საქართველოს კომუნალური ბანკის დირექტორს – ამხ. დ. დემეტრაძეს
საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოსის გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
თბილისის საბჭომ მე გამომიყო ტერიტორია ქალაქის ახლო, წყნეთში, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. მთავრობის განკარგულებით მე შევიძინე იქ დასადგმელად სტანდარტული სახლი, რომლის აგება მსურს ეხლავე დავიწყო; ამიტომ გთხოვთ, მომცეთ სესხის სახით 10.000 მანეთი, რომელიც ჩემმიერ გადახდილ იქნება სულ მოკლე ხნის ვადაში.
გ. ტაბიძე
1952, 7 ივლისი