზე ცეცხლის მონთება,
იქ ირაკლის სასახლე...]

*
შაბათს. კვირას - ველისციხე. ოთხშაბათს - გურჯაანი. [შაბათს - სიღნაღი.] კვირას - თელავი.

ეфემერა.
ეფემერა... ეფემერა.
ეფემერა. მომეფერა.
ეфემერა. ეფემერა.
მერე - მემერა.

100 кн. в день. В 3 месяца... 10.000. 1000000000. 10000000. 100.

*
კახეთმა კახურით დაგვათრო,
ბაღებში უწყვეტლივ გვალხინა,
ქიზიყმა, რაც გვქონდა, დაგვაძრო,
მშივრები უკანვე გვაფრინა.

ლ. ძიძიგური
1922-IX-2

ეს მართალია.

*
ს.ს.ს.რ. სახალხო განათლების კომისარს
გალაკტიონ ტაბიძის თხოვნა

[დიდი ხანია] განზრახვა მქონდა გამომეცა ჩემი ლექსების მესამე ტომი, რომელიც დიდი ხანია დამზადებულია, მაგრამ ვერას გზით გამოცემა ვერ მოვახერხე. ვერ ვიშოვე ქაღალდი, სტამბის ფული და სხვ. დღემდე არ მსურდა მიმემართა [განათლების კომისარიატისათვის] თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ [დარწმუნებული ვიყავი, რომ ხსენებული] თქვენდამი რწმუნებული კომისარიატი არა ერთსა და ორ პოეტს დახმარებია წიგნის გამოცემაში, და უთუოდ დამეხმარებოდა მეც. იმედი მქონდა, რომ თვითონვე სხვა გზით გავახერხებდი წიგნის გამოცემას, [ამჟამად კი ეს] [არავითარი იმედი არა მაქვს, ამიტომ] [მახარებდა ის გარემოება,] რომ ჩემი წიგნის გამოსვლას უსათუოდ ექნება მნიშვნელობა ქართული პოეზიისათვის, ეს გარემოება მაბედვინებს მოგმართოთ თხოვნით, რომ შემაძლებინოთ ჩემი წიგნის გამოცემა. მე მჭირდება მხოლოდ ქაღალდი - დაახლოვებით 95 ოზმა, რომლის საფასურში შემიძლია გადმოგცეთ წიგნები, როგორც კი დაიბეჭდება. წიგნი იქნება დაახლოვებით 300 გვერდი. იმედი მაქვს...

[თქვენი] მარადის და მარადის იქითაც
თქვენი პატივისმცემელი გალაკტიონ ტაბიძე

*
ფინანსიური მხარე.
ნარკომპროსიდან 2 1/2 მანეთი.
ყოველდღიური გაზეთი - 10 მილიონი.
რაღაც მგონია, რომ „ლომისში“ [...] დამინიშნავენ.
ახალგაზრდათა კავშირი. უნდა დაარსდეს.
კვირას დანიშნულია კრება.

*
თედორე ღლონტი.
ძალიან გაიტანჯები. ლავრ. ძიძ.
- ჯერ ადრეა, გალაკტიონ.
- ეხლა გვიანაა გ...

შაბათს
სალიტერატურო საღამო

1. ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი უნდა გავატარო სახლში (არაა საჭირო საზოგადოების ნახვა: საჭიროა დასვენება).
2. სამი დღის განმავლობაში საჭიროა მეტი კონიაკი для поднятия  настроения.
3. გოგლი-მოგლი პარასკევსა და შაბათს - ხმისთვის.
4. მარილი - ხმისთვის.
5. კვერცხი - ხმისთვის.
ერთხელ და უკანასკნელად დარწმუნდებიან ყველანი, თუ რა დიდი ძალა ვარ მე.

განთიადი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა
შეყურება ცისკრის ვარსკვლავ
ნათობით სხივება მახლით ფენს
თავ დადებული საფლავსა.

თამარა ნაკაშიძე
1922 წ. 29 აგვისტო

სახსოვრათ გალაგტიონ ტაბიძეს. მუკუზანი.

*
ა. შანშიაშვილი. ინაშვილი. ლ. ძიძიგური. მიხეილ ბოჭ.; ი. გრიშაშვილი.
12 სკამი. 16 რიგი.

*
გავხედე ჩერქეზ. მინდ.
ნისლი იდგა ალაზნით.


დედას

სამშობლოში თუ უცხო მხარეში,
ომში თუ...

*
გალაკტიონ, მეყვარებით და პატივსაც გცემებთ როგორც პოეტს.

