„იდუმალი ნათესავობა“
პანთეისტური მადრიგალი
„დიდი ხანია, რაც ორი მარმარილოს სიმძიმე, რომელთაგანაც ამართული იყო фრონტონი, ელლადის მხურვალე ცის ქვეშ გულში ინახავდენ (лелеяли) თავიანთ თეთრ სიზმარს“.
ორი მარგალიტი, წყალქვეშა ზამბახთა შორის მეოცნებენი - რომ აფროდიტა ისევ ცოცხალია, უფსკრულში ერთმანეთს ეუბნებოდენ გასაოცარ სიტყვებს.
გენერალიфის ბაღთა შორის, იქ, სადაც სიმაღლიდან სცემენ შადრევნები, ხალიფის სასახლეში ორმა ვარდმა ფურცლები ერთმანეთს გადააწნა... (ყვავილები ერთად).
ვენეციაში გუმბათებზე [ზევით] ისეთი წითელი ფერებით, როგორც სისხლი, დაეშვა ორი მტრედი, რათა მარადი ყოფილიყო იმათი სიყვარული“.
მტრედები, მარმარილო, მარგალიტი და ვარდები; ყოველივე ეს თავთავის დროს იღუპება, კვდება: დნება მარგალიტი, ყინვები ზრავენ ყვავილებს, კვდებიან ფრინველები; ეცემა და იმსხვრევა მარმარილო.
თვითეული ატომი, ირღვევა რა, წვება საგანთა სიღრმეში მეფურად მდიდარი თესლივით, ფორმისთვის, ღვთაების ქმნილებათათვის.
მაგრამ შეუმჩნეველ გადასვლაში: თეთრი მტვერი სხეულად იქცევა, ვარდები კი ბაგეთა სილამაზედ ევლინებიან (იქმნებიან) ზოგიერთ სხეულს.
მტრედები ისევ ფრთებს აფარფატებენ მათ გულში, რომელთაც განიცადეს ქვეყანა ნატვრათა, და მარგალიტები, გადაქცეულნი კბილებად, გაანათებენ მხიარულ სიცილს.
აქაა დასაწყისი იმ სიმპატიების, რომელთა მტვერი ნაზი და მჭევრია, რათა სიკეთეთა გულმოდგინე სულებმა ერთმანეთში დები იგრძნონ...
მორჩილი ნეტარ სურნელებათა, რომელნიც ეძახიან ფერადებს ან სხვებს - თვითეულ ატომს ელტვის ატომი, როგორც ყვავილებს, ეძებს მწყურვალე ფუტკარი.
და გახსენდება ოცნებები იქ, ფრონტონზე ან ზვირთებზე დიდი ხანია, [რაც] დამჭკნართ ახნა სიყვარულისა შადრევნებთან ბაღებში.
გუმბათებზე თეთრი ფრინველის ფრთათა რხევა და სიყვარული. და აი... მორჩილი ატომები ერთმანეთს ეძებენ... უყვართ ერთმანეთი.
სიყვარული, როგორც წინად, იქცევა ქარიშხლიანად. ნისლში ჩნდება წარსული, და ბაგეებზე თავისთავს ცნობილობს ყვავილი ისევე, როგორც წინად.
სადაფის ფერი კბილებში, იგივე სადაფები ანათებენ, და კანი ახალგაზრდა ქალის სხეულისა დილით ისეთივეა, როგორც მარმარილო, ძველი, ახალგაზრდა, და ცოცხალი.
მტრედი ისევე პოულობს თავის ხმას, თავისი გამოძახილის ტანჯვებს, და რანაირადაც [მოხუცმა კაცმა] არ უნდა ჯიუტობდეს გული, ერთი უცხო ვინმე მას დაიმორჩილებს.
თქვენ სავსეთ უცნაური წინათგრძნობებით: რომელმა ფრონტონმა, რომელმა ნაკადულმა, ბაღმა თუ ტაძარმა იცოდა ჩვენი: მტრედის, მარმარილოს, მარგალიტისა და ყვავილისა?“
*
ნება მომეცით, ვიყო თქვენს ახლო,
[თქვენს ახლო] როგორც უცნობი და შორეული.
[ირონიული] მოუსვენარი სული უსახლო,
[თქვენში] თქვენთან სიცილით ჩამორეული.
არ გთხოვთ სიყვარულს: ვიყავი ღირსი,
და არ მეღირსა, [უბედურს] არასდროს იგი.
----------------------------------------------------------