შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ ზიხარ შენთვის წყნარად...


შენ ზიხარ შენთვის წყნარად,
ოცნების ფრთათა მკვეცი,
მაგრამ უეცრად შორით
თვალს მოგაშტერებს ბეცი.
არ მოგაშორებს შემდეგ
თავის საზიზღარ თვალებს,
იგი დაგცინის... იგი
გაწვალებს, ჟრჟოლას გავლებს.
რაღა უნდა ჰქნა? ვაზით
ძირს ჰყრი დაფნების ფოთლებს
და მსწრაფლ ძგრიალი გააქვთ
მისკენ გასროლილ ბოთლებს.

[1956]