შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * * 

ჩემი ლექსები შენ გეკუთვნის... მინდა ნუგეში.
შენი თვალების, შენი გულის, შენი ოცნების..
ეს ლექსებია მწუხარების და გაწვალების,
ის არღვევდა გულს ისევ ადრე, სიჭაბუკეში.

შემომეჩვია მე საბრალოს კოშმარი მწარე,
მრავლდება როგორც სიბნელეში მხეცების ხროვა.
არ არის შველა! დასისხლულმა გულმა ვერ პოვა,
ამ საშინელი წამებისგან სიმშვიდის მხარე.

თვითონ ადამის მწუხარება - მხოლოდ ჩრდილია.
მისთვის სამოთხე დაკარგული - აქ შედარებით
არის მსუბუქი დაღონება და იდილია.

შენი ზრუნვა კი - ფეთქს სიცოცხლით და ნეტარებით,
ლაჟვარდი ზეცა მოწამეა მერცხალთ კრთომისა,
ოდეს ქარია ადრიანი შემოდგომისა!

1925