შუალედი - დან - მდე
 
 


ახალგაზრდობას


ახალგაზრდა კვლავაც გზნებით
ხალხში უნდა ტრიალებდეს,
გრდემლსა სცემდეს და მინდვრადაც
მერანს მიაქრიალებდეს.

სადაც იგრძნობს უმართლობას -
შურისგებით იალებდეს,
კვლავაც რწმენის და სიმართლის
დროშას ააფრიალებდეს.

რომ ხელმარჯვედ მოქნეული
ომში ხმალი წკრიალებდეს,
ხმალი, ხმალი! რომ მტერს მისგან
ტანში გააჟრიალებდეს.

რომ მშვიდობის დროს წიგნებზე
ტყის ფოთლები შრიალებდეს,
რომ უხუცესთ მიმყოლი გზით
ახალს გააკრიალებდეს.

რომ სამშობლოს ერთგულების
ფიცის სიტყვა იალებდეს
და სახალხო მგოსნის ჩანგიც
გამარჯვებით გრიალებდეს!

[1948 წლის 22 იანვრამდე]