აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე
[ჩემს] მე მაქვს ორი პორტრეტი, ორი გამოჩენილი მხატვრის მიერ შესრულებული, ორი უდიდესი პიროვნების: ორი ნამდვილი თავადის - აკაკი როსტომის ძე წერეთელის და ილია [დავითის] გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა. ერთი პოეზიაა, მეორე - პროზა. ერთი ლიხს იქით, მეორე ლიხს აქეთ. პირველის გავლენა ღმერთის მოვლენას უდრიდა დასავლეთ საქართველოში, ასეთივე გავლენისა იყო მეორე აღმოსავლეთში.
აი, როგორაა შესრულებული მხატვრების მიერ ეს პორტრეტები:
აკაკი წერეთელი: გარეგნულად ლომი (ასეთი გარეგნობის პირები ეხლა საქართველოში არავინ არის. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). გამოხედვაში არის დაცინვა, რომელიც ტანჯავდა ბევრს მთელი საუკუნის განმავლობაში. შუბლზე გამოხატულია წინაპართა დაღი, დიდი გვარის, წერეთლების გვარეული სიმტკიცე. აკაკი უნდა ყოფილიყო არა პოეტების მეფე, როგორც ის იყო ნამდვილად თავის საუკუნეში, არამედ დინასტიური მეფე, მფლობელი საქართველოსი. რუბენსისთვის იგი იყო საუკეთესო ტიპი - როგორც სხეული, ნიცშესთვის იგი გამოდგებოდა ზე-კაცის იდეალად, სულიერად, გარეგნულად იგი უნდა ყოფილიყო ყველაზე უფრო მოხუც სენატორთა თავმჯდომარე, საუკეთესო პრეზიდენტი რომელიმე რესპუბლიკის, პრემიერ-მინისტრი ყველაზე უფრო უძლიერესი სახელმწიფოსი. იგი უნდა ყოფილიყო მსოფლიო რევოლიუციის დროს აღელვებულ ქვეყნის დასამშვიდებლად.
ილია მაკლიორია.
[1940-იანი წლები]