შუალედი - დან - მდე
 
 


მწერლობისა და სიტყვისათვის


[არის ორი წყება მწერლებისა: ისეთების, რომლებიც სწერენ] მე მინდა ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო; და [ისეთების, რომლებიც სწერენ] მე არ მინდა ვწერო მხოლოდ იმიტომ, რომ [სწერონ] ვწერო. [პირველთ ჰქონდათ] მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც [მას] სხვისთვის გაზიარების ღირსი [ჰგონია] მგონია. [მეორეთ სჭირდებათ] მე არ მჭირდება ფულები და [ისინი სწერენ] არასდროს არაფერს არ დავსწერ ფულებისათვის [გამო]. [ისინი ფიქრობენ] მე არ ვფიქრობ წერისათვის. [მათ იმწამშივე გამოიცნობ] მე არ მინდა გამომიცნონ იმით, რომ [ისინი] რაც შეიძლება [გრძლათ,] დაუსრულებლად [აგრძელებენ] გავაგრძელო [თავიანთი] ჩემი მოსაზრებები. და [ავრცელებენ] ვავრცელო რა არასწორი, ყალბი, დაჭიმული და მერყევი აზრები, [ჩვეულებრივად უყვართ სჩანდენ ისეთებად, როგორნიც თავის დღეში არ ყოფილან და დღესაც არ არიან, ამის გამო უყვართ] ვსჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, [ასე] რომ [მათ] ჩემს ნაწერებს [აკლიათ] აკლდეს სრული სინათლე და გარკვეულობა: [აი, ამის გამო, აი, რისთვის შეამჩნევ მათ ძალიან ადრე, რომ ისინი სწერენ] მე არ ვსწერ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქაღალდი [დაიწეროს] დავსწერო.. ეს [შეხვდება] ხდება ხანდახან. ესე შეემთხვევა ხანდახან [ისეთ] ბევრს საუკეთესო ჩვენს მწერლებს; ასეა, მაგალითად... [ლესსინგის დრამატურგიის ზოგიერთი ადგილები, და ასე გასინჯეთ, ჟან პოლის ზოგიერთ რომანებში] და აქ მრავალწერტილია. როგორც კი [შეამჩნევ] შევამჩნევ ამ გარემოებას, მაშინვე [უნდა მიაგდო წიგნი] მივაგდებ წიგნს, იმიტომ რომ დრო ძვირფასია... ბოლოსდაბოლოს [ავტორს] მე შეცდომაში [შეყავს] არ უნდა შემყავდეს მკითხველი, [როგორც კი იგი] არასდროს არ დავიწყებ წერას იმის გამო, რომ ქაღალდი [აავსოს] ავავსო, [რადგანაც იგი ისეთ სახეს მიიღებს] არასდროს არ მივიღებ ისეთ სახეს, თითქო ვსწერ იმის გამო, რომ რაღაც სათქმელი მაქვს. ჰონორარი [და აკრძალვა დაუკითხავად გადაბეჭვდისა] ლიტერატურის დაღუპვაა. ღირსს იმისას, რომ დაეწეროს, სწერს ის, ვინც სწერს მხოლოდ და განსაკუთრებით საქმისათვის. რა დაუფასებელ სიკეთემდე მიღწევა იქნებოდა, რომ ლიტერატურის ყოველ დარგში არსებულიყვნენ მხოლოდ ცოტა, მაგრამ საუკეთესო, მშვენიერი წიგნები. ეს კი არასდროს არ მოხდება მანამდე, სანამ არსებობს ჰონორარი.. ფულებს თითქო დაღად აზის წყევლა: თვითეული მწერალი უსათუოდ წახდება, ფუჭდება მაშინვე, როგორც კი წერას დაიწყებს რაიმე გამორჩენისათვის. საუკეთესო ნაწარმოებნი უდიდესი ადამიანებისა, ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მათ უნდა ეწერნათ ან სრულიად უსასყიდლოთ, ან და სრულიად უმნიშვნელო ჰონორარისათვის. [და აქ, მაშასადამე, სრულდება ცნობილი ესპანიური ანდაზა: honra y prosecho no caden en un saco] ხანდახან პატიოსნება და ფული ერთ ფუთაში ვერ [მო]თავსდებიან. [გერმანეთისა და სხვა ქვეყნების საფუძველი იმაში] მთელი უბედურება მდგომარეობს წიგნების წერის საშუალებით ფულის შოვაში. თვითეული, ვისაც დასჭირდება ფული, დაჯდება და სწერს წიგნს, საზოგადოება კი ხანდახან ისეთია [სულელია], რომ მას ჰყიდულობს. მეორე ნაანდერძევი ასეთი მდგომარეობისა არის - ენის შერყვნა... ენის წახდენა (მაგალითად, ქართული ჟურნალის „მნათობის“ ერთ-ერთ უკანასკნელ ნომერში, ერთ წერილში 7 გვერდზე შვიდასი უცხო სიტყვაა) და ა. შ. უფრო დაზუსტებით, ამხანაგებო, ნათქვამია წიგნში.
[მეტად ბევრი ძალიან ცუდი მწერლები ცხოვრობენ განსაკუთრებით საზოგადოების სისულელით, რომელსაც არაფრის წაკითხვა არ უნდა, გარდა იმისა, რაც დღეს დაიბეჭდა: [...]რისტები! ზედგამოჭრილი სახელია, რაც თარგმანში ნიშნავს...
მეორე თვალთა ხედვის ისრით შეიძლება ითქვას, რომ არიან სამი წყების მწერლები. პირველად ისეთები, რომლებიც სწერენ უფიქრებლად, ხსოვნით, მოგონებებით, ან და უშუალოდ სხვისი წიგნებიდან. ესაა ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი. მეორე, რომლებიც ფიქრობენ წერის დროს იმიტომ, რომ სწერონ - გვხვდებიან ძალიან ხშირად. მესამე, რომელნიც ფიქრობენ მანამ, სანამ წერას დაიწყებდენ. ისინი სწერენ მხოლოდ იმიტომ, რომ [სწერ] ფიქრობდენ - ასეთები ძალიან იშვიათნი არიან. მწერალი მეორე რიგის, რომელიც დაფიქრებას გადასდებს წერის დრომდე, ემსგავსება ალაალად ბედზე მიმავალ მონადირეს: საეჭვოა, რომ [მან] იგი დიდი ნანადირევით დაბრუნდეს შინ. წინააღმდეგ, მწერალი მესამე წყების, რომელიც იშვიათად გვხვდება, ემსგავსება მონადირეს, რომელიც სდგას სწორედ მოყელილში, სადაც ნადირი შემწყვდეულია და ჩაკეტილი, საიდანაც იგი უნდა გამოიქცეს მრავლად სხვა, აგრეთვე განსაზღვრულ, სივრცეში, საიდანაც იგი ვერ გაექცევა მონადირეს, რომელსაც დარჩენია მხოლოდ დაუმიზნოს და ესროლოს (изложение). ეს - ნადირობაა, რომელიც იძლევა (რეზულტატებს) შედეგებს.
მაგრამ თვით არამრავალრიცხოვან მწერლებშიაც კი, რომლებიც ადრევე, ნამდვილად, სერიოზულად აზროვნებენ, არიან მხოლოდ ძალიან, ძალიან ცოტანი - ისეთები,  რომლებიც აზროვნებენ თვითონ საგნებზე. დანარჩენები ფიქრობენ მხოლოდ წიგნებზე წიგნებით, მხოლოდ სხვისი ნალაპარაკევით. მათ რომ იფიქრონ [...]ებათ უახლოესი და უფრო ძლიერი [...]ება სხვისმიერ მოცემული აზრების [...]ებით; მხოლოდ ეს უკანასკნელები [...] უახლოესი ტემები. ამისდა მიუხედავად ისინი ყოველთვის რჩებიან...

