შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა
ცხოვრებამ თუმც ბევრი ცრემლი დამადინა,
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!
ჩემთვის იმ ხვამლიდან სხივმა მოადინა,
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!
რის ვენა, პარიზი, ლონდონი, ათინა -
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!
გულს ოდეს სამშობლო მოეთინათინა,
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!
სხეპა მოადინა, სხეპა მოადინა,
მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა!..
[1948 წლის 10 თებერვლამდე; 1950 წლის 14 სექტემბრამდე]