შუალედი - დან - მდე
 
 


ისევ ახალგაზრდობას


ცხოვრების ზღვაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გმართებს -
აი, რა არის მთავარი!

რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს - აი რა,
აი რა არის მთავარი!

მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე
გვწამდეს - ესაა მთავარი!

თუ ადამიანს გეტყვიან,
მასზე ძვირფასი რა არი.
სახელი ადამიანის -
აი რა არის მთავარი!

გეკაფოთ - რაც უღრანია,
აგევსოთ - რაც ხარვეზია.
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო - უმთავრესია!

1948 წლის 22 იანვარი
სოხუმი