შუალედი - დან - მდე
 
 


* * * პოლონეთის ცას ეფარა ბინდი...


პოლონეთის ცას ეფარა ბინდი,
ჩემს წინ გზა იდგა გადანათელი,
უცებ ჩემს თვალწინ შენ გამობრწყინდი
უმეორებლად სუფთა, ნათელი!

შენ გამობრწყინდი და გაიფანტა
ყოველნაირთა ფიქრთა თარეში,
მე მივდიოდი საქართველოდან,
ვხმობდი რა კავშირს გულთა მხარეში.

ო, მოგონებავ! შენცა და მეცა
ვგრძნობდით, რომ გული გადიქცა ფიცად,
უცებ განათდა ახალი ზეცა,
უცებ განათდა ახალი მიწა.

1956 წლის 21 ნოემბერი