შუალედი - დან - მდე
 
 


* * * უმღერე უსინათლობას...


უმღერე უსინათლობას -
შთამომავლობა გეტყვის მადლობას.

მარჯვნივ და მარცხნივ იცქირე მეტად,
შთამომავლობა გქონდეს იმედად.

მტერს მიუნგრიე გვერდის ნეკნები,
შთამომავლობას ხსოვნად ექნები.

დღეს ვინ აფასებს შენებრ გენიებს,
შთამომავლობა მოგიხსენიებს.

თუმც პოეზია მუცელს ვერ გიძღებს,
შთამომავლობა არ დაგივიწყებს!

უზალთუნებს, შაურ-აბაზებს,
შთამომავლობა შენ დაგაფასებს!

[1951]