შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თრთიან, როგორც მზის...


თრთიან, როგორც მზის
ანარეკლები
ძველი ქართული
ენის ძეგლები,
გულდამშვიდების
თუ აძგერების
ხმა ძველთაძველი
ხელნაწერების.
ბევრს კი ვერ ვპოებთ
ხელნაწერთ, გამო,
დაკარგულთ ჟამთა
სიავის გამო.
რამდენი მწარე
ღამის მთევია,
რასაც ჩვენამდის
მოუღწევია.
არის მზიური
ნამის თოვება,
რაც დღესდღეობით
მოგვეპოვება.

[1950 წლის შემდეგ]