* * * ბევრი რამ მაქვს მე თქვენთან...
ბევრი რამ მაქვს მე თქვენთან
საძმო, საამხანაგო,
რკინიგზელთა შვილების
პიონერთა ბანაკო!
პირველი - მშვიდობაა,
რომ ცხოვრება განაგო,
რკინიგზელთა შვილების
პიონერთა ბანაკო!
პირველი - სამშობლოა!
ხმა გზათა და დიზელთა,
პიონერთა ბანაკო,
შვილნო, იმ რკინიგზელთა!
პირველი - ყელსახვევი,
მზემ წითლად რომ შეამკო,
რკინიგზელთა შვილების
პიონერთა ბანაკო!
პირველი - მეზობლობა,
სიახლე ყვავილების,
პიონერთა ბანაკო,
რკინიგზელთა შვილების!
პირველი - თქვენი ნაზი
და გულწრფელი ძახილი,
როს თქვენს არეს სახალხო
მგოსნის ისმის სახელი!
ბევრი რამ მაქვს მე თქვენთან
საძმო, საამხანაგო,
რკინიგზელთა შვილების
პიონერთა ბანაკო!
1955 წლის 12-20 აგვისტო
წყნეთი