შუალედი - დან - მდე
 
 


წინასიტყვაობა


პოეზია - სავსე უამიდობით
უშიშარი აგასфერის კიდობნით
გაქანდება ათასფერი აფრებით.

წინასიტყვაობა

მე არ მინახავს უკეთესი წინასიტყვაობა: საზოგადოდ, რუსი პოეტები თავიანთ წიგნებს წინასიტყვაობას უკეთებენ პროზით (ბრიუსოვი, ბალმონტი, ბლოკი, ვ. ივანოვი, ზოგიერთ გამონაკლისით), ფრანგი პოეტები კი ასე არ სჩადიან: გოტიე, მაგალითად, წინასიტყვაობას სწერს, ლექსით და არა ვრცელი ლექსით, არამედ შედარებით სხვა მის ლექსებთან [უფ.] (დიდია მისი ლექსები მაგ. „სიმფონია ელვარედ-თეთრისა“) უფრო მოკვეთილი თოთხმეტი სტრიქონით, მშვენიერი სონეტით (გოტიე, როგორც ვიცით, მისი სხვა წიგნებით წინააღმდეგია სონეტთა ბევრი არამართალი სახეების).
რა უნდა ეთქვა გოტიეს ამ წინასიტყვაობით.
მან მიაღწია თუ არა მიზანს?
გოტიეს სურდა ეთქვა ყოველივე ისე, როგორც ჩვეულებრივად ამბობენ წინასიტყვაობებში: კონცენტრაცია მთელი წიგნის შინაარსისა, ახსნა მისი [ზოგი] მხარეების; უნდა ითქვას, რომ როგორც წინასიტყვაობით, იგი არ კმაყოფილდება მარტო ამ ლექსით და მშვენიერი ლექსით ათავებს მთელ წიგნს („ხელოვნება“). ამნაირად: მთელი წიგნი „Емали и Камэи“ ჩასმულია ორი საუკეთესო ლექსის მშვენიერ ხელოვნურ ყდაში. უკანასკნელი ლექსი ამთავრებს პირველს, პირველი დაწყებაა უკანასკნელისა. უკანასკნელი ამთავრებს პირველს.
პროზით ასე ითარგმნება გოტიეს ეს წინასიტყვაობა:
„მსოფლიოს საერთო აღრევის ხანაში,  დასტოვა გიოტემ მეომართა ბანაკი, და შექმნა „დასავლის დივანი“ - წიგნი-ოაზისი, სადაც მფეთქარებს ქნარი.
ნიზამისათვის მან დაივიწყა რა შექსპირი, ცხოვრობდა შორეულ ქვეყანათა ოცნებით, და ხმოვანი რიტმით, როგორც ორგანი, მღეროდა ობლად მცხოვრები გუდუტის შესახებ.
ისე, როგორც გიოტემ მიაშურა ვეიმარის ტახტს ცხოვრების პროზისაგან, რათა შეეყვარებია ჰაფიზის ვარდები...
მეც [დავტოვე] მივეცი რა ნება წვიმასა და სიბნელეს უფრო ძლიერ ემღერათ ჩემს ფანჯარასთან - ვმღეროდი მე ჩემს „Емали и Камэи“-ს.
ასე თავდება ეს ლექსი.
ეს წიგნი მთლიანად აღებული თეთრი, მაღალი, ნამდვილი თლილი სტილითაა აშენებული, როგორც ჩვენი ქაშვეთის სიმაღლე. რამდენი ცოდნა სილამაზისა არის შიგ, ამას გაიგებს მხოლოდ მასავით ელასტიური შემოქმედების მქონე პოეტი. რამდენი სულიერი ენერგია უნდა ჰქონოდა ადამიანს,  რევოლიუციისა და ნგრევის ხანაში ამნაირად ემღერა.
ეს არისტოკრატიზმია. იმას, ვისაც უცებ წააქცევს რევოლიუციის ტალღები და მიყვება აქ ქაფიან მორევს, ვერასდროს ვერ იმღერებს ისე, როგორც გოტიე მღეროდა. ეს პოეტი საუკეთესო მაგალითია იმისი, თუ რამდენად გამორკვეული სახის მქონე პოეტი რევოლჲუციის დროსაც კი რჩება დიდ პოეტად. პირიქით, ეს საშუალებას აძლევს მას უფრო მაგრად ჩაიკეტოს კარები, რომ უფრო მძლავრად მიეცეს თავის საყვარელ პოეზიას.
[(რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბით ვერ მივალთ ყველა პოეტებთან: ვინც სუსტია, იგი აცდება ნამდვილ ხელოვნების გზას. ასეა დღეს მაგალითად, ქართულ პოეზიაში, [აქა-იქ რაღაცას ბურდღულობენ პროლეტარულ პოეზიაზე], აქა-იქ ტემად მიაჩნიათ რევოლიუცია და კოსმიურ საქმედ მიაჩნიათ, ამ მხრით, რატომ არ იქნება კოსმიური მოვლენა თუნდა კონტრრევოლიუცია და ან რა საქმე აქვს ყოველივე ამასთან პოეტს, გარდა კარიერიზმისა. ასეთი, უკაცრავად პასუხია, პოეტები, მრავლად არიან). „გოტიეს ლანდო, მაპატივე ეს სითამამე“, ერთისა არ იყოს, რომ შენთან ერთად იძულებული ვარ, ვახსენო ეს, უკაცრავად პასუხია, პოეტები. პოეზიის საკითხი უფრო სხვაა - ვინემ პოლიტიკური, ეკონომიური და სხვ. მე არასგზით არ მინდა დავუკავშირო ერთმანეთთან ეს საკითხები)].
გიოტეს ეს წიგნი შექმნილია განდეგილობაში.
გოტიეს „დასავლეთის დივანი“ შექმნილია ამნაირსავე ხანაში.
საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ისეთი ბობოქარი ომებისა და მოუსვენრობის ხანა, როგორიც თამარის მეფობის დრო იყო და მეთორმეტე საუკუნეში მოახერხეს შექმნა „ვეფხის ტყაოსნის“.
ჩვენს პოეტებს სიზმრადაც არ მოლანდებიათ დავ. გურამიშვილის ეპოქა.
და საფრანგეთის ნამდვილი ხელოვნება წარმოიშვა სწორედ ასეთ ხანაში: გოტიე, ბოდლერი, ვერლენი, რემბო, ლაფორგი.
მაგრამ ისინი უფრო ირონიულად უყურებდენ პროლეტარულ კულტურას, ამიტომ დარჩენ მხოლოდ პოეტებად, ლაфორგი მაშინ ვერ შექმნიდა გიმნს მსოფლიოს დაღუპვის გამო.
და ნამდვილად რევოლიუციონური, და არასდროს არაპროლეტარული ხელოვნება ვაგნერისა, გამოიწვია ამავე ხანამ.
ასე ხდებოდა დიდი ადამიანების [ცხოვ.] შემოქმედებაში, სწორედ ასეთი მომენტები შობენ ხოლმე დიდ ხელოვანს, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ხელოვანი.
ეს სურდა ეთქვა გოტიეს და სთქვა კიდეც თავისი წიგნით. მიაღწია თავის მიზანს. თქვენი პროლეტარული ხელოვნება კი შეინახეთ თქვენთვის და, ალბად, როდისმე გამოგადგებათ. იარეთ მიტინგებზე, თქვით იქ სიტყვები, და, ალბად, ესეც გამოგადგებათ. ჩვენ კი ავიღებთ და ვიტყვით, არ გვინდა პოლიტიკა ხელოვნებაში.

1920-იანი წლები