ახალგაზრდებო!
ახალგაზრდებო!
გვირგვინოსნების
ჩვენ მიგვაქვს დროშა
დიდი მგოსნების,
დროშა სამშობლოს
სიყვარულისა
და უმაღლესი
პატიოსნების.
დროშას ზე ააქვს
და ეფრთოსნება
მშრომელი ხალხის
საქმე, ოცნება.
ყველაფერს ქვეყნად
მზეებრ ანათებს
ისევ და ისევ
პატიოსნება!
[1951 წლის 6 ნოემბრამდე]