ნ. ხუც.
30/VIII-1922 წ. ქ. სიღნაღი

პოემა ადგილთა, სადაც უნდა გაიყიდოს წიგნები

[1. ხელოვანთა სასახლე. 2. სტუდენტების სასადილო. 3. სოლოლაკის აფთიაქი. 4. ჭუმბურიძის კაфე. Невинность.] 5. გორრევკომი. 6. კომისსარიატთა სამმართველო. 7. ღვინის ტრესტი. 8. რკინის გზების ბილეთებისა. 9. მეორე კომისარიატი. 10. სოვნარხოზი. 11. სტამბა სოვნარხოზისა. 12. თამბაქოს ტრესტი. 13. ბ.  კილაძესთან. 14. „სოლეილდორ“. 15. „კახეთია“. 16. ბონების ექსპედიცია. 17. სასადილოში პუშკ. პირდაპირ. 18. ცეკავშირი. 19. საკნ. ტრესტი. 20. ისევ მაღაზია. 21. ქართული კლუბი. 22. დიდი სასახლე. 23. ნარკომპროსის დაწესებულებანი. 24. პიტნავა. 25. სასტ. „რაჭა“ (არა). 26. კოოპერატ. იმედი. 27. სტამბა სამხედრო. 28. წარმოკავშირი. 29. რ. წინამძღვრიშვილი. 30. სამისამართო მაგიდა. 31. პირვ. ქალთა გიმნაზია. 32. ვნეშტორგი. 33. I სახ. სტამბა. 34. კოლოუბნის ეკლესია (დათიკო). 35. ყას. ფიროსმანასი. 36. სავაჭრო ბანკი. 37. ფინანსთა კომისარიატი. 38. კოოპერატ. ბანკი. 39. პარიკმახერები. 40. ქაშუეთის ეკლესია. 41. „გრანდოტელი“. 42. „ზინგერი“. 43. II  ვაჟთა გიმნაზია. 44. დიდების სასახლე. 45. „რესტ. ბოგ-დან“. 46. მუშათა  სასახლე. 47. პარიკმახერი. 48. შრომის კომისარიატი. 49. კაфე "ბოგემა". 50. კაфე „რუსთაველი“. 51. კაфე „დარბაზი“. 52. თეატრი „რუსთაველი“. 53. შინაგან საქმ. კ. 54. სასურსათო კ. 55. მიწათმოქმედი კ. 56. სამხედრო კ. 57. წითელი არმიელი. 58. გზათ და საზღ. კ. 59. ლაღიძე და კ. 60. სერგის რესტ. 61. ქებაძე. 62. გაზეთის ტრესტი. 63. მ. და გ. ინსპექცია. 64. აფთიაქი ლ. ძ. 65. „ალიონი“. 66. ვასო ფრუიძე. 67. აფთიაქი ზემმელის. 68. გიორგის რესტ. 69. ჩიტოშვილი. 70. „სხივი“. 71. გიორგაძის რესტ. 72. უნივერსიტეტი. 73. საბებიო ინსტიტუტი. 74. ილიკო გვენეტაძე. 75. ნარკომპოჩტელ. 76. მეხუთე სტამბა. 77. კომსტამბა. 78. „განათლება“. 79. სამხ. კ. აბაშიძე. 80. წერა-კითხ. საზოგადოება. 81. „ჩემო“ - მ. ლობჯ. 82. საგანელიძის რესტ. 83. სტ. კოოპერატ. 84. შაშუა ვერელი. 85. სოსიკო მერკვილაძე. 86. პარიკმ. ამირეჯიბი. 87. აპოლონ კულაშელი. 88. საქართ. რკ. გზის მმართველობას.

[ოქროს ნავით]

[მთვარე [ამოვიდა] ამოცურდა] გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა.

დუმილს აბარია
[ეხლა ყველაფერი] ბინდში შენაფერი,
ეხლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.

არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებ დალურჯული
თრთიან იალქნები.

ძილი მეგონება,
უცებ ქაოსიდან
[გულმა] მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

*
Герань - символ мещанского благополучия.

„ცენტროტრამოტი“. „ქალ. ტფილისის ელექტრონის ტრამვაი“. „სახალხო სასურსათო კომისარიატის ელეკტრ. განყოფილება“.
Давид. 22.

*
აირია. არეკე - ეკერა. აი ია. აი, რა მზის... აი რა მზის სიზმარია. თუთას. ზმა.
                       
პოლინდრომი

აი, რა მზის სიზმარია:
აი დროშა, აშორდია,
ჰაერების სიბერეა,
აირევი ივერია.

იმან ველად დალევ ნამი.
სათუთ ესვას სავსე თუთას.
არა, [არა] მაკამ არა.
არა მაკამარა, არა.
ძერათ იჯდა ქვაძე.
შორია. ციმციმი. შხამი. [თითქო.] თევნა. სიმძიმის.

აი დროშა, აშორდია. იდება აბედი. ველად დალევ. ველია აილევ. ნიშამ. სავსე - ესვას. ისრელა.
 
მას ერთხელ დაუმეგ. და ისიც неудачно.

Знаешь, весной цветут и могилы.

Как призраки колеблются явленья (вечер).

ილტე - ეტლი. [მარა] არა მაკამა რა. არამკამარა.
ერების - სიბერე.
[ბაგე.] [კოშმარები.] [კოშმარული სიზ.]

*
შენ დამინახე შენს ახლო მგზავრი.
    არ გამიღიმე.
        გცხვენოდეს.

*
მრავალჟამიერ. გამიარ. ამიერ. წამიერ. მრავალთა-მიერ.

მოქმედი პირნი.
ბუნების აღწერა [სიტ.].

მე და აბაშელი.

ტფილისის ახალგაზრდა ხელოვანთა წრე.

*
არ მშორდება შენზე ფიქრი,
ნეტა შენ თუ გახსოვარ.

*
დემნა შენგელაია. ირაკლი ტოფაძე.
პოეზიის აკადემია.
გალაკტიონ ტაბიძე - ტეოфილ გოტიე.

ფერადი წერილები:
[რიევერა] ლუჩიო რიმანელი.

თავისუფალია. ლ. ძიძიგური.
Комсомола. ორგია.