შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცოტა რამაა ამ ქვეყნად კარგი!..


ცოტა რამაა ამ ქვეყნად კარგი! ყველაზე კარგი ხელოვნებაა. ხელოვნებაში კი ყველაზე [კარგი] უკეთესი, ყველაზე კეთილშობილი - არის ხელოვნება კარგის გამოგონებისა. ასე ამბობდა 32 წლის წინად გორკი. 32 წლის შემდეგაც, ეხლა, მე სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ამ [სტრი] სიტყვებს. ეს აზრი არაა პანორამა შორეული კოლორადოსი, არც ხელოვნება საუკეთესოდ ჩაცმა-დახურვის, მაგრამ ამ სიტყვებში არის ჰავა, რომელიც დაღუპავს თუნდაც კოხის ჯიუტ ბაცილებს, ყოველგვარ ბაცილებს. თუმცა წლები [მისრიალებენ] ბრუნავენ როგორც კინო-ლენტი. [იდეა] მიზანი დიდი ხელოვნებისა არ დაიღუპება. როგორც გუშინდელი დღე, ისე მახსოვს... მართლაც რომ, ცოტა რამაა ამ ქვეყნად კარგი (რევოლიუციონერების ციხიდან გაქცევის ამბავი არავისში აღელვებას არ გამოიწვევს, თუ მას არ მიაშუქა კარგის გამოგონების ხელოვნებამ).
ცოტა რამაა ამ ქვეყნად კარგი: არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია ცოფ-მორეული ადამიანის ცხოვრებას. რა არის ტომა სოიერის (დიკკენსი) თავგადასავალი? რა არის დოქტორ მორის (უელსი) კუნძული? იცნობდეთ, ეს გახლავთ წითელი გრაფი, რომელმაც მოიარა გოლფშტრემი, რომელმაც შექმნა ტრესტი ატლანტიდა, რომელსაც ჰგონია, რომ ცხოვრობს ქონდრის კაცების, გორილების და ბეჰემოტების ქვეყანაში. [აი, თანამედროვე ხელოვნების იდეა]. იგი ეძებს არაჩვეულებრივ თავგადასავალს. [ცოტა რამაა ამ ქვეყნად კარგი]. ნახული აქვს სამხრეთის ზღვები, უვლია ევროპის ირგვლივ. რამდენი გაუგებრობაა ჩემსა და მას შორის.

[1940-იანი წლები]