შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 19


[თანამგზავრი პოეტისა, სიღარიბე ერთგულად თანასდევდა პოეტს].
[უმსუბუქებს პოეტს...]
სიღარიბე იყო პოეტის უერთგულესი თანამგზავრი [დაწყებული] აკვანიდანვე, [მაგრამ ეს მომენტი პირადი მისი ცხოვრებისა, რატომღაც სრულიად არა სჩანს პოეტის არც ერთ ნაწარმოებში, პირიქით, იგი ყოველთვის იგონებდა და ჰქმნიდა და სისრულეში მოჰყავდა.  [ბევრმა დღემდე[ც] კი არ იცის, თუ რა] [წარმოუდგენელი] მეტად საშინელ მატერიალურ პირობებში ჰქმნიდა და სისრულეში მოჰყავდა [პოეტს] თავისი  გაბედული სალიტერატურო გეგმები; [დაწყებული „ატმის ყვავილებიდან“, გათავებული  „ეპოქით“, „პაციფიზმით“, „რევოლიუციონური საქართველოთი“ და სხვებით. შევიწროებული სიღარიბით,] მიუხედავად ყოველივე ამისა, ხუთი წლის [ბავშმა] გალაქტიონმა უკვე მშვენივრად [იცის] ითვისებს წერა-კითხვას. 7-8 [წლიდან] წლისა სწერს პირველ ლირიულ ლექსებს, [სწერს] ისტორიულ პოემებს,  სატირებს, მოთხრობებს, რომანებს, ნოველებს, დრამებს, სთარგმნის ჰომიროსს. პოეტი ხშირად ამბობს, რომ ბევრი მისი იმდროინდელი დაბეჭდილი ნაწერებისა, სრულებით არაფერს წარმოადგენს [მის დიდძალ დაუბეჭდავ მასალებთან მასხარად] იმ დიდძალ მასალებთან შედარებით, რომელიც დაუბეჭდავია. თორმეტი წლისამ [იყო, როდესაც მან მტკიცედ] მან ამხანაგებში უკვე დაიმკვიდრა სახელი დასრულებული პოეტის.

1914 წ. პოეტის ამხანაგები სცემენ მის პირველ წიგნს, რომელიც სწრაფად ძალიან პოპულიარული ხდება. ამავე წლიდან იგი მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, [მონაწილეობას იღებს] აწყობს სალიტერატურო საღამოებს და ეს მოგზაურობა პოეტის განუწყვეტელი ტრიუმფალური სვლაა. [ამავე დროს იგი მუშაობს] 1916 წელს პოეტი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც [მას იტაცებს] ის ეწაფება სხვადასხვა მუზეუმებში, სამხატვრო გალერეებში მეცადინეობს, [განსაკუთრებით მას იტაცებს თეატრალური ხელოვნება] განსაკუთრებით ღრმად სწავლობს თეატრალურ ხელოვნებას, [ვინაიდან [იცის] [სარეჟისსორო ინსტიტუტიდან] იღებს საუკეთესო რეჟისსორის ატესტატს; [მაგრამ მეფის ჟანდარმერიის დევნა არ აძლევს საშუალებას [განაგრძოს] გამოიყენოს თავისი ცოდნა ამ დარგში და იგი იძულებულია დაბრუნდეს საქართველოში, სადაც ოცნებობს საკუთარი თეატრის შექმნაზე, მაგრამ პოეტს სჭირდებოდა არა ატტესტატი, არამედ ცოდნა - თეატრისა] და ოცნებობს თავისი საკუთარი თეატრის შექმნაზე. მაგრამ თეატრის შექმნის მაგიერ, საქართველოში დაბრუნებისას, მას მიუსჯიან ორი თვის ციხეს გუბერნატორის პირადი [ფიზიკური] შეურაცხყოფისათვის. [გადის] ციხეში იგი არ ჯდება, იმალება, ამავე დროს მოდის ცნობა თებერვლის რევოლიუციის შესახებ. პოეტი [მეორე დღესვე მიემგზ.] პირველივე მატარებლითY მიემგზავრება ისევ მოსკოვში. აქ ის პოულობს ძველ [იმ] ამხანაგებს, [რომელთანაც დროებით შე.] ბოლშევიკებს, რომელთანაც მუშაობს, როგორც პარტიის წევრი, კომუნისტი.

1923 წ. რუსთაველის თეატრში მოწყობილ იქნა გ. ტაბიძის 15 წლის საიუბილეო საღამო.
1928 წ. ქართულ კლუბში 20 წლის საიუბილეო საღამო. ამავე [დროს] ხანისთვის სახელგამის მიერ გამოცემულ იქნა ლექსების დიდი ტომი.
ჯერ ისევ 1922 წელს პოეტ[ი]ს [რედაქტორობით] სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირმა მიანდო პირველი თავისი ჟურნალის „ლომისი“-ს რედაკტორობა. მასვე ეკუთვნოდა სახელმძღვანელო წერილი, რომლის განხორციელება შეუძლებელი შეიქნა განუწყვეტელი ინტრიგით. [ამის გამო] პოეტმა სრულებით დასტოვა მწერალთა კავშირი  და მისი ჟურნალიც. 1923. დაიწყო საკუთარი ჟურნალის გამოცემა („გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“), გამოვიდა ჟურნალის 10 ნომერი. მან მოჰკიდა ხელი უფრო დიდ საქმეს. ეს  იყო [სქელტანიანი] დიდი ჟურნალის „მნათობი“-ს დაარსება და მასში თავდადებული თანამშრომლობა. „მნათობი“-ს პერიოდს ეკუთვნის მთელი რიგი ლექსებისა და პოემების: „ჯონ რიდი“ (ცალკე წიგნად გამოვიდა 1924 წ.), ლექსების დიდი ტომი - 1927 წ., „ეპოქა“ - 1928 წ., „პაციფიზმი“ - 1930 წ., „რევოლიუციონური საქართველო“ - 1931 წ. და სხვ.

[1931 წლის შემდეგ]