შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 18


[დავიბადე] 1892 წელს, [როდესაც მე დავიბადე] მამის, სახალხო მასწავლებლის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ დასავლეთ საქართველოში, ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. როგორც წერა-კითხვა, ისე ნაოსნობა, ცურვა, მეთევზეობა, არ მახსოვს, როდის ვისწავლე. კუნძული „მეფის ჭალა“, რომელიც ჩვენს სახლს ეკვროდა, იყო ჩემი საყვარელი ადგილი (ეს ჭალა, იმერეთის მეფის სოლომონ II-ს მიერ განსაკუთრებული სიგელით მიეცა ჩემს წინაპარს, ჩემზე გადმოვიდა შთამომავლობით). კუნძულს გარს უვლიდა [ორი რიონი] რიონის ორი ტოტი, ერთი ჩქარზე-უჩქარესი, მეორე დინჯი, აუჩქარებელი. ორივე რიონი ძალიან მიყვარდა; განსაკუთრებით ზაფხულობით - აქ ვკითხულობდი დიკკენსს, [შორს სჩანდა ხვამლის მთები] ბაირონს, შელლის, მიუსსეს, შატობრიანს, რუსსოს, ტოლსტოის, პუშკინს, ლერმონტოვს, შოთა რუსთაველის, დ. გურამიშვილის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას წიგნებს. [შე.].
[წერა] 8 წლისა გადამიყვანეს ქ. ქუთაისში, იქ ვცხოვრობდი [ძველი აზნაურის] ანდრო წერეთლის სახლში. ვსწავლობდი [ძალიან ცუდათ] საშუალოდ, მაგრამ მასწავლებლები კარგად მეპყრობოდენ მაინც, როგორც ახალგაზრდა მგოსანს (როდის დავიწყე წერა ლექსების, მოთხრობების, რომანების, არც ეს მახსოვს). ცხრაას ხუთში ამხანაგების წრეში წავიკითხე ლექსი „პირველი მაისი“, ცხრაას რვა წელს გადმოვედი ქუთაისიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს დაიბეჭდა პირველად ჩემი ლექსები. ბურსას ვერ შევეთვისე. ვცემდი რევოლიუციურ ჟურნალს „შუქს“...
        
[1950-იანი წლები]