*
მე მგონია, საკმარისია ეხლა ჩვენი ლიტერატურის და განსაკუთრებით პოეზიის შესახებ ამდენი კამათი და ანარხიული შეჯახებები  უნდა შეწყდეს. თანამედროვე პოეზიას აქვს 20 წლის ისტორია.  დასაჯერებელია განა, რომ ოცი წლის განმავლობაში რაიმე გზები არ ნახულიყოს? არა. ეს ასე არ არის, გზები ნახულია, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად სწორად მიდის ამ გზაზე ჩვენი ახალგაზრდობა. ამიტომაა საჭირო, ერთნაირი გზის მაჩვენებელი იმპულსის მოძებნა. ერთ კალაპოტში მომწყვდევა მთელი მიმდინარეობის და ერთი მიზნისკენ მისი მიმართვა. თუ ეს ასე არ იქნა, ახალახალი ტალღები ყოველთვის აამღვრევენ გზებს.
საჭიროა გულდასმით მოსმენა. რას ეპირება ახალგაზრდობა? ამ მიმდინარეობის სწორი შეფასება მოგვცემს ახალ აზრს მისი გამოყენებისათვის: რა ჯგუფებია გარშემო: ასსოციაცია, ყანწები, ჩვენი ძველი მწერლობა, კავკასიონი, პროლემაფ...

*
შეიკრიბებიან სამშაბათს, 19 ევლისს მაუდ-კამვოლის კომბინატში (ბრძოლის ქ. №130), დღის 4 საათზე.

„მე არ მინდოდა მხოლოდ“...
„მეშჩანური“.

[1920-იანი წლები]