შუალედი - დან - მდე
 
 


* * * როცა იგრძნობს...


როცა იგრძნობს,
           რომ ჯიბეში ფული მაქვს,
უცნაური
          მოდის ელეთ-მელეთი.
არა სჯერა,
          რომ მეც კაცის გული მაქვს,
რომ გაიწევს,
          ვერ აკავებს ხმელეთი.

17. II. 49