შუალედი - დან - მდე
 
 


იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!


დრო საახალწლოს უმატებს სრბოლას,
გასწი! არ მინდა სიცოცხლე მშვიდი,
იმ კორიანტელს, იმ ცეცხლს, იმ სროლას,
მოშორდა ცხრაას ორმოცდაშვიდი!

დიდი სახლები დიდ ქალაქების
აღარა ჰგვანან ნამინანქრევებს,
სახე ნაგების და ასაგების -
სტოვებენ ომის დროის ნანგრევებს.

გასწი, არ მინდა სიცოცხლე ძველი,
სადაც არც ეზო, არც კარებია,
სახე წაშლია, რასაც კი ცელი
ცეცხლისა ცეცხლით გაჰკარებია!

[1948 წლის იანვარი]